I. იყო დღესა პირველსა, რომელ არს თავი ყოველთა დღეთაჲ, კჳრიაკე, რაჟამს დაბადა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა: ძალი ცათაჲ, დღე და ღამე, ქარი ძრვისაჲ. და სული წმიდაჲ იქცეოდა ზედა წყალთა, რომელი-იგი არს თანამოსაგრე სამებისა. და ბრიალებდა ზედა წყალთა და იკურთხეოდეს მისგან, ვიდრემდის იქმნეს წყალნი მშობელ სიტფოსაგან ბუნებისა, რამეთუ შეაზავა, ვითარცა საფუარი, დაბადებაჲ. ვითარცა მფრინველმან რაჲ დაათბნის კუერცხნი ფრთითა თჳსითა და სიცხისაგან თჳსისა, ვითარცა ცეცხლისაგან, შექმნის მართუე კუერცხსა შინა, ეგრეთვე სული ნუგეშინისმცემელი ბრიალებდა ზედა წყალთა და შერთო საფუარი დაბადებისაჲ განგებითა სულისა წმიდისაჲთა.
და მეორესა დღესა დაბადა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ და უწოდა „ცაჲ თხელი“, რაჲთა ასწავოს ყოველთა კაცთა, რაჲ არს ბუნებაჲ ცისა მის უმაღლესისაჲ, ამისთჳს, რამეთუ უქუეს არს მისსა ხილვად. რამეთუ ცაჲ უმაღლესი ვითარცა ცეცხლი არს, ხოლო ცაჲ მეორე - ვითარცა ნათელი და ცაჲ ქუე - მყინვარი. და არს იგი ბუნებითა შუენიერი, ამისთჳს ჰ[რ]ქჳან „ცაჲ თხელი“. და განყვნა ღმერთმან დღესა მეორესა: წყალნი რომელნიმე სიმაღლედ ზე და წყალნი რომელნიმე - ქუე. და ესე წყალნი, რომელნი ზე არს ცასა, დღესა მეორესა აღვიდა და შეკრბა, ვითარცა ნისლი, შუენიერად. ეგრეთ აღვიდა და არს იგი მოკიდებულ ზედა, და არცა დის იგი, არცაღა თუ იძრვის ადგილისაგან.
დღესა მესამესა შემზადნა წყალნი, რომელ არიან ცასა ამას თხელსა ქუეშე, და შეკრიბნა ერთსა ადგილსა და გამოაჩინა ჴმელი. და ვითარცა შეკრბეს წყალნი პირისაგან ქუეყანისა, გამოჩნდა ქუეყანაჲ ჩჳლი თჳნიერ სისქისა. და შეკრბეს წყალნი ზღუად, ქუეშე ქუეყანისა, და ზოგი აღვიდა ზე.
და დაბადა ღმერთმან ქუეყანაჲ და აღმოაცენა მცენარე, რაჲთა იყოს აღმოცენება მცენარისა სიცხისაგან და სიგრილისა შენელებულ მსგავსად ღრუბლისა, რომელი არს ზედა წყალთა. და მასვე დღესა მესამესა შემზადა ღმერთმან ქუეყანაჲ და აღმოსცენდეს მწუანვილნი. და მუცლად-იღო შინაგან ხემან დათესვაჲ ნაყოფთა გამოღებისა ძირითა და ძარღჳთა.
და მეოთხესა დღესა დაბადა ღმერთმან მზე და მთუარე და ვარსკულავნი. და ვითარცა მიეფინა სიტფოჲ პირსა ზედა ქუეყანისასა, და განჴმა სიჩოჲ იგი, რაჲთა აღიღოს სინედლე იგი წყლისაჲ. და ვითარ განჴურდა ქუეყანაჲ და აღმოსცენდა ყოველი ხე ძირითურთ, რომელი-იგი აღმოსცენდა დღესა მეოთხესა.
და დღესა მეხუთესა შემზადა ღმერთმან წყალთა შინა, რაჲთა შობონ ყოველი ფრთოვანი და განწვალებული სახითა ხილვად, და ყოველი იძრვისი წყალთა შინა და ყოველი, რომელი ქუე ძურებოდეს და რომელი ზე ფრინავს; და ვეშაპი იგი, რომელი წერილ არს „იობისსა“, და მფრინველი ზე ჰაერთა და მფრინველი წყალთა შინა.
დღესა მეექუსესა, პარასკევსა, დაბადა ღმერთმან ყოველი პირუტყჳ და ყოველი მჴეცი და ნადირი და ყოველი იძრვისი ქუეყანასა ზედა; და მასვე დღესა დაბადა ადამ და ევა ერთბამად. ხოლო დღესა მეშჳდესა, შაბათსა, განისუენა ღმერთმან ყოველთაგან საქმეთა მისთა და უწოდა „შაბათი“.
II. დაბადებაჲ ადამისი ესრეთ იყო: დღესა პარასკევსა, ჟამსა პირველსა, თქუა ღმერთმან: „დაყუდენით, ყოველნო ძალნო ცისანო!“ და თქუა ღმერთმან - მამამან, ძემან და სულმან წმიდამან. არამედ არა სახელდებულ ყო წუთღა მამასა მამაჲ, არცა ძესა - ძე, არცა სულსა წმიდასა - სული, არამედ ელოდა ქრისტეს ჴორცთშესხმასა, რაჲთა იდიდოს სამებაჲ წმიდაჲ იორდანესა ზედა. არამედ <არა> ესრეთ თქუა დამბადებელმან: „ვქმნე კაცი ხატად და მსგავსად ჩემდა“, და <არა> გამოაჩინა სამებაჲ, არამედ არა სახელ-სდვა ჟამსა, და თქუა ღმერთმან: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა!“ და ვითარცა ესმა ანგელოზთა ესე სიტყუაჲ, შეშინდეს და თქუეს ურთიერთას, რამეთუ: „დღეს ვიხილავთ [საკჳრველსა] დიდსა, რამეთუ მსგავსი ღმრთისა დაიბადების, ვიხილავთ მარჯუენესა ღმრთისასა, ვითარ განმარტა ყოველსა ქუეყანასა და გარდამატებულად მისგან შეკრიბნა ყოველნი, რომელნი დაბადნა ღმერთმან ნებსა ქუეშე თჳსსა“. და იხილეს ანგელოზთა, რამეთუ ღმერთმან აღიღო ყოვლისაგან ქუეყანისა მცირე-მცირე მიწაჲ და ყოვლისაგან ბუნებისა წყლისა - მცირე წყალი ნაწუეთი და ყოვლისაგან აერისა - სული მბერავი და ბუნებისაგან ცეცხლისა - სიტფოჲ მჴურვალე, რაჲთა იყოს კაცი აგებულ ოთხთაგან¦ბუნებათა.
და იხილეს ანგელოზთა ოთხი ბუნებაჲ ნებსა შინა ღმრთისასა: სიცივე და სიცხე, ნოტიაჲ და ჴმელი. და ამის სახისა ბუნებისაგან დაბადა უძლურებისაგან ადამ. და შეკრიბა ყოვლით კერძო მიწისაგან, რაჲთა მოუდრიკოს ბუნებაჲ მიწისაჲ ადამს და ნაწუეთი ყოველთა წყალთაჲ, რაჲთა დაემორჩილოს ყოველი, რაჲ არს წყალთა შინა და ზღუათა და მდინარეთა. და რაჲთა იყოს მოდგამ ანგელოზთა საზრდელითა. დაბადა ღმერთმან ადამ ჴელითა თჳსითა წმიდითა მსგავსად ხატისა თჳსისა.
და რაჟამს ანგელოზთა იხილეს ხატი ადამისი დიდებულად, შეეშინა მისგან ხილვითა პირისა მისისაჲთა, [რამეთუ] ბრწყინვიდა დიდებითა, ბრწყინვალებითა დიდებისა ღმრთისაჲთა. და გამოვიდა, ვითარცა მზის-წუერი, სიმართლე და სინათლე თუალთაგან მისთა და, ვითარცა ალი ცეცხლისა, ზარი. და ვითარცა განერთხა გუამი ადამისი და შთაბერა სული; და აღემართა ზე, საშუალ გულსა ქუეყანისასა, დაიდგნა ფერჴნი ადგილსა მას, სადა აღემართა ჯუარი მჴსნელისა, იესუ ქრისტესი. და ვითარცა დაიდგნა ფერჴნი ადგილსა მას, სადა აღემართა ჯუარი, ადამ შეიმოსა სამოსელი სამეუფოჲ და დაედგა თავსა გჳრგჳნი მეფობისაჲ. მაშინ იქმნა ადამ მეფე, მღუდელ, წინასწარმეტყუელ, მუნ დასუა ღმერთმან საყდარსა პატივითა. და შემოკრიბნა ყოველნი პირუტყუნი. და წარმოდგეს წინაშე ადამისსა, და უწოდა ყოველთა სახელები მათი, და შეურდეს ყოველნივე.
მაშინ ესმა ანგელოზთა ცით გამო საშინელი სიტყუაჲ ღმრთისაჲ, და ჰრქუა მას: „ჵი ადამ, აჰა ესერა, გყავ შენ მეფე, მღუდელ, წინასწარმეტყუელ და მთავარ და უფალ და განმგებელ, და ყოველნი დაბადებულნი დაგემორჩილნეს შენ, რაჲთა ხოლო მარტოსა დაგემორჩილნე შენ და მიგცე ჴელმწიფებაჲ ყოვლისაჲ, რომელი დავბადე“. და რაჟამს ესმა ანგელოზთა სიტყუაჲ ესე ღმრთისაგან, მოდრკეს და თაყუანი-სცეს ღმერთსა და მერმე ადამს, ხატსა ღმრთისასა, ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, საყდართა, უფლებათა, და მთავრობათა და ჴელმწიფებათა, სერაბინ-ქერობინთა და დიდებულთა წმიდათა.
III. მაშინ აღიყვანა ღმერთმან სამოთხესა [ადამ], და კუალად მუნვე თაყუანი-სცეს ანგელოზთა წმიდათა სერაბინთა. და აქებდეს და აკურთხევდეს ქერობინნი ღმერთსა და ადიდებდეს დიდებითა. და ვითარცა შევიდა ადამ სამოთხესა, დაწვა, [რამეთუ] დაიძინა. და გამოუღო ღმერთმან წიბოჲ ერთი ფერცხალი გუერდისაგან მარჯუენისა და დაბადა ღმერთმან ევა. და განიღჳძა ადამ, იხილა და განიხარა. და იყვნეს ერთობით სამოთხესა შემოსილნი დიდებითა ჟამსა სამსა დღისასა. რამეთუ სამოთხე არს ზე ჰაერთა, უმაღლესი ყოველთა მთათა ოცდაათითა ფარსახითა და გარე-მოსდგამს ყოველსა ქუეყანასა. ვითარცა თქუა წინასწარმეტყუელმან: „დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემს და დაადგინა ადამ, რომელი დაბადა“. და ითარგმანების [ედემი] - „ეკლესია წმიდა“. და ეკლესია ითარგმანების ებრაულად „სული წმიდაჲ“, რამეთუ ღმერთმან განფინა სიმართლით ყოველთა ერთა ზედა და ბერძულად ითარგმანების „შესაკრებელი წმიდაჲ“. რამეთუ ღმერთმან [უსწრო მეცნიერებითა თჳსითა, რაჲ-იგი ეგულებოდა ყოფად ეშმაკსა ადამისა], უსწრო მოწყალებითა, ვითარცა თქუა დავით წინასწარმეტყუელმან: „უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ ნათესავით-ნათესავადმდე“, ოდეს-იგი ევედრებოდა ღმერთსა განთავისუფლებისათჳს ერისა. და თქუა: „მოიჴსენე ეკლესიაჲ, რომელ მოიგე სამკჳდრებელად შენდა მოწყალებითა შენითა, რომელი აღგჳთქ[უ] ჩუენ. რამეთუ შენ ხარ მზრდელი ყოველთა და ერისა შენისაჲ სიმართლით ეკლესიასა წმიდასა, სამოთხესა, რომელ არს განსასუენებელი სულიერი და ქუეყანაჲ ცხოველი, რომელი აღუთქუა წმიდათა ადამის გამო“.
IV. ხოლო ადამ იყო მღუდელ, მეფე და მთავარ და შეიყუანა ღმერთმან სამოთხესა, რაჲთა მსახურებდეს მეცნიერებითა, ვითარცა-იგი წამა მოსე წინასწარმეტყუელმან, ვითარმედ: „იყო საქმე სიბრძნითა მღუდელობისაჲთა და მან დაიცვას მცნებაჲ, რომელი მიეცა მას“. [რამეთუ] ამცნო და დაადგინა ადამ და ევა სამოთხესა და უჩუენა სახე ცხოვრებისაჲ. და ვითარცა იხილა ეშმაკმან საბერკე ხე გამოსახვითა შუა ქუეყანასა და მისგან იყო ჯუარი იგი ქრისტესი და მაცხოვრისაჲ. და ესე არს ხე ცხოვრებისაჲ. და იხილა ეშმაკმან, რამეთუ ადამ და ევა იდიდებიან სამოთხესა, განრისხნა სიბოროტითა თჳსითა, რამეთუ შეშურდა მათი. და შევიდა [მუცელსა] გუელისასა. აღიღო ზე ჰაერთა გუელმან და მიიყუანა ეშმაკი სამოთხესა.
რაჲსათჳს შევიდა ეშმაკი გუელითა სამოთხესა? ამისთჳს, რამეთუ უწყოდა, ხილვაჲ მისი უშუერად სატუხელ არს, უკუეთუ იხილოს იგი ევა, ივლტოდის მისგან. და ემსგავსა იგი მფრინველსა მას, რომელსა ჰრქჳან ზორაყი, რომელი განსწავლიან [ბერძენთა] [ზრახვასა] კაცისასა. რამეთუ ესრეთ ყვიან: მოიღიან სარკე და წინა მიუპყრიან მფრინველსა მას. და ზრახავნ კაცი უკუანა კერძო სარკესა მას. და ოდეს ესმინ მფრინველსა მას, მიხედნის ჴმასა და იხილის სარკესა მას შინა ხატი თჳსი, რამეთუ ჰგავნ მფრინველსა. განიხარის ფრიად და ჰგონებნ, ვითარმედ მოყუასი მისი მოსრულ არს და ზრახავს; და ისწავლის სიტყუაჲ კაცობრივი მფრინველმან სიმშჳდითა, საზრახავი [იონთა ენისა] და ყოველი ზრახვაჲ.
ეგრეთ შევიდა ეშმაკი გუელისა პირსა და ასწავა ჟამი თუალთა და ყურთა და პირისპირ ეზრახა ევას. და ტყუილი დაუჯერა (რამეთუ დაჴსნილ არს ბუნებაჲ დედაკაცისაჲ და დაიჯერებს ყოველსა სიტყუასა). ხოლო რაჟამს ესმა ევას გუელისაგან მიზეზი იგი ხისაჲ, მოსწყჳდა ნაყოფი ხესა მას ურჩებით და ჭამა, და იხილა ბუნებაჲ თჳსი. და ვითარ ცნა სიშიშულე თავისა თჳსისაჲ, წარვიდა და დაიმალა ხესა სხუასა ქუეშე და დაიმალა სარცხუე-ნელი იგი თჳსი ფურცლითა ლეღჳსაჲთა, და მოუწოდა ადამს. და ვითარცა მოვიდა მისსა, მისცა მასცა ხისა მისგან, რომელი მან ჭამა მისგან ნაყოფი. და ვითარცა ჭამა მისგან ნაყოფი, ცნა სიშიშულე თჳსი. ამისსა შემდგომად ექმნა მათ სამოსელი წყევისაჲ. და შეიმოსა მან ესე ტყავი უძლური, რომელი გარდართხმულ არს ჴორცთა ამათ მტკივანთა.
V. ხოლო რაჟამს გამოასხნა ღმერთმან სამოთხით ურჩებისა მისთჳს, მწუხარე იყვნეს ფრიად. მაშინ უქადა ღმერთმან ადამს და ჰრქუა: „ნუ სწუხ, [რამეთუ] მე უკმოგიყუანო ადგილსავე შენსა. იხილე, ვითარ-ესე მიყუარ შენ, რამეთუ დავივიწყე და დავწყევე ყოველი ქუეყანაჲ შენ წილ და შენ არა დაგწყევე. და ჰრქუა გუელსა: „უკუნ-იქცენ ფერჴნი შენნი მუცელსა შენსა“. და განუწესა მას საზრდელად მიწაჲ. „და ევა დაგამჴევლე შენ მსახურად ამისთჳს, რამეთუ შეურაცხ-ყო მცნებაჲ ჩემი. განვედ ამისთჳს და ნუ სწუხ შენთჳს. არამედ ოდეს განსრულდეს ჟამი იგი, რომელი განვაწესე შენ ზედა ყოფისათჳს შენისა ქუეყანასა მას, უცხოსა და დაწყეულსა, მოგივლინო შენ ძე ჩემი, რომელი გარდამოჴდეს და გიჴსნეს შენ; შევიდეს წმიდისა ქალწულისა და კაცობრივ გამოვიდეს და იქმნეს კაც. და მან შეგიყვანოს შენ სამოთხეს. არამედ ამცენ ძეთა შენთა და არქუ, რაჲთა დაკრძალონ გუამი შენი შემდგომად სიკუდილისა შენისა. და შემურონ იგი მურითა და სტახსითა და გუნდრუკითა. და დაგმარხონ შენ ქუაბსა მას შინა, [რომელსა] დაგამკჳდრებ შენ დღეს, ვიდრე მუნ დღედმდე დღეისითგან, რომლისაგან განხუალ [ქუეყანასა] გარეშესა, რომელსა ყოფად ხარ დღეთა [მათ], რომელთა შვე ძე შენი. და მან აღიღოს გუამი შენი მის თანა, წარიღოს გუამი შენი ადგილსა მას, რომელი უჩუენო, [შუაგულსა] ქუეყანისასა, რაჲთა მუნ იყოს ჴსნაჲ შენი და დაჴსნაჲ ნაშობთა შენთაჲ“.
და გამოუცხადა ღმერთმან ყოველივე ყოფადი, რომელი შეემთხუეოდა
და ვითარცა გამოვიდეს ადამ და ევა სამოთხით, და დაეჴშა კარი და დაიდგინა ქერობინი, რომელსა აქუნდა მახჳლი ელვარე. და შთავიდა ადამ მთისა მისგან სამოთხისა მწუხარებითა დიდითა და პოვა ქუაბი მთისთავსა, ქუე. და შევიდეს ადამ და ევა და დაიფარნეს მუნ შინა. და იყვნეს წუთ ქალწულ, შეუხებელ ურთიერთას. და ვითარცა უნდა ადამს შესლვად ევაჲსა, გამოვიდა და შეკრიბა გარემოს სამოთხესა ოქროჲ, გუნდრუკი და მური და შეიღო მის თანა ქუაბსა მას შინა და თქუა, რაჲთა იყოს ადგილი იგი სალოცველად მის[ა] და ძეთა მისთა და უწოდა „ქუაბი საგანძური“.
და გარდამოვიდეს ადამ და ევა მთისა მისგან წმიდისა. ქუაბსავე მას შინა შევიდა ადამ ევაჲსსა, და მიუდგა და შვა კაენ და დაჲ მისი ლიუდ მარჩბივად, [და კუალად შევიდა ადამ და მიუდგა ევა და შვა აბელ და დაჲ მისი კალმანა მარჩბივად]. რაჟამს აღიზარდნეს კაენ და ძმაჲ მისი აბელ, ჰრქუა ადამ ევას: - „[მიიყვანოს კაენ კალმანა, რომელი იშვა აბელის თანა და] მიიყვანოს აბელ ლიუდ, რომელი იშვა კაენის თანა“. ჰრქუა კაენ დედასა თჳსსა: „მე შევირთო დაჲ ჩემი და აბელ შეირთოს დაჲ თჳსი“ „(რამეთუ ლიუდ იყო უშუენიერეს კალმანისსა). ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ადამს, შეწუხდა ფრიად და თქუა: „ჵი, ესე სხუაჲ ურჩებაჲ არს მცნებისაჲ! და შენ შეირთავ-ა დასა შენსა, რომელი იშვა შენ თანა? არამედ აწ შენ მოიღე ნაყოფთაგან ქუეყანისათა და აბელი - ნაშობთაგან საცხოვართასა, აღვედით თავსა მთისა მის წმიდისაჲსა და შევწიროთ შესაწირავი თქუენთჳს მუნ. და ილოცეთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა შეიკრიბნეთ დანი თქუენნი“.
და ვითარცა აღვიდეს ადამ, მღუდელი პირველი, და კაენ და აბელი თავსა მთისა მის წმიდისასა, და შევიდა ეშმაკი გულსა კაენისსა, რაჲთა მოკლას აბელი ლიუდისთჳს, დისა თჳსისა. ამისთჳს არა შეიწირა ღმერთმან შესაწირავი [მისი], არცა მიხედნა ყოვლადვე, ხოლო აბელისი შეიწირა ღმერთმან ამისთჳს, რამეთუ არა ზაკუაჲ იყო გულსა მისსა. და შესძინა კაენ მწუხარებაჲ და შური. და შთავიდეს ველის პირად. მაშინ აღდგა კაენ აბელის მოკლვად და მოკლა, რამეთუ იგი განტჳნა ქვითა. და მუნთქუესვე მოიღო წყევაჲ და შიშითა ძრწოდა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. მაშინ წარავლინა ღმერთმან უცხოსა ქუეყანასა - ნუდას ფარულსა. და წარიყვანა დაჲ თჳსი ლიუდი მის თანა და იყვნეს მუნ.
VI. . ხოლო ადამ და ევა მწუხარებითა იგლოვდეს აბელ მართლისათჳს ასსა წელსა. და შევიდა ადამ ევაჲსსა და შვა სეით, ხილვითა შუენიერი, მკჳრცხლი და კაცი ძლიერი, ხილვითა გმირი, და ჰგვანდა მამასა თჳსსა ადამს სრულებით. და ესე იყო მამაჲ გმირთაჲ უწინარეს წყალთარღუნისა. და შეირთო სეით კალმანა, დაჲ აბელისი, და შვა ენონ, და ენონ შვა კაინან, და კაინან შვა მალელაელ. ესენი იყვნეს თავ მამათა, რომელნი იშვნეს ადამის დღეთა სიცოცხლისათა.
ამისსა შემდგომად ცხოვნდა ადამ ცხრაას ოცდაათსა წელსა, და ცხორებასა მალელელისსა მოჰჴდა სიკუდილი ადამისი. და შემოკრიბნა სეით, ძემან მისმან, ენონ და კაინან და მალელაელ, რაჲთა იკურთხნენ მისგან. მაშინ ულოცა მათ და ჰრქუა ძესა თჳსსა სეითს: „ისმინე დღეს მცნებაჲ ჩემი, შვილო სეით, რომელსა გამცნებ შენ აწ, და შენ ამცენ ენონს და ენონ ამცნოს კაინანს. და კაინან ამცნოს მალელაელს, და იყოს მცნებაჲ ესე ჩემი ყოველთა ნაშობთა თქუენთა [ზედა].
ოდეს მე მოვკუდე, შემურეთ გუამი ჩემი მურითა და შტახსითა და გუნდრუკითა და დამდევით მე ქუაბსა მას საგანძურსა, მრჩობლსა, რაჲთა იყოს სალოცველ ყოველთა ნაშობთა თქუენთა, ვიდრე იყოს ჟამადმდე აზნაურობაჲ, მსაჯულობაჲ და ბჭობაჲ გარემოს სამოთხესა. და მათ აღიღონ გუამი ჩემი და წარიღონ მათ თანა, სადაცა უჩუენოს ღმერთმან, მუნ დადვან - გულსა ქუეყანისასა, რამეთუ მუნ არს გამოჴსნაჲ ჩემი და ყოველთა შვილთა ჩემთაჲ.
[ხოლო შენ, შვილო ჩემო სეით, იყავ განმგებელ ერსა შენსა] შიშითა ღმრთისაჲთა და [შეიკრძალენით] თავნი თქუენნი შვილთაგან კაენისთა, ძმის მკულელისათა. და უწყნითმცა ჟამნი დღისანი და ღამისანი“.
და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ყოველთა, ერთობით ადიდებდეს ღმერთსა.
და რაჟამს იყოს ჟამი, ჯერ-არს ვედრებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღმერთმან დამბადა მე, მასწავა ყოვლითურთ, ვითარმედ ადიდებდეს მას ცხოველნი, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, და მფრინველნი, რომელნი არიან ჰაერთა თანა. და მასწავლნა ჟამნი დღისა და ღამისანი და მასწავა დიდებაჲ ღმრთისაჲ ყოველთა ერთა ანგელოზთასა.
„ჟამნი დღისანი ი˜ბ:
ჵი შვილო სეით, ჟამსა პირველსა დღისასა უღირს, რაჲთა ადიდებდენ ღმერთსა შვილნი ჩემნი, ყოველნი შევრდომით ევედრებოდიან და მოელოდენ წყალობასა ღმრთისაგან და დამ-ბადებელისაგან ცისა და ქუეყანისა; და ჟამსა მეორესა ანგელოზნი ადიდებენ და ილოცვენ და აქებენ ღმერთსა; და ჟამსა მესამესა უგალობენ დიდებითა მფრინველნი ყოველნი; და ჟამსა მეოთხესა ლოცვაჲ არს ყოველთა სულთაჲ; და ჟამსა მეხუთესა ადიდებენ ყოველნი ცხოველ-ნი და იძრვისნი; და ჟამსა მეექუსესა ადიდებენ ქერობინნი და თაყუანი-სცემენ და ევედრებიან ღმერთსა; და ჟამსა მეშჳდესა შევალს ყოველი ლოცვაჲ წინაშე ღმრთისა; და [ჟამსა] მერვესა ადიდებენ მფრინველნი ცათანი და მძრომელნი მიწისანი; ჟამსა მეცხრესა ლოცვაჲ გამოეცხადების ანგელოზთა ღმრთისათა, რომელნი დგანან ძრწოლით წინაშე საყდართა ღმრთისათა და ადიდებენ დიდებითა მათითა; და ჟამსა მეათესა ლოცვაჲ ყოველთა წყალთაჲ არს, რამეთუ მათ შინა გარდამოვალს სული წმიდაჲ ზეცით და ბრიალებს ყოველთა წყალთა ზედა და განსდევნის ყოველსა მავნებელსა კაცთასა; და ჟამსა მეათერთმეტესა - განსრულებაჲ სიხარულითა ყოველთა მართალთაჲ; და ჟამსა მეათორმეტესა ღაღადებაჲ ძეთა კაცთაჲ შეწყნარებულ არს და მითუალულ წინაშე ღმრთისა. ჵი შვილო, დაიმარხენ მცნებანი ესე ჩემნი!“
„ჟამნი ღამისანი ი˜ბ:
პირველსა ჟამსა ღამისასა მოდრკებიან ძრწოლით ეშმაკნი მონებად ღმრთისა და ვერ შემძლებელ არიან ვნებად და განრყუნად ძეთა კაცთა, ვერცაღა შეაშინებენ ყოველნივე, (!) ვიდრე არა განდგენ მონებისაგან ღმრთისა; და ჟამსა მეორესა ადიდებენ ყოველნი ცხოველნი, რომელნი არიან წყალთა შინა და სიღრმეთა, იძრვისნი;
და [ჟამსა] მესამესა მონება არს და დიდება ცეცხლისა, რომელი არს [ქუეშე] ყოველთა ვარსკულავთასა, რომელსა ვერ შემძლებელ არს ყოველი კაცი სიტყუად მას ჟამსა, ვერცა გამო[ი]კულევს, [ვითარ რაჲ] არს;
და ჟამსა მეოთხესა გამოცხადებაჲ ქერობინ-სერაბინთაჲ არს, რომელთაჲ-იგი მესმოდა სიტყუაჲ, და ვხედევდი, რაჟამს [ვიყავ] უწინარეს ცოდვისა სამოთხესა; ვითარ გარდავჴედით [მცნებასა], დაგუაკლდა ჴმაჲ იგი, არღარა ვიხილეთ კუალად, რომელსა-იგი ვხედევდით, ოდეს დაიდრიკიან სერაბინთა ფრთენი მათნი;
და ჟამსა მეხუთესა ადიდებენ წყალნი, რომელნი არიან ზეცათა, ვითარ-იგი მესმოდა ჴმაჲ ყოველთა ანგელოზთაჲ, ვითარ-იგი ზარ-სცემდეს და ჴმობდეს შემდგომად ნავნი და ურმის-თუალნი, რომელნი ვლენან ზე წყალთა და ღაღადებით ადიდებენ; და ჟამსა მეექუსესა ადიდებენ ყოველთა დღეთა წინაშე და არს შიში და ზარი;
და ჟამსა მეშჳდესა მოწმებაჲ არს ძალისა და ქუეყანისაჲ და ადიდებენ, ოდეს-იგი დაყუდ[ნ]ენ ყოველნი წყალნი, [და ჟამი იგი არს], რომელსა [უღირს] მღუდელსა, რაჲთა მოიღოს წყალი და შ[ე]აზაოს ზეთი კურთხეული და სცხოს სნეულსა, რომელსა არა დაეძინებოდის ვნებისაგან, და განიკურნოს; და ჟამსა მერვესა გამოვალნ მწუანე ქუეყანისაგან; და ჟამსა მეცხრესა ადიდებენ ანგელოზნი და მიითუალვენ ლოცვასა, რომელნი შურებიან ღმრთისათჳს;
და ჟამსა მეათესა განეხუმიან კარნი ცათანი: და ყოველმან რომელმან ილოცოს ღმრთისა მიმართ, შვილმან მორწმუნემან, მიანიჭებს ღმერთი მისაგებელსა, უკუეთუ იხილოს გულითა წმიდითა; უკუეთუ კულა უგულოდ ილოცვიდეს, არა შეიწირავს ღმერთი, არცა შეიწყნარებს ლოცვასა მათსა. რამეთუ მას ჟამსა გარდამოვალს მადლი და ნიჭი ღმრთისაგან და უგალობენ სერაბინნი მფრინველნი, ღაღადებითა აუარებენ და აქებენ;
ჟამსა მეათერთმეტესა უღირს მღუდელსა, რაჲთა უკუმიონ საკუმეველი და თაყუანი-სცემდენ ღმერთსა, რამეთუ არს ცათა შინა დუმილი დიდი, ყოველთა მყოფთა შინა ცათა(!); და ჟამსა მეათორმეტესა გარდამოვალს მადლი ქუეყანასა ზედა აღმოსავალით და განანათლებს კიდეთა სოფლისათა ბრწყინვალედ.
ჵი შვილო ჩემო სეით, ისმინე ჩემნი სიტყუანი და გულისჴმა-ყავ, რომელსა-ესე გასწავებ. რამეთუ [ღმერთი] მოვალს ქუეყნად, რომელი-იგი მიქადა სამოთხესა და მრქუა მე, ვითარმედ: „უკუანაჲსკნელთა ჟამთა მოვავლინო ძე ჩემი პირველ საუკუნეთაჲ, რომელი იშვეს ქალწულისაგან პირმშოჲსა, რომელსა ერქუას მარიამ. და იყოს კაცთა თანა და აღიზარდოს შვილთა მათ[თა] თანა ჩჩჳლთა. მას ჟამსა იყოს საკჳრველი დიდი: ღელვათა ზედა ზღჳსათა ვიდოდის, ვითარცა ჴმელსა ქუეყანასა, შერისხნეს ქართა და დაყუდნენ, დასცხრენ ღელვანი, მოუჴდენ ბრმანი, ხედვიდენ, ყრუთა ესმოდის, უტყუნი იტყოდიან და მეძავნი შეურდებოდიან სინანულითა და ურჩნი მოიქცენ მორჩილებად და შეცთომილნი მოიძივნენ და ეშმაკნი განასხნენ“.
და ესრეთ ნუგეშინის-მცა მე ღმერთმან, ოდეს გამომიყვანა მე სამოთხით. მრქუა: „ჵი ადამ, ნუ გეშინინ, გინდა ღმრთობაჲ? ხოლო მე, ღმერთმან, გყო შენ ღმერთ, არამედ არა ამას ჟამსა, არამედ შემდგომად ჟამთა. აწ სამოთხით განგჴადე შენ საქმედ ქუეყანისა, სავსესა ეკლითა და კუროჲსთავთა, და შეგიდრიკე ზურგი შენი და გუამი შენი შრომად მივეც. და ძრწოდიან ჴელნი შენნი სიბერისაგან, და უკუანაჲსკნელთა ჟამთა სიკუდილსა მიგცე შენ. და შემდგომად ხუთისა დღისა დღეთა ჩემთასა დაგიფარო შენ მოწყალებითა ჩემითა და სახლსა შენსა ვიყოფოდი განუშორებელად. შენთჳს ძე ჩემი გამოჴსნად მოვიდეს შენდა ამას ქუეყანასა; შენთჳს, ადამ, თავი მოიდრიკოს ნათლისღებად; შენთჳს, ადამ, ორმეოც დღე იმარხოს; შენთჳს, ადამ, გინებაჲ [ჰ]ურიათაგან ესმოდის; შოლტითა სცენ და მისცენ წარმართთა კიცხევად; შენთჳს განერთხას ძელსა ზედა და ნებნი დაემსჭუალნენ შორის ორთა ავაზაკთა; შენთჳს ძმარი და ნავღელი ასუან და გუერდსა უგმირონ ლახურითა - ესე ყოველი შეიწყნაროს ჴორცითა, რომელნი შეიმოსნეს ქალწულისაგან. და მზე დაბნელდეს და კლდენი განსქდენ და შეძრწუნდენ უდაბნონი და იმღერდენ; და იძროდეს ქუეყანაჲ და ცანი შეირყივნენ და ქუხილი იყოს; შენთჳს, ადამ, ცანი განახლდენ და საფლავნი აღეხუნენ და ყოველი ქუეყანაჲ ახალი დაიბადოს, და ძე, მჴსნელი სოფლისაჲ, დაეფლას ჴორცითა, რომელი მიიღოს შენგან. და მესამესა დღესა აღდგეს საფლავისაგან ძე მჴსნელი და აღვიდეს ზეცად, სოფლისაგან ზეცად ჴორცითა და დაჯდეს მარჯუენით ღმრთისა. მაშინ იქმნე შენ ღმერთი, ვითარცა გიქადა გუელმან სამოთხეს შინა“.
და შენ წადიერ იყავ, შვილო სეით, და დაიმარხე მცნებაჲ ჩემი ესრეთ, რომელ მამცნო ღმერთმან ჩემმან, რამეთუ არა ეგების, თუმცა არა აღესრულა ქუეყანასა ზედა, რომელი ბრძანა ღმერთმან“.
და ვითარცა დაასრულნა სიტყუანი ესე, მოკუდა ადამ. მაშინ შემოკრბეს ყოველნი ნაშობნი მისნი - ძენი და ასულნი, რაჲთა იკურთხნენ მისგან. და ლოცვა ყვეს მის ზედა. და აღსრულებულ იყვნეს წელნი ადამისნი ცხრაას ოცდაათ, ვინაჲთგან დაიბადა და გამოვიდა სოფლად. მოკუდა ადამ თუესა მარტსა ოცდაათსა, დღესა პარასკევსა, ჟამსა მეცხრესა დღისასა, თხუთმეტსა მთუარესა, მასვე დღესა და ჟამსა, რომელსა ქრისტემან, ძემან ღმრთისამან, განუტევა სული ჴორცითა, რამეთუ ივნო ჯუარსა ზედა, მასვე ჟამსა, რომელსა მისცა ადამ სული დამბადებელსა თჳსსა. და ვითარცა მოკუდა ადამ, შემურა სეით მურითა, ვითარცა ამცნო მას ღმერთმან, მურითა და გუნდრუკითა და სტახსითა, რამეთუ მომკუდარ იყო ადამ პირველ სიკუდილითა ცოდვისაჲთა. მაშინ შვილნი მისნი ტიროდეს მწუხარებითა და იგლოვდეს მას ზედა ასორმეოცსა დღესა. და აღმოიღეს გუამი მისი თავსა მის მთისასა და დამარხეს ქუაბსა მას შინა მრჩობლსა საგანძურსა.
შემდგომად სიკუდილისა ადამისა განიყვნეს ყოველნი ნათესავნი სეითისნი და კაენისნი, და ძენი ძმისმკულელისანი. მაშინ მოიყვანა სეით ძე თჳსი პირმშო ენონ, [და კაინან და მალალაელ და ცოლნი მათნი და შვილნი მათნი და აღვიდეს მთასა მას მაღალსა], სადა-იგი დაეფლა გუამი ადამისი, ხოლო კაენ და შვილნი მისნი - ქუე, ველისპირსა, სადა-იგი მოკლა აბელ.
VII. და სეით უძღოდა ერსა თჳსსა განგებითა კეთილითა და სიწმიდითა და კეთილისა [მისთჳს] მიიღეს სახელი უფროჲს ყოველთასა, ვიდრემდის ეწოდა მათ სახელი „ძენი ღმრთისანი“, და მათ, დედათა მათთა და შვილთა მათთა. ესრეთ იყვნეს მთასა მას სიმართლითა და სიწმიდითა. და იყო მუნ მშჳდობაჲ და განსუენებაჲ, და არა იყო მუნ ზრუნვაჲ, არამედ ადიდებდეს ღმერთსა და აქებდეს მარადის ანგელოზთა თანა. და ესმოდა ჴმაჲ ანგელოზთაგან, რამეთუ იყვნეს მახლობელ მთასა ვიდრე ოცდაათ ფარსახ ფარსახითა სულიერითა. და არა იყო მათდა საქმე: არცა შრომაჲ, არცა თესვაჲ, არცა მკაჲ, არამედ იყო საზრდელად მათდა ნაყოფი ხეთაჲ წელიწდეულად. და იყვნეს უბიწო დედანი მათნი და ძენი მათნი - წმიდა, და ასულნი მათნი. და არა იყო მათ თანა შური და ჴდომაჲ და არცა დედათა მათთა [თანა] გულისთქმაჲ შეგინებული, არცა სიტყუაჲ მწიკულევანი, არცა წყევაჲ, არცა ტყუილი. და იყვნეს მორწმუნე. ფიცი არა იყო მათ თანა, არამედ ესე ხოლო ფუციან: „სისხლმან აბელისმან“. და ყოველთა დღეთა აღიმსთჳან თავსა მის მთისა წმიდისასა და თაყუანი-სციან წინაშე ღმრთისა და იკურთხნიან გუამისაგან ადამისა. და აღიხილნიან თუალნი მათნი და ხედვედ სამოთხესა და ადიდებდეს ღმერთსა, და ესრეთ იყოფოდეს ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა.
და ცხოვნდა სეით ცხრაას და თორმეტ წელ. მაშინ შემოკრბეს ენოს, კაინან და მალალაელ, იარედ და ენუქ და დედანი და ძენი მათნი. და აკურთხნა და ულოცა და ფიცით ამცნო მათ და ჰრქუა: „სისხლსა აბელისსა“, ნუვინ გარდახუალთ მთისა მის წმიდისაგან და არცა შვილთა თქუენთა[განი] ვინ გარდავიდეს, ამცნებდით ურთიერთას, ვინაჲთგან მო[ი]- კლა აბელი. მაშინ აკურთხა სეით ენოს, ძე მისი, და ამცნო გუამისათჳს ადამისა და დაადგინა განმგედ ერსა თჳსსა ზედა და აფუცა სისხლსა აბელისსა, რაჲთა უძღოდეს სიმართლითა და სიწმიდით და მსახურებდეს ღმერთსა და გუამსა ადამისსა სიწრფოებით და არა [მიდრკენ] დღეთა ცხორებისა მათისათა. და მოკუდა სეით მკჳრცხე ნაშობი ცხრაას და ათორმეტისა წლისა თუესა აგჳსტოსა აჩჳდმეტსა, დღესა სამშაბათსა, ჟამსა მეცხრესა დღისასა, წელთა ცხორებისა ენოსისთა ოცსა. მაშინ შემურა გუამი მისი ენოს, ძემან მისმან, მურითა და სტახსითა და გუნდრუკითა და დამარხა ქუაბსა მას შინა საგანძურსა, და იგლოვდეს მას ორმეოც დღე.
VIII. მაშინ დადგა ენოს წინაშე ღმრთისა მსახურ[ად] ქუაბსა მას საგანძურსა და განაგებდა ერსა თჳსსა, რამეთუ დაემარხა მცნებაჲ მამისა თჳსისა სეითისი და უძღოდა ერსა თჳსსა სიმართლითა და სიმშჳდითა წელთა ასოცთა ცხორებისა მისისათა. მათ ჟამთა ლამექ, მწუხარემან თუალითა, მოკლა კაენ ძმისმკულელი დაფარულსა [უდაბნოსა] ნუდისასა ესრეთ სახედ: ჯდა ლამექ ველსა და იყო ყრმაჲ მცირე მის თანა, ძე მისი მრწემი. და ესმა ჴმაჲ სლვისა კაენისი, ვიდოდა რაჲ უჩინოდ, რამეთუ კაენ ვერ შემძლებელ იყო დგომად ადგილსა ერთსა. ესმა ლამექს ჴმაჲ რაჲმე, სტყორცა ქვაჲ, და ეცა კაენს შუბლსა და მოკუდა კაენ... და გულისკლებითა შეიმტკუელნა ჴელნი თჳსნი ლამექ და თქუა: „ჵი!“ და დაეპყრა თავი ყრმისაჲ შორის ორთავე ნებთა შინა და შეუჭყლიტა თავი ყრმასა, და ვერა ცნა სიძლიერისაგან, რამეთუ ვერას ხედვიდა.
ცხოვნდა ენოს ცხრაას და ხუთ წელ. და შემოკრიბნა მამათმთავარნი და ძე თჳსი კაინან და მალალ[ა]ელ და იარედ და ენუქ და მათუსალა და ძენი მათნი და აკურთხნა იგინი და ულოცა და აფუცა სისხლსა აბელისსა: „ნუ განეშორებით მთისა ამისგან წმიდისა და ნუცა მიუშუებთ ერთსაცა შვილთა თქუენთაგანსა, რაჲთა ეკრძალნენ ძეთაგან კაენ მკლველისათა, დაიმარხეთ ესე მცნებაჲ ფრიად“. და აკურთხა ძე თჳსი კაინან და ამცნო გუამისათჳს ადამისა და ჰრქუა: „იხილე, შვილო კაინან, და შენ იყავ განმგედ ერისა ყოვლითა სიმშჳდითა და სიწმიდითა. და ნუ განეშორებით გუამისაგან მამისა ჩუენისა ადამისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქუენისათა“. მოკუდა ენოს ცხრაას და ხუთისა წლისა თუესა ოკდონბერსა სამსა, დღესა სამშაბათსა, დასლვასა მზისასა, წელთა ერგასისთა ცხორებასა მათუსალაჲსსა. და შემურა კაინან, ძემან მისმან, და დამარხა ქუაბსა მას შინა საგანძურსა ადამ და ევას თანა.
IX. ხოლო კაინან დადგა [მსახურად წინაშე] ღმრთისა ქუაბსა მას საგანძურსა. და იყო კაცი მშჳდი და წმიდაჲ და უძღოდა ერსა თჳსსა შიშითა ღმრთისაჲთა, ვითარცა განაგებდა მამაჲ მისი ენოს. ცხოვნდა კაინან ცხრაას და ათ წელ. და ვითარცა დასნეულდა, შემოუკრბეს მას ყოველნი მამათმთავარნი: მალალაელ და იარედ, ენუქ და მათუსალა, ლამექ და დედანი მათნი და ძენი მათნი. და აკურთხნა და ულოცა მათ და აფუცა სისხლსა აბელისსა, უბიწოჲსასა, რაჲთა არავინ გარდავიდეს მთისა ამისგან წმიდისა: „და ნუცა შვილთა თქუენთაგანი ვინმე გარდავალს შვილთა თანა კაენ უსჯულოჲსა მკლველისათა“. აკურთხა მალალაელ და ამცნო გუამისათჳს ადამისა და ჰრქუა: „იხილე, შვილო მალალაეელ, და იყავ შენ წინაშე ღმრთისა, წმიდასა ქუაბსა საგანძურსა და გუამისაგან ადამისა ნუ განეშორები ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, და იყავ შენ განმგე ყოველსა ერსა ზედა სიმართლით და სიწმიდით!“ მოკუდა [კაინან] ძე ცხრაას და ათისა წლისა თუესა ივნისსა სამსა, დღესა სამშაბათსა, სამეოცდახუთთა [წელთა] ლამექისთა. და შემურა ძემან მისმან მალალ[ა]ელ და დამარხა ქუაბსა მას საგანძურსა. და იგლოვდეს ორმეოც დღე.
X. და დადგა მალალ[ა]ელ მსახურად წინაშე ღმრთისა, ყოვლითა სიწმიდითა განაგებდა ერსა თჳსსა და მარადის ილოცავნ. ცხოვნდა მალალ[ა]ელ რვაას ოთხმეოცდათხუთმეტ წელ. და ვითარცა მოეახლა სიკუდილი, შემოკრბეს მამადმთავარნი: იარედ, პირმშოჲ ძე მისი, ენუქ და მათუსალა, ლამექ და ნოვე და დედანი მათნი. აკურთხნა და ულოცა და აფუცა სისხლსა აბელისსა: „ნუ ვინ თქუენგანი გარდავა მთისა ამისგან წმიდისა!“ და აკურთხა იარედ, ძე თჳსი, და ამცნო გუამისათჳს ადამისა და განმარტებულად მიუთხრა, ვითარმედ: „[წარვალ] ამის საწუთოჲსაგან“. და აფუცა სისხლსა აბელისსა უბიწოსა და ჰრქუა: „ნუ განეშორები გუამისაგან ადამისა დღეთა ცხორებისა შენისათა და იყავ განმგებელ ერისა შენისა სიწმიდითა!“
და მოკუდა მალალ[ა]ელ ნაშობი რვაას ოთხმეოცდათხუთმეტისა წლისა თუესა აპრილსა ორსა, დღესა პარასკევსა, ჟამსა მესამესა დღისასა, ოცდათორმეტთა წელთა ნოესთა ცხორებასა მისსა. და შემურა იარედ, ძემან მისმან, და დამარხა ქუაბსა მას საგანძურსა და იგლოვდეს ორმეოც დღე.
იარედ დგა მსახურად წინაშე ღმრთისა სიწმიდითა და სიმშჳდითა და სიმართლითა, ამისთჳს განუგრძელდეს დღენი უფროჲსნი მამათა მისთა, რომელნი იყვნეს უწინარეს მისსა. დღეთა იარედისთა წელთა ხუთასთა გარდაჴდეს ძენი სეითისნი მცნებასა მამათა მათთასა და იწყეს გარდასლვად მთითა შვილთა თანა კაენისთა წელსა მეორმოცესა იარედის განგებასა ერისასა, განსრულებასა წელთასა ათასსა ადამისითგან ვიდრე იარედისამდე.
XI. და ამათ წელთა გამოცხადნა საქმე ცოდვისაჲ, რამეთუ დაემორჩილნეს ეშმაკსა. და შეუვიდა გულისსიტყუაჲ ბოროტი და შთაცჳვნეს ძენი სეითისნი [ცოდვასა]. რამეთუ იობელ და აბლიკენ ძენი იყვნეს ლამექ მწუხარისანი, რომელმან-იგი მოკლა კაენი. ესენი გარდაჴდეს მცნებასა და ისწავეს სიმღერა. და ამათ გამოაჩინეს ქნარი, ებანი და ბობღანი და სტჳრი და ნესტჳ და ყოველი სახიობაჲ. განამრავლეს ესევითარი მათ, რამეთუ არღარავინ იყო გამგე კეთილისა. და ესმოდა ჴმაჲ დედათაჲ, უკუანა რაჲ შეუჴმობდეს მამათა სიმღერასა.
ვითარცა პოვა ეშმაკმან მიზეზი ადგილსა მას, შეუმზადა ძეთა სეითისთა, რაჲთა გარდავიდენ მთისა მისგან წმიდისა, ვითარცა-იგი გარდამოცუენილ იყვნეს ეშმაკნი. რამეთუ უყუარდა ღმერთსა კაცი და უწოდა [ძეთა სეითისთა] სახელი „ძენი ღმრთისანი“, ვითარცა თქუა დავით წინასწარმეტყუელმან: „მე ვთქჳ, ვითარმედ: ძე ღმრთისა გეწოდოს“.
XII. და ვითარცა ჴელ-ყვეს ძეთა კაენისთა სიძვად, მაშინ სდევდეს დედანი უკუანა მამათა ურცხჳნოდ, ისიძვიდეს და იმრუშებდეს ურთიერთას განცხადებულად; შეკრბებოდა ერთსა ადგილსა ერთსა ქალსა ზედა მამანი ორნი, გინა სამნი ცხადად. და არა დაუშთა ეშმაკსა, ვიდრემდის შეკრიბნა ყოველნი განრყუნად. და არა იცნობდეს შვილთა მშობელნი მათნი და არცა მშობელთა ნაშობნი მათნი, საქმითა უსჯულოებისაჲთა ეშმაკნი განუმარჯუებდეს ყოველთა. სხდეს და იმღერდეს სტჳრითა და ბობღნითა და ნესტჳთა და ებნითა და ჴმაჲ აღტეხისაჲ ისმოდა ჰაერთა ზედა. და ყოველი ღაღადებაჲ მათი აღიწია მთასა მას წმიდასა.
და ვითარცა ესმა ძეთა სეითისთა ამისთჳს, რომელსა ჰყოფდეს ძენი კაენისნი, მაშინ შეკრბეს ვითარ ას[ი] ოდენ კაცი გმირი და ენება, რაჲთა შთავიდენ და იხილონ, რაჲ არს ჴმაჲ ესე ძეთა შორის კაენისთა. ვითარცა ესმა იარედს სიტყუაჲ მათი, შეწუხნა მწუხარებითა დიდითა და აფუცა სისხლსა აბელ უბიწოჲსასა [და ჰრქუა]: „ნუ ვინ შთახუალთ მთისა ამისგან წმიდისა! მოიჴსენეთ მცნებაჲ იგი, რომელი გამცნეს მამათა თქუენთა - სეით, ენოს და კაინან, მალალეელ და ენუქ! ისმინეთ, ძენო სეითისნო, რომელი გარდაჴდეს მცნებასა იარედისსა, არა არს იგი ძე ღმრთისა, რამეთუ მამათა პირველთა თქუეს, ვითარმედ: რომელი გარდავიდეს მთისა ამისგან წმიდისა, არღარა შესძინეს აღმოსლვად ვიდრე უკუნისამდე!“
არა უსმინეს და არცა შეიწყნარეს ვედრებაჲ მისი, არამედ ურცხჳნო იქმნეს და უდებ ყვეს მცნებაჲ. და გარდავიდა ასი კაცი გმირი. და ვითარცა შთავიდეს, იხილნეს ასულნი კაენისნი მკჳრცხე, შიშუელნი, ურცხჳნოდ აღეტყინნეს გულისთქმითა. რაჟამს იხილნეს ასულთა კაენისთა ჭაბუკნი იგი მკჳრცხე გმირნი, დაიწუნეს იგინიცა ნებითა მათითა. მაშინ შესთქრეს ურთიერთას, ვითარცა მჴეცნი [და შეიგინნეს ჴორცნი] მათ ყოველთანი. და წარწყმდეს ძენი სეითისნი რისხვითა და სიძვითა. და ვითარცა დაეცნეს ასულთა თანა კაენისთა, ენება, რაჲთამცა უკუნ-იქცენ [მთადვე] შემდგომად დაცემისა მათისა. მაშინ იხილეს: მთაჲ იგი, ვითარცა ცეცხლი, ეგზებოდა და ვერ შეუძლეს მიახლებად. და არცა მიუშუა მათ თანა ღმერთმან აღრევად მთასა მას წმიდასა, რამეთუ შეგინებულ იყვნეს სიძვითა. არამედ დაშთეს ქუე. და კუალად სხუანი ასნი ურცხჳნო იქმნეს და შთავიდეს ასულთა თანა კაენ მკლველისათა და დაშთეს იგინი ქუე.
XIII. ცხოვნდა იარედ ცხრაას სამეოც წელ. და ვითარცა მოვიდა სიკუდილი, შემოკრბეს ყოველნი მამათმთავარნი: ენუქ და მათუსალა, ლამექ და ნოვე. და აკურთხნა და ულოცა მათ, ამცნო და ჰრქუა: „ნუვინ გარდახუალთ მთისა ამისგან წმიდისა. აჰა ეგერა, ძენი თქუენნი დაცემულ არიან, და მე გასწავებ, რაჲთა არა დაუტეოთ მთაჲ ეგე წმიდაჲ და ნუ შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა მამათასა, რაჲთა არა დაეცნეთ ქუეყანასა გარესა და არღარა შესძინოთ ხილვად სამოთხესა გარემო უკუნისამდე. არამედ იხილეთ, რომელი გარდავიდოდის ამის ქუეყანისაგან, აღიღოს გუამი მამისა ჩუენისა ადამისი და წარიღოს მის თანა. და ესე მსხუერპლი განგიკუთნე ყოფად, რაჲთა მიაწიოთ, სადა-იგი გრქუა ღმერთმან. ხოლო შენ, შვილო ენუქ, ნუ განეშორები გუამისაგან ადამისა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა და მსახურებდი ღმერთსა სიწმიდითა და სიმშჳდითა, ვიდრე ცოცხალ იყო!“
და მოკუდა იარედ ნაშობი ცხრაას სამეოცისა წლისა თუესა მარტსა ათცამეტსა, დღესა პარასკევსა, დასლვასა მზისასა, წელთა სამეოცდაექუსთა ცხორებისა ნოესთა. მიერით-გან გამოვიდა ქუეყანასა მწუხარებაჲ. მაშინ შემურეს [გუამი იარედისი] ენუქ და მათუსალა, ლამექ და ნოვე. დაჰმარხეს ქუაბსა მას საგანძურსა და იგლოვდეს ორმეოც დღე.
მაშინ დგა ენუქ წინაშე ღმრთისა მსახურად ქუაბსა მას საგანძურსა. ხოლო ძეთა სეითისთა, დედათა მათთა და შვილთა მათთა მიაქცივნეს პირნი მათნი და შთავიდეს ქუე. მაშინ, ვითარცა იხილეს ენუქ, მათუსალა და ლამექ და ნოე, ვითარმედ შთავლენ, შეწუხნეს მათთჳს ფრიად. და ვითარცა მსახურა ენუქ წინაშე ღმრთისა ერგასის წელ, დღეთა [მისთა] სამას სამეოცდახუთთა წელთა აუწყა მას ღმერთმან, ვითარმედ გარდაიცვალების. მაშინ მოუწოდა მათუსალას, ლამექს და ნოეს და ჰრქუა, ვითარმედ: „გარდავიცვალები. ღმერთი განრისხნეს ამას ნათესავსა ზედა და გამოავლინოს ბჭობაჲ უწყალოებისაჲ. და თქუენ იყვენით ველისპირსა, რომელნი დაშთეთ. და არღარა იშვას თქუენი შვილი მთასა ამას წმიდასა, რომელი დაშთეს, არცაღა იყოს განმგე ერსა თჳსსა ზედა. არამედ იხილეთ, ვითარ-ეგე იყვენით მსახურ წინაშე ღმრთისა ყოვლითა სიწრფოებითა კეთილითა“. და რაჟამს-იგი ამცნო ენუქ ესე მცნებაჲ, [მისცვალა] ღმერთმან ქუეყანასა მას ცხოველთასა, გარემოს სამოთხესა, ქუეყანასა მას, რომელსა ვერ შევალს სიკუდილი. ენუქ მუნ მკჳდრ იქმნა.
XIV. მაშინ არღარა დაშთა მთასა მას წმიდასა ძეთაგან სეითისთა, ენოსისთა და მალელეილისთა, იარედისთა და ენუქისთა, გარნა ხოლო ამათ სამთა მამათმთავართასა, მთასა მას მაღალსა და წმიდასა. და შთავიდეს ქუე, შვილთა მათ თანა კაენისთა.
ვითარცა იხილა ნოე, რამეთუ ცოდვაჲ განმრავლდა ნათესავსა ამას ზედა, დაიცვა თავი თჳსი უბიწოდ ხუთასსა წელსა. ჰრქუა ღმერთმან ნოეს: „მოიყვანე დედაკაცი, რომელსა ჰრქჳან ტ[ა]მარა, ასულთაგან მოალისთა, შვილთაგან ენოქისთა, ძმისა მათუსალაჲსთა!“ და აუწყა ღმერთმან ნოეს, ვითარმედ მოავლენს წყლითრღუნასა შემდგომად ასოცდაათისა წლისა. ჰრქუა ღმერთმან ნოეს: „შემზადე კიდობანი საცხორებელად შენდა და სახლისა შენისა, და აღაშენე ქუე, ველისპირსა, დაჰკაფე ძელი ამას მთასა. ქმნული ესრეთ იყოს: სამასი წყრთაჲ სიგრძე მისი და ერგასი წყრთაჲ სივრცე და ოცდაათი წყრთაჲ სიმაღლე მისი. და შეასრულო ერთსა [წყრთასა] ზედა. და ქმენ სამ სართულ: ქუეითი - პირუტყუთათჳს და მჴეცთა; და შუა - მფრინველთათჳს; და შენთჳს და ძეთა შენთათჳს - ზედაჲთ და ცოლისა და ძისა ცოლისა შენისათჳს. და შემზადე ადგილი წყლისაჲ და სახლები საზრდელისათჳს. და შემზადე სარეკელი ძელისაგან [საჯისა], რომელ არს ურთხელი. სიგრძე მისი - [სამი] წყრთა [და სივრცე - წყრთა]. და იყოს თავი სარეკლისაჲ მისვე ხისაჲ. და რეკე სამგზის დღესა შინა: ერთი დილას, რაჲთა შემოკრბენ ხურონი და სხუაჲ - შუადღე, ჟამსა სამხრისასა, და კუალად - მწუხრი, რაჲთა წარვიდენ მოქმედნი. და ოდეს ესმენ რეკაჲ, გრქუან: „რაჲ არს ესე?“ შენ არქჳ, რამეთუ: „ღმერთი მოავლენს წყლითრღუნასა“.
ხოლო ნოე ქმნა ეგრე, ვითარცა ჰრქუა ღმერთმან, და შვნა ნოე სამ ძე განსრულებასა ასისა წლისასა, ვინაჲთგან იწყო საქმედ კიდობნისა. და შერთნა ცოლნი ასულთაგან მათუსალაჲსთა. ცხოვნდა მათუსალა ცხრაას სამეოცდაცხრა წელ და მოკუდა სეკდენბერსა ოცდაერთს[ა], დღესა ხუთშაბათსა, შუადღე. და შემურეს ლამექ და ნოე და დამარხეს ქუაბსა მას საგანძურსა და იგლოვდეს ორმეოც დღე.
XV. ხოლო ძენი სეითისნი განშორებულ იყვნეს სახლისაგან სამოთხისა და შეყოფილ იყვნეს [ასულთა თანა] კაენისთა. და იშვნეს მათგან გმირნი მამანი, ვითარცა კოშკნი სიდიდითა. და მათ გამო განიხრწნა [წერილი] პირველი, რამეთუ წერილ იყო ანგელოზთა მიერ ცით გამო. მაშინ თანა-ეყოფოდეს ასულთა თანა კაცთასა ძენი სეითისნი, რომელთა წოდებულ იყო პირველ „ძენი ღმრთისანი“. და მათ დედათა შვნეს ესე კაცნი ძლიერნი. მიერითგან არღარა სწერდეს, ვითარ-იგი ჯერ-არს, რამეთუ არღარა იყო მათ თანა ბუნებაჲ სულიერი, არამედ ხატი ეშმაკისაჲ, მრუშებისმოყუარე, ბუნებითა მათითა მოყუარენი დედათანი. და არცაღა დაიმარხეს ერთიცა დღე, ვინაჲთგან დაეცნეს, არამედ ეშმაკთადა დამორჩილებულ იყვნეს ყოვლითურთ, და არა [დაშთა] არცაღა ერთი ქალწულად ყოვლისა მის ერისაგან, არამედ განირყუნეს ყოველნივე.
XVI. ვითარცა ცხოვნდა ლამექ ცხრაას და აჩჳდმეტ წელ, მოიწია სიკუდილი. და შემოკრიბნა ყოველნი: ნოე, ძენი მისნი - სემ, ქამ და იაფეთ და დედანი მათნი. რამეთუ არღარა დაშთომილ იყო ძეთაგან სეითისთა, ენოსისთა და კაინანისთა და მალაელისთა და იარედისთა, ენუქისთა და მათუსალაჲსთა, არამედ ესე ყოველნი შთასრულ იყვნეს ქუე თჳნიერ რვათა სულთასა. ესე ხოლო იყვნეს მთასა მას წმიდასა. და არა დაშთა სხუაჲშვილთა მათთაგანი, არამედ ყოველნი შთავიდეს შვილთა თანა კაენ მკლველისათა, გარნა ხოლო ნოე, სემ, ქამ და იაფეთ და დედანი მათნი, რამეთუ წუთ არღარა ესხნეს შვილ უწინარეს წყლისა რღუნისა.
და მოვიდეს ლამექისსა. აკურთხნა, ულოცა მათ და შეიტკბნა და ამბორს-უყო და ჰრქუა: „ყოვლისაგან ერისა ჩემისა რვანი სულნი დაშთომილ ხართ. ღმერთი, რომელი იყო მამათა ჩუენთა [თანა], მან გაკურთხნეს თქუენ! მან დაბადა ადამ და ევა, გაკურთხნეს თქუენ! აღგაორძინენ და განგამრავლენ თქუენ! და იყავნ ღმერთი ყოველსა საჴმარსა თქუენსა და განგარინნეს თქუენ რისხვისა მისგან მოწევნულისა, რომელი მოვიდეს ამის მთისაგან რისხვაჲ და ზარი! რომელი მიცემულ იყოს მამისა ჩუენისა ადამისა, ესე მოვედინ თქუენ თანა ამის ქუეყანისაგან კეთილისა. და ესე სამი კურთხევაჲ, რომელი მისცა ღმერთმან მამასა ჩუენსა ადამს, იყავნ თქუენ თანა და ნაშობთა თქუენთა: მეფობაჲ, მღუდელობაჲ და წინასწარმეტყუელებაჲ.
„ისმინე აწ, ჵი ნოე, კურთხეულო, მე, აჰა, წარვალ ამის საწუთოჲსაგან, ესერა, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი. და შენ და ძენი შენნი განერნეთ. იხილე, ვითარ-ესე გამცენ შენ და რომელი გესმა ჩემგან: რაჟამს მოვკუდე, შემურეთ გუამი ჩემი, ვითარცა-იგი მამანი ჩუენნი, და დამმარხეთ ქუაბსა მას საგანძურსა. და წარიყვანე ცოლი შენი და ძენი შენნი და ცოლნი ძეთა შენთანი და შთავედ მთისა წმიდისაგან. და წარიყვანე შენ თანა გუამი მამისა ადამისი. და ესე სამი შესაწირავი გარდაიტანე შენ თანა: ოქროჲ, მური და გუნდრუკი. და შთადევ გუამი ადამისი შუა ოდენ კიდობანსა. და ესე სამი შესაწირავი დადევ ზედა კერძო. შენ და ძენი შენნი იყვენით აღმოსავლით კიდობანსა და ცოლი შენი და ცოლნი ძეთა შენთანი - დასავლით. და იყოს გუამი ადამისი და მსხუერპლი იგი შუა [კიდობანსა], რაჲთა არა [შეგეხნენ] თქუენ დედანი თქუენნი და არცა თქუენ შეეხნეთ, ვიდრე არა გამოხჳდეთ კიდობნით შემდგომად დაცხრომისა წყლითრღუნისა. რამეთუ ესე მთაჲ რისხავს კაცთა მათ და ღმერთი მას ზედა. რამეთუ დაეყენნეს თავით თჳსით სამოთხისაგან და დიდებისაგან ანგელოზთა თანა. და რაჟამს გამოხჳდეთ თქუენ კიდობნისაგან და წყლითრღუნისა, დადგეს კიდობანი ქუეყანასა შინა, ნუ განეშორები კიდობანსა გუამისათჳს ადამისა, არამედ მსახურებდი წინაშე ღმრთისა ყოვლითა სიწმიდითა და დადევ შესაწირავი აღმოსავალით კიდობანსა.
„და შემდგომად სიკუდილისა შენისა ამცენ სემს, პირმშოსა ძესა შენსა, და [არქუ, რაჲთა წარიღოს] გუამი მამისა ჩუენისა ადამისი და დადვას იგი შუაგულსა ქუეყანისასა, და დაჯდეს შვილთა მისთაგანი ადგილსა მას და მსახურებდეს წინაშე ღმრთისა ვიდრე ჟამადმდე, და იყოს დაყუდებულ მარტო: არცაღა აღაშენოს მუნ სახლი და დედაკაცსა არა შეეყოს, არცა დასთხიოს სისხლი საკლველისა, არცა შეწიროს მსხუერპლად დაკლული - არცა ნადირი, არცა მფრინველი, არამედ პურსა ხოლო და ღჳნოსა შესწირვიდეს, რამეთუ მუნ არს გამოჴსნაჲ ადამისი და ყოველთა ნაშობთა მისთაჲ. და მას ანგელოზი ღმრთისაჲ წარუძღუეს წინაშე მისსა, რომელმან უჩუენოს ადგილი შუაგულსა ქუეყანისასა. და დადგეს ვიდრე ჟამადმდე ყოფად გამოჴსნისა და მსახურებდეს წინაშე ღმრთისა გუამსა მამისა ჩუენისა ადამისსა. სამოსლად მისსა ტყავი ნადირისა იყოს, თმაჲ არა იკუეცოს, არცა ფრჩხილნი მოიყუნეს და მარტო ოდენ იყოს, რამეთუ მღუდელი არს მაღლისაჲ“.
XVII. ვითარცა ამცნო ლამექ ძესა თჳსსა ნოეს ესე მცნებაჲ, მოკუდა უწინარეს წყლითრღუნისა, უწინარეს ორმეოცისა წლისა, წელთა ცხრაას სამოცდააჩჳდმეტისა. მოკუდა ლამექ თუესა მაისსა აცხრამეტსა, დღესა კჳრიაკესა, მიდრეკასა მზისასა. შემურეს და დამარხეს ქუაბსა მას საგანძურსა ნოე და ძეთა მისთა - სემ, ქამ და იაფეთ.
მაშინ შევიდა ნოე ქუაბსა მას საგანძურსა და მოეხჳა ყოველთავე გუამთა: ამბორს-უყო ადამისსა, სეითისსა, ენოსისსა, კაინანისსა და მალაელისსა, იარედისსა, მათუსალაჲსსა და ლამექ, მამისა თჳსისა[სა]. და აღიღო გუამი ადამისი ნოე, სემ აღიღო ოქროჲ და ქამ აღიღო მური და იაფეთ - გუნდრუკი. და გამოვიდეს მთისა მისგან წმიდისა. მწუხარებითა დიდითა აღიხილნეს თუალნი მათნი სამოთხისა მიმართ, ტიროდეს ცრემლითა მწარითა და თქუეს: „მშჳდობა შენდა, სამოთხეო წმიდაო, რომელი [იყავ] საყოფელ მამისა ჩუენისა ადამისი. და გამოვიდა შენგან შიშუელი ურჩებითა. აჰა ესერა, აღვიღოთ გუამი მისი გარემოს შენგან. მშჳდობა შენდა, საყოფელო მამათა ჩუენთაო, ერისა და მთავართა მისთაო! მამანო წმიდანო, ლოცვა ყავთ, რომელნი მწოლარე ხართ ქუაბსა ამას შინა! და ჩუენ დავშთომილვართ ქუეყანასა ამას. მშჳდობა შენდა, ჵი ენუქ, მართალო და მსახურო ღმრთისაო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს! მშჳდობა შენდა, მთაო წმიდაო, სადგურო ანგელოზთაო! თქუენ მამანო, გჳგლოვეთ დღესა ამას, რამეთუ გჳღირს მწუხარებაჲ, რამეთუ შთავცჳვენით ქუეყანასა ქუესა, რაჲთა იყოს [ჩუენდა] საყოფელ მჴეცთა თანა. ვაჲ ჩუენდა, რამეთუ არღარა ხილვად [გჳც] პირი თქუენი უკუნისამდე“.
და ვითარცა ჩამოვიდეს მთისა მისგან წმიდისა, ამბორს-უყოფდეს ქვათა და მოეხუეოდეს ხეთა. შთამოვიდეს ტირილითა ვიდრე შუა ვაკესა. და შეიღო ნოე გუამი ადამისი შუა ოდენ კიდობანსა და დადვა შესაწირავი ზედა კერძო მისსა. ჟამსა, რომელსა შევიდა ნოე კიდობანსა, განსრულებულ იყვნეს ორი ათას ორასორმოცი წელი ადამისი დაბადებითგან ვიდრე წყულითრღუნამდე, ვითარ-იგი ვპოვეთ წერილი სამეოცდაათსა თავსა მას „წიგნთასა“.
XVIII. დღესა ოთხშაბათსა შეიღო ნოე გუამი ადამისი კიდობანსა. თუესა მაისსა აჩჳდმეტსა, დღესა პარასკევსა შევიდა ნოე კიდობანსა. და შევიდეს მჴეცნი და პირუტყუნი დილასა, დადგეს ქუეშესა სართულსა; და შუადღე შევიდეს მფრინველნი და ნადირნი სართულსა მას შუასა; დასლვასა მზისასა შევიდეს ნოე და ძენი მისნი ზედა სართულსა აღმოსავლეთით. ხოლო შევიდეს ცოლი ნოესი და ცოლნი ძეთა მისთანი დასავლეთით კიდობანსა. და გუამი ადამისი იყო შუა, რაჲთა საიდუმლოჲ ეკლესიისაჲ გამოსახოს კიდობანსა მას. მამანი იყვნეს აღმოსავლით და დედანი - დასავლით, იყო გუამი ადამისი ზე ამაღლებულად, რაჲთა იყოს მშჳდობა ეკლესიასა შინა შორის მამათა და დედათასა და ყრმათა. ეგრეთ იყო მშჳდობაჲ კიდობანსა შინა შორის მჴეცთა და პირუტყუთა და მფრინველთასა. მაშინ შევიდა ნოე და ძენი მისნი და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი.
დასლვასა მზისასა დაიჴშა კარი და იქმნა პყრობაჲ კიდობანსა მას ორ-ორი: ყოველნი პირუტყუნი და მჴეცნი არაწმიდანი, მამალი და დედალი, და უბიწონი - შჳდ-შჳდი - მამალი და დედალი. და შემდგომად კიდობნისა დაჴშვისა განეხუნეს კარნი ცისანი წჳმად და გამოეცნეს წყალნი ქუეყანით. და ამაღლდეს ღელვანი ზღჳსანი მაღლად და განეხუნეს საუნჯენი ქართანი და გარდამოსაქანელნი ცისანი.
მაშინ მორბიოდეს ძენი სეითისნი კიდობნად და ეძიებდეს ნოეს, რაჲთამცა განუღო მათ კარი და შეიყვანნეს მას შინა მის თანა, რამეთუ ვერ უძლეს აღმოსლვად მთასა მას სამოთხისასა. და კიდობანი პოეს, რამეთუ დაჴშულ იყო და დაბეჭდულ და ანგელოზი ღმრთისაჲ იყო ზედა კერძო მისსა, რომელსა აქუნდა საჭე და [ჰმართებდა] კიდობანსა მას. მაშინ განძჳნდა ღელვაჲ მათ ზედა და [იწყეს] დანთქმად მდინარეთა მათ შინა. და შეშინდეს ფრიად, რამეთუ ჭირი დიდი იყო. მაშინ აღესრულა სიტყუაჲ დავით წინასწარმეტყუელისაჲ, რომელი თქუა: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და ძენი მაღლისანი თქუენ ყოველნი, ხოლო ჰქმენით ცოდვაჲ და შეიყუარეთ სიძვაჲ შვილთა თანა კაენისთა, ვითარცა იგინი, იყვენით და ვითარცა იგინი, მოსწყდეთ“.
XIX. მაშინ ამაღლდა კიდობანი იგი ზედა წყალთა ფრიად და დააშთვნა წყალმან ყოველნი ნათესავნი ცხოველნი: მჴეცნი და ნადირნი და მფრინველნი და ყოველივე, რაჲცა იყო პირსა ქუეყანისასა. და ამაღლდა წყალი თავსა ზედა მთათასა, ვითარ ათხუთმეტ კაც. და აღიღო ღელვამან კიდობანი იგი და მოიღო გარემო სამოთხესა. ვითარცა იხილა სამოთხემან კიდობანი, აკურთხა იგი. მოიდრიკა თავი ღელვამან და თაყუანი-სცეს სამოთხესა.
მაშინ უკუნ-იქცეს წყალნი და განირყუნა ყოველი ქუეყანაჲ, და აღფრინდა კიდობანი ფრთითა სულიერითა ზედა ღელვათა აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოჲთ და ბღუარით, მაშინ გამოისახა ჯუარი ზედა წყალთა. ხოლო კიდობანი ფრინვიდა ასერგასისა დღე ზედა წყალთა და განისუენა თუესა მეშჳდესა, მეაჩჳდმეტესა დღესა მთასა ზედა ფედისასა, რომელ არს არარატისაჲ. მაშინ იწყო ღმერთმან, რამეთუ მოაკლდეს წყალნი: რომელი გარდამოსრულ იყო ზღჳთ, უკუნ-იქცეს ზღუადვე. და ნეშტი იგი წყალი, რომელ იყო პირსა ქუეყანისასა, მოაკლდებოდა მცირედ ვიდრე მეათედ თუედმდე, რომელ არს ფებერვალი. მაშინ გამოჩნდეს თავნი მთათანი.
შემდგომად ორმეოცისა დღისა თუესა მაისსა, მეათორმეტესა დღესა, განაღო ნოე სარკმელი კიდობნისაჲ აღმოსავლით და განავლინა ყორანი, არა მოიქცა მისსა. შემდგომად განჲმობისა წყლისა პირისაგან ქუეყანისა განავლინა ტრედი. და არა პოვა განსასუენებელი, მოიქცა ნოესსავე.- და მეშჳდესა დღესა სხუაჲ განავლინა ტრედი და, ვითარცა მოიქცა მისსა, მოიღო ფურცელი ზეთისხილისაჲ კჳრტითურთ. მაშინ თქუა ნოე წინასწარმეტყუელებითა: „ესე ტრედი არს სჯული და ორნი აღთქმანი: პირველსა ტრედსა თანა არა იპოვა სიწმიდე ნუგეშინისმცემლად წინასწარმეტყუელთა და განსუენებად ერისა თანა განდგომილისა, არამედ მეორემან განისუენა წარმართ[თ]ა ზედა წყლითა ნათლისღებისაჲთა“.
XX. წელთა ექუსას და ერთსა ცხორებასა ნოესსა, პირველსა ხოლო თუესა, აპრილსა, განჴმა წყალი პირისაგან ქუეყანისა, და თუესა მეორესა, მასვე ჟამსა, რომელსა შევიდა ნოე კიდობანსა, თუესა მაისსა ოცდაშჳდსა, დღესა კჳრიაკესა, გამოვიდა ნოე კიდობნით, და ცოლი მისი [და ძენი მისნი] და დედანი მათნი. რაჟამს შევიდეს კიდობნად, [შევიდეს განყოფილად დედათაგან] და არავინ შეეხო მათგანი, ვიდრე არა გამოვიდეს კიდობნით. მაშინ გამოვიდეს ყოველნი მჴეცნი, პირუტყუნი და ნადირნი და მფრინველნი.
ვითარცა გამოვიდა ნოე და ძენი მისნი, აღაშენეს [დაბაჲ] და უწოდეს სახელი მისი „რვათა მათ სულთათჳს“. და აღაშენა [ნოე] საკურთხეველი და შეწირა მსხუერპლი საცხოვართაგან წმიდათა და მფრინველთაგან წმიდათა. და განისუენა ღმერთმან შესაწირავსა მას ზედა და აღუთქუა აღთქუმაჲ ვიდრე უკუნისამდე, ვითარმედ არღარა იყო[ს] წყალთა- რღუნაჲ ქუეყანასა ზედა.
და თქუა ღმერთმან: „მე აღვიღო ესე რისხვაჲ: სასწაულად იყოს მშჳლდი ჩემი ღრუბელთა ზედა თჳნიერ გარდაცმისა და ისრითა მორთხმისა“. არამედ იყო ესე პირველ სასწაული, დაწყებული თხელსა მას ცასა ქუეშე, წინაშე მთასა მას, ძეთა შორის კაენისთა. ხედვიდეს მშჳლდსა, გარდაცმულსა და ისრითა მორთხმულსა, რაჲთა [შეიშინონ]. ხოლო მათ ყოვლადვე არა გულისჴმა-ყვეს.
XXI. მაშინ დათესეს ძეთა ნოესთა ყანაჲ და აღაშენეს ვენაჴი. და ვითარცა მოიწია ნაყოფი, გამოწურეს და ქმნეს სასუმელი ტკბილი და მისცეს მამასა თჳსსა, ხოლო მან სუა და დაითრო. და ვითარცა დაიძინა, განშიშულდა. იხილა ქამ შიშუელი, გაიცინნა. მოუწოდა ძმათა თჳსთა და [კიცხევით] უჩუენებდა. ვითარცა ესმა სემს, და რცხუენოდა, და დაიფარა პირი თჳსი [არდაგითა]. და დაიდვეს სამოსელი მჴართა ზედა სემ და იაფეთ და უკუღმართ მივიდეს და დაბურეს, რაჲთა არა იხილონ სირცხჳლი მამისაჲ. ვითარცა განიღჳძა ნოე, უთხრა ცოლმან მისმან, რაჲ-იგი ყო ქამ. მაშინ მოიღო წყევაჲ და თქუა: „წყეულ იყავნ ქაამ და იყავნ მონა ძმათა მისთა!“
რომლისათჳს უკუე დაწყევა ქამ? ამისთჳს, [რაჟამს] აღიზარდა, იწყო საქმედ საქმეთა [ძეთა] კაენისთა: და შექმნა სტჳრი და ქნარი, ებანი და ბობღანი და ყოველი სახიობაჲ, რამეთუ შევიდა ეშმაკი და დაემკჳდრა მის თანა. ოდეს მოჰბერის ქარმან, ეშმაკი იმღერდის მის გამო. ამისთჳსცა ქაამ ურცხჳნო იქმნა. და ყო ესე და იქმნა მონა [იგი] და ნათესავი მისი, რომელნი არიან მეგჳპტელნი, აბაშნი და ინდონი. რამეთუ ქამ ურცხჳნო იქმნა, [მგიობარ], ეწოდა მას ურცხჳნო ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
რამეთუ რაჟამს-იგი ნოე სუა ღჳნოჲ, ჯუარი წინასწარმეტყუელებითა გამო[ი]სახა, ვითარცა თქუა დავით წინასწარმეტყუელმან, რამეთუ: „განიღჳძა ღმერთმან ვითარცა ძილისაგან და მოიქარვა ღჳნისაგან და მოსრნა მტერნი მისნი“. კაცი მძინარე ნოე არს, რომელმან განიღჳძა და დაწყევა ქაამ და მიმოდაჰფინა ნათესავი მისი ყოველთა შორის წარმართთა. და ქრისტე აღდგა საფლავისაგან და დაწყევა ეშმაკი და განაბნივა ერი [ჰ]უ-რიათაჲ. აჰა ესერა, მეგჳპტელნი განბნეულ არიან ყოველსა ქუეყანასა. აღიღებენ ჴელთასაქმესა მათსა მჴართა მათთა და იარებიან ვაჭრობად, რომელნი [იყვნეს] შვილნი აზნაურთანი, იქმნეს მონა მონათა.
XXII. და ცხოვნდა ნოე შემდგომად გამოსლვისა კიდობნით სამას და ერგასის წელ. მაშინ დასნეულდა. და შემოკრბეს ძენი მისნი: სემ, ქამ და იაფეთ, არფაგსად და სალა. მოუწოდა სემს, პირმშოსა ძესა თჳსსა, იდუმალ ამცნო და ჰრქუა: „იხილე, შვილო, რომელსა გამცნებ შენ დღეს: რაჟამს მოვკუდე, შევედ კიდობანსა მას, რომელმან გჳჴსნა ჩუენ სიკუდილისაგან, და გამოიღე გუამი მამისა ჩუენისა ადამისი, და ნუმცა ვინ უწყის კაცთაგანმან. და აღიღე პური და ღჳნოჲ საგზლად გზისათჳს და წარიყვანე შენ თანა მელქიზედეკ მართალი, ძე ფალეგისი, რამეთუ ესე გამოირჩია ღმერთმან ნათესავთაგან თქუენთა, რაჲთა იყოს მსახურად წინაშე [მისსა], გუამსა ზედა მამისა ჩუენისა ადამისსა. შენ აღვედ და დადევ საშუალ ქუეყანასა და დაადგინე მელქიზედეკ მართალი მუნ. და, აჰა ესერა, ანგელოზი უფლისაჲ წარგიძღუეს და გიჩუენოს გზაჲ, რომელსა ხჳდოდეთ, და [ადგილი], რომელსა დამარხოთ იგი, ვითარმედ იგი არს ადგილი შუა ქუეყანასა და არს იგი შესაკრებელ ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა ურთიერთას. რამეთუ ღმერთმან დაბადა ქუეყანაჲ: რაჟამს შემზადებდა, ძალი მისი რბიოდა წინაშე მისსა, ოთხ ყურესა არს დაბადებული იგი. და შემზადა ოთხ კერძო, რომელი შესდგამს ურთიერთას. და მუნ არს გამოჴსნაჲ ადამისი და ნათესავისა მისისაჲ.
„და გულისჴმა-ყავ, შვილო სემ, რომელსა-ესე ვიტყჳ: ადამ შენ წარიღე. აჰა ესერა, მე გამცნებ შენ დღეს, ნუმცა ვინ უწყის ამან ნათესავმან საქმე ესე, ვიდრემდის მოიწიოს დღენი იგი გამოჴსნისა. არამედ აღვედი[ით] შენ და მელქიზედეკ მართალი და შთავედით, სადა-იგი გიჩუენოს ანგელოზმან ღმრთისამან. და ამცენ შენ მელქიზედეკ მართალსა და არქუ მას, რაჲთა ჯდეს ადგილსა მას, დედაკაცსა არა შეეყოს, რაჲთა ეწოდოს მას „კაცი ღმრთისაჲ“ ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. სახლი არა აღაშენოს მუნ, არცა სისხლი დასთხიოს მუნ პირუტყუთა, არცა ნადირისა, არცა მფრინველისა. ნუცა შესწირავს დაკლულსა, არამედ ხოლო პურსა და ღჳნოსა შესწირვიდეს ღმერთსა. და იყოს სამოსელი მისი ტყავი ნადირისაჲ, და თმაჲ თავისა თჳსისაჲ არა იკუეცოს, არცა მოიყუ[ე]ნოს ფრჩხილნი. და იყოს იგი ხოლო რაჲთა მარტო, და მღუდელ მაღლისა ეწოდოს“.
და ვითარცა ამცნო ნოვე ესე მცნებაჲ სემს, მოკუდა იგი ძე ცხრაას ერგასისა წლისაჲ თუესა მაისსა ორსა, დღეს[ა] ოთხშაბათსა, ჟამსა მეორესა დღისასა. და შემურეს გუამი მისი ძეთა მისთა სემ, ქამ და იაფეთ და დამარხეს და იგლოვდეს ორმეოც დღე.
XXIII. და შემდგომად სიკუდილისა ნოესა ქმნა სემ, ვითარცა ამცნო ნოე, მამამან [მისმან]. და შევიდა სემ ღამით იდუმალ კიდობანსა და გამოიღო გუამი ადამისი და დაბეჭდა კიდობანი ბეჭდითა მამისა თჳსისაჲთა და არა ვის აუწყა ძმათა თჳსთაგანსა.
მაშინ მოუწოდა სემ ძმათა თჳსთა [და ჰრქუა]: „მამცნო მამამან ჩემმან [მო-რაჲ-კუდებოდა, თქუა, რაჲთა აღვიდე ქუეყანასა და მივიდე ზღუასა და ვიხილო], რაჲ არს მდინარენი და ქუეყანაჲ და ჴევნები და მოვიქცე თქუენდავე. ხოლო თქუენ იყვენით ადგილსა თქუენსა. აჰა ესერა, ცოლი და შვილნი ჩემნი იყვნენ თქუენ თანა“. ჰრქუეს მას ძმათა მისთა: „მიიყვანენ შენ თანა კაცნი, რამეთუ ქუეყანაჲ ოჴერ არს და არავინ მკჳდრი არს მის თან(!), რამეთუ მჴეცნი ბოროტ არიან“. ჰრქუა მათ სემ: „ანგელოზი ღმრთისაჲ წარვიდეს წინაშე ჩემსა, რომელი მცავს მე“. ჰრქუეს მას: „ვიდოდე მშჳდობით!“
ჰრქუა სემ ფალეგს, ძესა არფაგსადისსა, მამასა [მელქიზედეკ მართლისასა, და იოველდიკას, დედასა მისსა: „მომეცით მე] მელქიზედეკ, რაჲთა შემეწეოდის მე გზასა და ნუგეშინის-ვიცე მისგან“. ჰრქუეს მას: „წარიყვანე და ვიდოდი მშვიდობით უფლისა მიერ“. და ამცნო სემ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: „მამამან ჩემმან ჟამსა სიკუდილისასა მაფუცა მე, რაჲთა არავინ შევიდეს კიდობანსა, არცა მე, არცა ვინ თქუენგანი. და დაბეჭდა ბეჭდითა თჳსითა და მრქუა მე: იხილე, რაჲთა არა თქუენგანი ვინმე მიეახლოს“.
მაშინ აღიღო სემ გუამი ადამისი და წარემართნეს ღამით სემ და მელქიზედეკ. აჰა, შეემთხჳა ანგელოზი ღმრთისაჲ და წინა უძღოდა. მიიწივნეს მსწრაფლ და აღვიდეს შუა ქუეყანასა. და უჩუენა ანგელოზმან ადგილი იგი. და ვითარცა დადვეს მას ზედა გუამი ადამისი, და განითჳსნეს და განიყვნეს ოთხნი იგი კიდენი ურთიერთარს, რომელნი შედგომილ იყვნეს. და განეღო ქუეყანაჲ შუაგულსა ქუეყანისასა.
და ვითარცა შთადვეს გუამი ადამისი სემ და მელქიზედეკ, დაეჴშა კარი ქუეყანისაჲ. და შემოკრბეს კუალად ოთხნი იგი კიდენი ქუეყანისანი, რამეთუ განყოფილ იყვნეს და [შეიძერწნეს] ურთიერთარს, ვითარცა პირველ იყვნეს. და უწოდეს სახელი მისი „თხემისა ადგილი“, რამეთუ თავი ყოვლისა ერისაჲ არს ადგილი იგი და ჰრქჳან გოლგოთა ამისთჳს, რამეთუ ყოვლისა ერისა შესაკრებელი არს. და წოდებულ არს ადგილსა მას ადრიფ, რამეთუ მუნ შემუსრა უფალმან გუელისა თავი, მის ბოროტისა.
და შემდგომად ამის ყოვლისა სემ ამცნო მელქიზედეკს და ჰრქუა: „ჯედ შენ აქა და იყავ მღუდელ უფლისა, რომელმან გამოგირჩია შენ მსახურად წინაშე მისსა. და აჰა, ანგელოზმან მოვლოს შენ თანა ყოველთა დღეთა და ნუ მწუხარე ხარ“. შემდგომად მცნებისა კუალად უთხრა სიტყუაჲ იგი ყოველივე, რომელი ამცნო ნოე, და ჰრქუა, რაჲთა ყოველივე აღასრულოს. მაშინ მოეხჳვნეს ურთიერთარს და აკურთხეს ერთმანერთი. [ხოლო მოვიდა რაჲ ძმათა თანა სემ], ჰრქუა მას ფალეგ, მამამან მელქიზედეკისმან: „ისმინე, სადა-იგი არს ჭაბუკი იგი?“ ჰრქუა სემ: „მოკუდა გზასა და დაეფლა“. მაშინ შეწუხნეს იგინი მწუხარებითა დიდითა.
XXIV. ვითარცა ცხოვნდა სემ ექუსას წელ, მოკუდა, და დაფლეს არფაგსად და მალებრ და სალა. ხოლო არფაგსად იყო ძე ოთხმეოცდახუთისა წლისა, რაჟამს შვა სალა. და იყვნეს წელნი არფაგსადისნი ოთხასსამეოცდახუთნი. მოკუდა და დაფლა სალა, ძემან მისმან, სოფელსა, რომელსა ეწოდა სახელად [მისსა].
და იყო სალა ძე ოცდაათისა წლისა, რაჟამს შვა ებერა. და იყვნეს წელნი ცხორებისა მისისანი ოთხასოცდაათ წელ. მოკუდა. და დაჰფლეს ებერა და ზარეთა სოფელსა, რომელსა ეწოდა მისსა, რომელი მას აღეშენა.
და იყო ებერა ძე ათხუთმეტისა წლისა, რაჟამს შვა ფალეგ. და იყვნეს დღენი ცხორებისა მისისანი ოთხასოცდაათ წელ.
და იყო ფალეგ ძე ოცდაათისა წლისა, რაჟამს შვა აგარა. და იყვნეს ყოველნი დღენი ცხორებისა მისისანი ორას და ცხრა წელ. და მოკუდა. და დღეთა ფალეგისთა შემოკრბეს ყოველნი ტომნი ნოესნი და შვილნი - სემ, ქამ და იაფეთ და არფაგსად და ფალეგ და იოვათ და წარვიდეს აღმოსავლით. და პოვეს ველი ქუეყანასა დაღურეულსა და დაეშენნეს მუნ. და იყო სიტყუაჲ მათი ერთ და [ერთსა] ენასა ზრახვიდეს ადამისითგან ვიდრე მუნ დღედმდე, ენასა ასურულსა, ფრიად ვრცელსა, ვიდრე სომხითამდე. და არს იგი მეფე ყოვლისა ენისა.
და მიერითგან განეყო წერილი: პირველ რომელსა წერდეს, ებრაულსა ხოლო შეერთო. ენაჲ, რომელიცა არს ქუეყანასა ზედა, ასურით გამო ისწავეს, არამედ იგი სძლევს ყოველსა ენასა. დაწერილი ასურთა და სარკინოზთაჲ მარჯუენით დაიწყებ[ი]ს და მარცხენით დაესრულების, ხოლო ბერძენთა და რომთა წერაჲ წაღმართ არს და ემსგავსების მარჯუენესა ღმრთისასა, რაჲთა იყვნენ [ძე მაღლისა] მარჯუენისა, არა მარცხენისა.
ხოლო დღეთა ებერასთა, რაჟამს აღაშენეს გოდოლი ბაბილოვანს, მუნ შეირივნეს ენანი და განიბნივნეს ყოველნი პირსა ქუეყანისასა. და ეწოდა ადგილსა მას ამისთჳს ბაბილოვანი. და შემდგომად განყოფასა ენათასა მოკუდა ებერა გულისკლებასა შინა დიდსა, და დაფლეს ძეთა მისთა - რაგავ და სექორა სოფელსა, რომელსა ეწოდა მეხლინ, რომელი მას აღეშენა. და მიერითგან იქმნა ქუეყანაჲ სამეოცდაათ ენათა და სამეოცდაათ მთავრად. ყოველსა ენასა დაადგინეს მეფე, რომელთა სახელები ესე არს: ამმა, ემმინონ, უცია, მისქ, იარედ და შვილნი მათნი: ავნან, აშქანან, რიფინინ, აკრამა, ბატანა, ჰაოვანა, შითა, ქულიმა, ანია, ზარათ, კალანა, შატმაია, ასაბა, ბარისიქი, ვარისემ, ზარიბ, ფესლია, ბარკაია, მიქია, ალგანა, სანიბაულ, ვანა და ლხუკაია, ლაიჰ, კალა, ბარბაქა, სალაშ, რუს, აბრულ, ლამია.
ხოლო შვილნი ქამისნი: მეგჳპტელნი, აბაშნი და ჰინდონი, აბაშნი(!) და ღაბდაკანი. და ძენი სემისნი: მპყრობელნი აღმოსავლისანი ვიდრე ზღუადმდე დიდად ერისა (!) დასავლით. იგინი არიან შუა ქუეყანასა და იგინი მეფობენ და ქუეყანასა იპყრობენ.
და ცხოვნდა არუგ (!) [ოცდა]ათორმეტ წელ და შვა სექორა. წელთა არუგისთა ორას და ათორმეტთა მეფობასა ქუეყანასა ზედა ნებროთ გმირისასა ათ წელ. და იგი იყო პირველი მეფე ბაბილოვნისაჲ. ამან იხილა გჳრგჳნი ცათა შინა და მოუწოდა სირის მექსლესა, რაჲთა მოუქსოვოს მას, ვითარცა-იგი იხილა. და ვითარცა მოუქსოვა, დაიდგა თავსა. ამისთჳს კაცნი იტყჳან, გჳრგჳნი ზეცით გარდამოჴდაო. და დღეთა არუგისთა განსრულდა სამი ათასი წელი [დასაბამითგან].
XXV. და დღეთავე მისთა შეიქმნა მეფობაჲ ეგჳპტეს. და დაადგინეს ნოფოს. და მეფობდა ეგჳპტეს სამეოცდარვა წელ. და მიერითგან ბაბილოვნით დაადგენდეს მეფეთა ეგჳპტეს. დღეთა არო[გ]ისთა მეფობდეს მეფენი შჳდნი ქუეყანასა ანფრისასა და [უჯლიასა]
და იყო დედაკაცი ერთი, რომელსა ერქუა საბინი, წელთა მრავალთა. და ამისსა შემდგომად მეფობდა კარონ. ამან აღაშენა ოფსაი ქვითა ოქროჲსაჲთა. და ნათესავი მისი მეფე იყო, რომელსა ერქუა ჯულა, რომელმან აღაშენა კუალად ჯულა ქალაქი.
და მოკუდა არგოს ძე ორას და ცხრისა წლისა და დაფლეს ძეთა მისთა - სექორ და ნაქორ და თარა სოფელსა, რომელსა ჰრქჳან რაიან, რომელი მას აღეშენა.
და ცხოვნდა სექორ ოცდაათ წელ და შვა ნაქორ. და ყოველნი დღენი ცხორებისამისისანი ორას და ათ წელ. და დღეთა სექორისთა შემოვიდა კერპთმსახურებაჲ ქუეყანასა, რამეთუ მას ჟამსა არღარავინ იყო მოძღუარი, [არამედ] უცხოჲ სჯული მოიღეს, ვიდრემდის იხილნეს განბნეულნი წარმართნი ქუეყანასა. და ყოველთა გზათა ზედა იარებოდეს და შეიბილწნეს ყოველნი ბილწებითა მათითა: რომელნიმე უგებდეს ცასა და სხუანი - მზესა და რომელნიმე - მთოვარესა, რომელნიმე - ვარსკულავთა და რომელნიმე - მფრინველთა და რომელნიმე - ქუეყანასა და მჴეცთა და ნადირთა და ქვათა და ხეთა და ქართა. რამეთუ ესრეთ დააბრმნა ეშმაკმან გულნი კაცთანი და ვიდოდეს ბნელსა, რამეთუ არა მოელოდეს აღდგომასა მკუდრეთით.
და კუალად, რაჟამს ვინ მოკუდის მათგანი, აღმართიან ხატი მისი საჴსენებლად საფლავსა მისსა. და განეფინა [ამბავი ესე] ყოველსა ქუეყანასა და აღივსნეს კერპებითა მამანი და დედანი.
მოკუდა სექორ ორასისა წლისა და დაფლა ძემან მისმან ნაქორ. [და ნაქორ შვა] თარა, რაჟამს იყო ოცდაცხრისა წლისა. და დღეთა ნაქორისთა, სამეოცდაათსა წელსა ცხორებასა მისსა, იხილა ღმერთმან, რამეთუ კაცნი თაყუანი-სცემენ კერპთა, შეაშინნა, რამეთუ ძრვაჲ მოავლინა და დასცნა ყოველნი ერნი პირსა ქუეყანისასა, არამედ ვერ გულისჴმა-ყვეს გულითა მათითა ცოდვაჲ მათი.
XXVI. ხოლო დღეთა თარასთა, ოთხმეოცდაათთა წელთა ცხორებისა მისისათა, გამოჩნდა გრძნებაჲ ყოველსა ადგილსა... ტაძარნი, რომელნი აღაშენნა ძემან ებერასმან. და იყო კაცი იგი მდიდარი ფრიად, და მოკუდა. და ესუა მას ძე. და შექმნა კერპი ოქროჲსაჲ და აღმართა საფლავსა ზედა მამისასა და დასუა ყრმაჲ, რაჲთა სცვიდეს. მაშინ შევიდა ეშმაკი კერპსა მას შინა და ეზრახა ყრმასა მას, ვითარცა მამაჲ მისი. და წარავლინა, რაჲთა გამოჰპაროს ყოველი, რომელი იყო სახლსა მისსა, [ხოლო ყრმაჲ იგი წარვიდა და გამოიპარა ყოველივე]. ხოლო ძე იგი მოვიდა საფლავსა მამისა მისისასა და ტიროდა. ხოლო ეშმაკი ეზრახა და ჰრქუა: „ნუ სტირი წინაშე ჩემსა, არამედ წარვედ და მოიყვანე ძე შენი მრწემი და დაკალ წინაშე ჩემსა და იცხე სისხლი მისი, და მე მოგართუა ყოველივე, რაჲცა წარგიწყმდა შენ“. და მან ყო ეგრე, ვითარცა ჰრქუა მას ეშმაკმან. მაშინ გამოვიდა ეშმაკი კერპისა მისგან და შევიდა კაცისა მის და დაემკჳდრა მის თანა. და ასწავა მას გრძნებაჲ და მისნობაჲ, თუალთამაცქერობაჲ და ბედისთხრობაჲ და შელოცვაჲ და ყოველივე სიბოროტე.
და მიერ დღითგან იწყეს კაცთა მათ დაკლვად შვილთა თჳსთა ეშმაკთა მიმართ, რაჟამს-იგი ეშმაკი შევიდა და დაემკჳდრა კერპსა მას შინა. და წელსა მეორმოცესა ცხორებასა ნაქორისსა იხილა ღმერთმან, რამეთუ ყოველნი დაუკლვიდეს შვილთა თჳსთა ეშმაკთა და თაყუანის-სცემდეს კერპთა. ძრვაჲ მოავლინა, განახუნა ღმერთმან ბჭენი ქართანი ყოველსა ქუეყანასა და დაჰკუეთნა და დალეწნა კერპნი და ქურუმნი მათნი დაანთქნა ქუეყანასა. და შეკრიბნა მათ ზედა მიწაჲ გორ-გორად და შექმნა ბორცუები კერპთა ზედა და მღუდელთა მათთა ვიდრე აქამომდე. და უწოდა წიგნმან წყლითრღუნა მეორე ბილწებისა მისთჳს, რომელი ქმნეს. და რომელთამე თქუეს, ვითარმედ დღეთა არღოჲსთა [შეიქმნა ესე ბორცუებიო, არამედ ტყუეს, რამეთუ ვერ ცნეს, დღეთა არღოჲსთა] არა იყო ქუეყანასა ზედა კერპი. და არა თუ კერპთათჳს იყო წყლითრღუნაჲ, არამედ სიძვისათჳს შვილთა კაენისთა. ხოლო ესე ბორცუები არს [კერპთა ზედა] და იგინი ფლვანან მას შინა. და ესე გორები, რომელ არს ქუეყანათა ვაკეთა, არა არს თჳნიერ ეშმაკთასა.
XXVII. და დღეთა ნებროთ გმირისათა გამოჩნდა ცეცხლი აღმოსავლეთს. ვითარცა იხილა ნებროთ, თაყუანი-სცა და დაადგინნა მღუდელნი, რაჲთა თაყუანი-სცემდენ და აკუმევდენ გუნდრუკსა. და იყო მუნ წყაროჲ წყლისაჲ. და შექმნა მას ზედა მშჳლდი თეთრი. რომელი მივიდის, თაყუნი-სცის მშჳლდსა მას. მათ ჟამთა შინა შევიდა ნებროთ იანაკოს, რომელ არს ქუეყანაჲ იუდაჲსი. და ვითარცა მიიწია საცავსა მას ზღჳსასა, პოვა მუნ იუნიტან. მაშინ იბანა ზღუასა მას და თაყუანი-სცა იუნიტანს. ჰრქუა მას იუნიტან: „შენ, რომელი-ეგე მეფე ხარ, მე თაყუანის-მცემ-ა?“ ჰრქუა მას ნებროთ: „მე შენთჳს მოვედ“. და დაადგრა მის თანა სამ წელ. და ისწავლნა [ნებროთ] იუნიტანისგან წიგნნი სიბრძნისანი. და ჰრქუა მას: „ნუღარა უკ-მოიქცევი სხუა ჟამ კუალად“. და აღმოვიდა აღმოსავალად და იწყო წერად წიგნსა მას. ფრიად დაუკჳრდა ესე ყოველსავე მას ერსა, ვითარცა-იგი ნებროთ სიბრძნისმეტყუელებდა.
ანდიბან, ვითარცა იხილა ესე, მღუდელმან, რომელი მსახურებდა ცეცხლსა, ევედრებოდა ეშმაკთა, რომელნი გამოეცხადებოდეს ცეცხლსა მას შინა, რაჲთა ასწავონ მას სიბრძნე იგი ნებროთისი. არამედ ვითარცა აქუს ეშმაკსა ჩუეულებაჲ განრყუნისა ცოდვითა, რომელნი უსმენდენ მათ, ჰრქუა მღუდელსა ანდიბანს, ვითარმედ: „კაცი ვერ შემძლებელ არს ბრძენ ყოფად, ვიდრე არა დაწუეს დედასა თანა და დასა და ასულსა“. მაშინ წარვიდა ქურუმი იგი და ყო ეგრეთ. და მიერ ჟამითგან იწყეს ქურუმთა, მისანთა და მოგუთა, და შეირთვენ დედასა და ასულსა. და ანდიბან იწყო პირველად ვარსკულავთრიცხუაჲ და გრძნებაჲ და ბედისთხრობაჲ, მისნობაჲ და კარი ყოვლისა ბილწებისა [ისწავა]. ესე ჴელოვნებაჲ ეშმაკთაჲ არს. და რომელნი ისწავლიდენ, ეშმაკთა თანა დაისაჯებიან დღესა მას აღდგომისასა.
ხოლო იგი წიგნი, რომელი ისწავლა ნებროთ, არა შეიწყნარეს მოძღუართა კათოლიკე კლესიისათა ამისთჳს, რამეთუ ვარსკულავთრიცხუა არს. და სპარსნი უწოდენ ღირსად და წმიდად, ხოლო ბერძენნი - ვარსკულავთრიცხუად, ხოლო მოგუნი [ფედ] სახელს-სდებენ, რომელ არს წიგნი სიტყჳსა, გრძნებისა და ყოვლისა სიბილწისაჲ. მაშინ აღაშენა ნებროთ ქალაქნი აღმოსავლით, რომელ-ესე არს ბაბილოვანი, ნინევი, რისთანი, სულაკი და ადრიჯანი და კესტაფანი.
XXVIII. და ცხოვნდა მამაჲ აბრაამისი თარა ორას და ერგასის წელ. და მოკუდა. და დაფლეს ძეთა მისთა აბრაამ და ლოთ ქარანს.
თარგმანი დაბადებისაჲ
მაშინ ეჩუენა ღმერთი აბრაამს და ჰრქუა: „წარვედ ამის ქუეყანისაგან!“ ხოლო აბრაამ წარიყვანა ცოლი თჳსი სარა და ლოთ, ძმისწული თჳსი, და აღვიდა ქუეყანასა მას გერგესაველთასა და აღმორეონს. ხოლო აბრაამ იყო სამეოცდათხუთმეტისა წლისა, რაჟამს გამოვლო მდინარე ევფრატი - აბრაამ, სარა და ლოთ. მას ჟამსა იყო აბრაამ ოთხმეოცისა წლისა, რაჟამს მოსრნა მეფენი ასურასტანელნი და განარინა ლოთ, ძმისწული თჳსი. და მას ჟამსა არა ესუა აბრაამს შვილი, რამეთუ ცოლი მისი იყო ბერწი.
და ვითარცა მოიქცა აბრაამ ბრძოლისაგან მეფეთაჲსა, მოუწოდა მღუდელმან ღმრთისამან და მოვიდა მთასა მას იებოსსა. და მუნ გამოეგება მელქიზედეკ, რომელ არს მეფე მშჳდობისაჲ და მღუდელი ღმრთისაჲ. ვითარცა იხილა შორით აბრაამ, მოდრკა და თაყუანი-სცა და მოეხჳნეს ურთიერთას. და აკურთხა მელქიზედეკ აბრაამი. და აბრაამ ათეული ყოველი, რაჲცა აქუნდა, მისცა. და მელქიზედეკ აზიარა შეწირულითა პურითა და ღჳნითა. და შემდგომად ზიარებისა და კურთხევისა კუალად ეზრახა ღმერთი აბრაამს და ჰრქუა: „წყევისა მის წილ პირველისა [მიგიღებიეს] კურთხევაჲ. აჰა ესერა, მელქიზედეკ გაკურთხა და განმრავლდეს ნათესავი შენი“.
შემდგომად ოთხმეოცისა [წლისა] შვა ძე აგარ მეგჳპტელისაგან. ესე იყო მჴევალი სარრაჲს[ი], ცოლისა აბრაამისი, რომელი მიეცა ფარაოს სარრაჲსდა, რამეთუ იყო დაჲ აბრაამისი სარა მამით, რამეთუ მამასა აბრაამისსა, თარას, ორ ცოლ ესხნეს. და რაჟამს მოკუდა იუნა, დედაჲ აბრაამისი, შეირთო თარა, მამამან, სხუაჲ ცოლი, რომელსა ერქუა ნარიბ. და მისგან შობილ იყო სარრა. და შეირთო აბრაამ ცოლად. ამისთჳს [თქჳს აბრაამ], ვითარმედ: „დაჲ ჩემი არს და ასული მამისა ჩემისაჲ“.
XXIX. ვითარცა იქმნა აბრაამ ოთხმეოცდაათხუთმეტისა წლისა, შევიდა ღმერთი კარავსა აბრაამისსა. და იგი იყო კარავსა შინა ასის წლისა, და ახარა ისაკისთჳს. და შვა სარრა ისაკი. და ვითარცა იქმნა ისაკ ათორმეტისა წლისა, წარიყვანა მამამან მისმან და აღიყვანა მთასა მას იებოსსა, მელქიზედეკისა, რომელ არს მთაჲ ეფრინ (და მას ადგილსა დაენერგა ჯუარი ქრისტესი). რამეთუ აღმოსრულ იყო ხე, რომელსა დამოეკიდა ვერძი, რომლისა მიერ განერა ისაკ დაკლვისაგან. [ესე ადგილი არს] შუაგულსა ქუეყანისასა, და საფლავი ადამისი მუნ არს, და მას ზედა საკურთხეველი მელქიზედეკისი. და ჰრქჳან გოლგოთა, რომელი ითარგმანების „თხემისა ადგილი“. და მუნ იხილა დავით ანგელოზი მდგომარე, რომელსა აქუნდა ჴრმალი ცეცხლისაჲ. მას ადგილსა აღიყვანა [აბრაამ] ისაკი საკურთხეველსა ზედა და აზმნო მას ჴელი, რაჲთა დაკლას (მაშინ გამოისახა სიკუდილი მაცხოვრისა ჩუენისაჲ), ვითარცა [თქუა] წინასწარმეტყუელმან მოსე, და არა თქუა, თუ დაკლაო, არამედ „აღიყვანა საკურთხეველსა და აზმნო დანაკი, და იხილა ვერძი ჴორციელი“. ვითარ უკუემცა ვინ დაკლა იგი? და არცა იყო ცხოვარი იგი ძე სარრაჲსი, არამედ სახითა კრავისაჲთა განარინა იგი.
ესე იგავი იყო სიკუდილისათჳს ქრისტეს მაცხოვრისა. და რაჟამს გამოცხადნა ქრისტე ჴორცითა, ესრეთ თქუა, ვითარმედ: „აბრაამს სწადოდა დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა“. ესე ვერძი[სა] მისთჳს იყო, რომელი აბრაამ იხილა და განიხარა. ესრეთ: იხილა ქრისტე, ვითარცა ცხოვარი დამოკიდებული, რომელმან იჴსნა ისაკ დაკლვისაგან. იხილა ესე აბრაამ და განიხარა. ვცანთ, ვითარმედ ქრისტემან ივნო ადამისთჳს: ვითარ-იგი აბრაამ აღიყვანა ძე თჳსი ისაკ საკურთხეველსა ზედა, მას ჟამსა [ქრისტემან] განიპყრნა ჴელნი თჳსნი ჯუარსა ზედა.
XXX. შენებაჲ იერუსალემისაჲ, ვითარ აღაშენეს
ვითარცა ცნეს კაცთა მათ საქმე მელქიზედეკისი და მიესმა მეფეთა წარმართთა, შემოკრბეს. მოვიდა: მელა, მეფე იგი დარეთისა, და ერმო, მეფე იგი სეგორისა, ჰროს, მეფე ჰედედისა, ჰმოს, მეფე ჰალას[ი], ბართი, მეფე დღ˜ისა, და ბითერ, მეფე სოდომისა, ბარბა, მეფე ამორისა, სანაბ, მეფე ედომისა, ბალას, მეფე დამასკისა, და ბალტო, მეფე არაბი[ი]სა - ესე ათნი მეფენი მოვიდეს მელქიზედეკისა, რომელსა ერქუა მეფე მშჳდობისა. ვითარცა იხილეს ხატი მისი და ესმა სიტყუაჲ, ევედრებოდეს, რაჲთა წარჰყუეს მათ თანა. ჰრქუა მათ მელქიზედეკ: „ვერ შემძლებელ ვარ განშორებად ადგილისა ამისგან“. მაშინ განიზრახნეს ურთიერთარს, რაჲთა უშენონ ქალაქი. და თქუეს: „ჭეშმარიტად, მეფე არს ესე მშჳდობისა და მამა მეფეთა მელქიზედეკ“. და უშენეს ქალაქი და დაადგინეს მეფედ. ხოლო მელქიზედეკ უწოდა ქალაქსა მას იერუსალემი, რომელ არს „მთავარი მშჳდობისაჲ“. ვი-თარცა ესმა ღულს, მეფესა უმანელთასა, მეფობაჲ მელქიზედეკისი, გამოვიდა ხილვად მისა. ვითარცა ეზრახა, მისცა მისაცემელი დიდი. და მელქიზედეკ პატივცემულ იყო მეფეთაგან და სახელ-სდებდეს მამად მეფეთა. ამის სიტყჳსათჳს, რომელი თქუა პავლე მოციქულმან: „არცა დასაბამი [აქუს], არცა აღსასრული დღეთა ცხორებისა მისისათა“, არცა გამოიკულიეს, არცა დაწერეს, თუ ძე რაოდენისა წლისა იყო, რაჟამს აღმოვიდა აღმოსავლით. რამეთუ იყო ძე ფალეგისი, ძისა არფაგსადისი, ძისწული ნოესი. ერთმანცა მამათმთავარმან არა უწოდა ძედ. ესე [ჰ]ურიათათჳს იყო, რაჲთა ვერ ცნან საქმე მელქიზედეკისი, ვითარცა ქუეყანისა ვერცა გულისჴმა-ყვეს. არამედ პავლე იტყჳს: „არავინ ნათესავმან მსახურა [ტაძარსა, ვითარ] მელქიზედეკ.“ მათე და ლუკა სახარებასა აღწერნეს სახელნი მამათმთავართანი, არამედ მისი არა დაწერეს სახელი, - არცა მამისა და არცა დედისაჲ. [არცა] პავლე ბრძანა, არა უვის მამაო, არამედ თქუა, ვითარმედ არა დაწერესო.
და ვითარცა განსრულდა ასი წელი აბრაამისი, იყო მეფე აღმოსავალით, რომელსა ერქუა ურამან. ამან აღაშენა შიმატა და კოლდია.
XXXI. და ვითარცა მოკუდა სარა, ცოლი აბრაამისი, შეირთო აბრაამ ასტარ, [ასული] მეფისა უდაბნოჲსაჲ. და ვითარცა იქმნა ისაკ ორმეოცისა წლისა, შთამოვიდა აზარ აბრაამის თანა. და მოვიდა რებეკა აღმოსავალით და ეცოლა ისაკს. და მოკუდა აბრაამ ასსამეოცდახუთისა წლისა და დაფლეს ძეთა მისთა, ისაკ და ისმაელ, სარრას თანა. და ვითარცა იქმნა ისაკ სამეოცისა წლისა, უშვა მას რებეკა ესავ და იაკობ. და ვითარცა ჰკრთოდეს მუცელსა, დაუფიცხდა მუცელსა. და მოვიდეს მელქიზედეკისა, რაჲთა ლოცვა ყოს მისთჳს. ჰრქუა მელქიზედეკ: „არიან ორნი საშოსა შენსა - ორნი სჯულნი, და უხუცესმან მონოს უმრწე-მესსა“.
და წელთა სამეოცთა ისაკისთა მეფემან ბარბაროზთამან აზბაელ აღაშენა ქალაქი და უწოდა აზბაულ. [ვითარ] იქმნა ისაკ სამეოცდაშჳდისა წლისა, აღაშენეს ქალაქი [იერიქო] შჳდთა [მეფეთა] : მეფემან ხუფთამან, მეფემან მანასელთამან, მეფემან გერგესაველთამან, მეფემან იებოსელთამან, მეფემან ოგთამან, მეფემან კარანელთამან, [მეფემან კისთამან]. და ყოველმან თჳთეულმან მოადგა თჳთო ზღუდე.
და პირველ რომელ აღაშენა იერიქო ძემან მეგჳპტელთამან [მეფემან კისთამან], ისმაელ, შექმნა წისქჳლი უდაბნოს.
წელთა ისაკისთა ასოცთა აკურთხა ძე თჳსი იაკობ, და იგი იყო სამეოცდააჩჳდმეტისა წლისა. შთავიდა იაკობ აღმოსავლად და წარიღო კურთხევაჲ მამისა თჳსისაჲ და ძმისა თჳსისა ესავისი ზაკვითა. ვითარცა ვლო იაკობ დღე ერთ უდაბნოს, შემწუხრდა. და დაიდვა სასთუმალ ქვაჲ და დაიძინა. იხილნა ძილსა შინა კიბენი აღმართებულნი და თავი იყო ცამდე. ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს, ხოლო უფალი დგა თავსა ზედა კიბეთასა. და განიღჳძა იაკობ და გულისჴმა-ყო და თქუა: „ესე არს სახლი ღმრთისაჲ, და ყოველი, რაჲცა იყოს ჩემი, ათეული მივსცე“.
გამოცხადებაჲ ესე არს, რომელსა ჰქონდეს ცნობაჲ: კიბენი იგი ჯუარი ქრისტესი არს, მაცხოვრისა ჩუენისაჲ, უსწრო იაკობ და გამოსახა. და ანგელოზნი იგი იყვნეს, რომელთა ახარეს ზაქარიას და მარიამს. და მოგუთა იხილეს პირი მისი დიდებული. ენება გარდამოსლვად დაჴსნად ჩუენდა. და ვითარ-იგი ეჩუენა იაკობს ჯუარი ქრისტესი, და ახარა ანგელოზმან ღმრთისა ჩუენისამან იესუ ქრისტესი ზეცით მოსლვაჲ და სახლად ღმრთისა - ეკლესიაჲ, ქვაჲ სასთუნალი - წმიდა გოლგოთა და ცხებაჲ ზეთისაჲ. და შთასლვაჲ იაკობისი [აღმოსავალად] ესე არს, რაჲთა უჩუენოს ღმერთმან მუნ ნათლისღებაჲ.
ვითარცა მიიწია მუნ იაკობ, აღიხილნა თუალნი და იხილა მუნ პირი სამი ცხოვარი გარემოს ჯურღმულსა. და მიეახლა იაკობ და გარდააგორვა ლოდი პირისაგან ჯურღმულისა და ასუა ცხოვარსა ლიბანისსა, დედისა ძმისა თჳსისასა. და ვითარცა ასუა, შეიწყნარა რაქაელ და წარიყვანა. ჯურღმული იგი იგავი იყო ნათლისღებისაჲ. ესე გამოსახა იაკობ. სამი ჯოგი ცხოვართაჲ იგავი იყო სამის[ა] კრებულისაჲ, რომელთა გარე-მოადგეს ნათლისღებაჲ: მამათა და დედათა და ყრმათაჲ. და ვითარცა იხილა იაკობ რაქაელ მკჳრცხლედ საცხოვართა თანა, სთნდა. ხოლო რაქაელ არა შეიწყნარა იაკობ, ვიდრე არა აჰჴდა ჯურღმულსა და ეგრეთ ასუა საცხოვარსა.
[ეგრეთ არს წესი ეკლესიისაჲ], რამეთუ არა შეიწყნარებს ეკლესიაჲ, ვიდრე არა განახლდენ ნათლისღებითა. და გარდამოჴდეს სული წმიდაჲ და შემოსოს წყლისა მიერ დაბანითა, [მაშინღა] შეიწყნარებს ეკლესიაჲ შვილთა ნათლისღებისათა.
და მსახურა იაკობ დედისა [ძმასა] შჳდი წელი. და არა მისცა, რომელი-იგი უყუარდა, არამედ რომელი-იგი სძულდა. ეგრეთვე [ჰ]ურიანი, რომელნი მონებით ფარაოს მსახურებდეს, არა მიეცა წესი ეკლესიისა ღმრთისაჲ, მიეცა მათ, რომელი დაძუელებად და დაბერებად და განრყუნად იყო. და რომელი პირველ შეირთო <იაკობ>, განრყუნილ იყო თუალითა, ხოლო [რაქაელს] პირი შუენიერი ედგა. ესე მცნებაჲ ძუელი იყო, რომელი [ვითარცა] თუალთა ზედა დაბურვილ იყო, რაჲთა არა იხილონ ძეთა ისრაელისათა შუენიერებაჲ საღმრთოჲ, ხოლო მეორე სჯული არს ნათელი ყოვლით კერძო.
XXXII. რაჟამს იაკობ აკურთხა მამამან თჳსმან, იყო სამეოცდაჩჳდმეტისა წლისა, შვა რუბენ ლიასგან. და შვნა იაკობ ორნი [ძენი]. ქარანს [დაყო] ოცი წელი და უკ-მოიქცა ესავისა და მამისა თჳსისა. და იყვნეს წელნი მისნი ასოთხმეოც, რაჟამს აღმოვიდა ქარანით.
და სიცოცხლესა ისაკისსა განყიდეს იოსებ ძმათა მისთა ეგვიპტეს. და მწუხარე იქმნა ისაკ. და მოკუდა და დაფლეს იაკობ და ესავ აბრაჰამისა და სარრას თანა. და შემდგომად შჳდისა წლისა ისაკისა მოკუდა რებეკა, დედაჲ იაკობისი და ესავისი, და დაფლეს აბრაჰამის და ისაკის თანა. და მოკუდა ლია, ცოლი იაკობისი, და დაფლეს იგიცა მათ თანა.
მაშინ შეირთო იუდა ცოლი ქანანელი. და ჰრქუა იაკობ იუდას, რამეთუ: „მამათა ჩუენთა, აბრაჰამ და ისაკ, მრქუეს ჩუენ: ნუ შეირთავთ თესლსა ქანანელსა, არცა იყოს ტომი ქანანელთაჲ შერეულ თესლსა აბრაჰამისა კურთხეულისასა“. და შვა იუდა სავისგან სამ ძე: აჰრად, ავნან და სელომა. ესე იყო ქოზიბას. და მოჰგუარა იუდა პირმშოსა [ძესა თჳსსა ცოლი], რომელსა ერქუა თამარ, [ასული] კატრიისი.
და აჰრად იყო უკეთური და მოკლა ღმერთმან ბოროტითა სიკუდილითა. მაშინ იუდა მისცა ავნანს თამარ და მოკლა ღმერთმან ესეცა. რაჲსათჳს იქმნა ესე? ამისთჳს, რაჲთა არა შეერთოს თესლი ქანანელთაჲ თესლსა თანა აბრაჰამისსა. და გამოიყვანა ღმერთმან თამარ და დაუსუა [იუდას] გზასა ზედა. ხოლო იუდა შევიდა თამარისა, მუცლად-იღო და შვა მისგან ფარეზ [და ზარა].
შესლვაჲ ისრაელისაჲ ეგჳპტედ
მათ ჟამთა შევიდა იაკობ იოსებისა ეგჳპტედ. დაყო მუნ აჩჳდმეტი წელი. და მოკუდა იაკობ ასოთხმეოცდაშჳდისა წლისა. და იყო იოსებ, ნაშობი მისი, ერგასისა და ექუსისა წლისა. და შემოსა იგი სამოსლითა ფარაოჲსითა, და აღმოიღო ეგჳპტით და დამარხა ქუაბსა მას, აბრაჰამისა და ისაკის თანა.
XXXIII. და დაწერნა წელნი [წინათა] მამათანი და გამოკრიბნა ადამისითგან ვიდრე იაკობის სიკუდილადმდე. ესე არა განგებითა თჳსითა ყო, არამედ ორნი წიგნნი პოვნა: ერთი შერწყმაჲ და მეორე განყოფაჲ ძეთა ისრაელისათაჲ. ვითარ შთავიდეს ეგჳპტედ, იშვა თამარისგან ფარეზ, ფარეზ შვა ესრომ, ესრომ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნასონ. ნასონ იყო წინაშე იუდაჲსა უაღრეს ყოველთა ძეთა მისთა. და ამინადაბ მოჰგუარა ცოლი ნასონს ასული აზარისი, ძისა არონ მღუდელისა. და ამინადაბს მოეყვანა ცოლი, ასული ნამისი ამანელისა, და მისთა ნათესავთაგან შეირთო ცოლი სოლომონ და შვა რობუომ, რომელი მეფობდა შემდგომად სოლომონისა. გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ სოლომონს ესხნეს ცოლ მრავალ: შჳდასი თავისუფალი და სამასი ხარჭი. ესე რვა(!) ცოლი ესხა და არა ესუა შვილი, გარნა [ნამან] ამანელისა ასულისაგან. და ნასონისგან განიცვალა მღუდელობაჲ ძეთა ისრაელისათაჲ. და ნასონ შვა სალა და სალა შვა ბო[ო]ზ.
იხილეთ, რამეთუ რაგავისითგან და ბოოზისითგან გამოვიდა მეფობაჲ და ბო[ო]ზ შვა სიბერესა ზართუ, რამეთუ შეირთო ცოლი შვილთაგან ლოთისთა ამისთჳს, რაჲთა შეერთოს თესლი ლოთისი, ძმისწულისა აბრაამისი, წიგნსა მას „მეფეთასა“. რამეთუ არა აურაცხა ღმერთმან უკუანაჲსკნელი იგი საქმე ლოთს, რომელი ყო, ამისთჳს, რამეთუ ღუაწლი დიდი გარდაჴდა აბრაჰამის თანა ქუეყანასა უცხოსა. ვითარცა შეიწყნარნა ანგელოზნი, რომელნი აქცევდეს სოდომსა, ეწოდა მას ლოთ მართალი. და არა შეურაცხა ღმერთმან ცოდვად, რამეთუ უმეცრებით დაწვა ასულთა [თჳსთა] თანა. არამედ მიექცა სიქადულად, რამეთუ იყო თესლი მისი წიგნსა შინა „მეფეთასა“, და იყვნეს მეფენი თესლისაგან აბრაჰამისა და თესლისაგან ლოთისა.
და ამათ ორთა ნათესავთაგან იშვა ქრისტე: რუთ მოაბელისა[გან], ასულისა ლოთისა, და ნამან ამანელისგან, რომელი შეირთო სოლომონ და შვა რობუამ, რომელი მეფობდა შემდგომად სოლომონისა, ვითარცა წინა ვთქუთ. და ბოოზ, წინამძღუარმან ისრაელთამან, შეირთო რუთ მოაბელი და შვა იობედ, ვითარცა წერილ არს წმიდასა სახარებასა. და იობედ შვა იესე, და იესე შვა დავით, დავით შვა სოლომონ. ესენი იყვნეს რუთისგან, ასულისა ლოთისა. და სოლომონ შეირთო ნამან ამანელი და შვა რობუამ. რაჲსათჳს არა მისცა ღმერთმან სოლომონს ესეოდენისა ცოლისაგან? ამისთჳს, რაჲთა არა შეერთოს თესლი არაწმიდაჲ შობისათჳს ქრისტესისა.
XXXIV. გამოსლვაჲ ისრაელთაჲ ეგჳპტით
ხოლო ტომები ისრაელთაჲ ესე არს: ლევი, იო[ა]კიმ, მოსე, ძე თარა[სი, ისო, ძე ნავესი, ქალებ, ძე იოფანესი, - ესენი იყვნეს ეგჳპტეს].
ვითარცა შთაგდებულ იყო მოსე მდინარესა, შთავიდა ასული ფარაოჲსი ბანად, სიკონ ერქუა მეგჳპტელთა ენითა. და მან [აიქუა] მოსე და შექმნა შვილად თჳსად. და შემდგომად ორმეოცისა წლისა განეშორა სახლისაგან ფარაოჲსისა, ამისთჳს რამეთუ მოკლა ფინიმო მეგჳპტელი, მთავარი სეფექალთაგან ფარაოჲსთა. [ვითარცა ესმა ფარაოს] საქმე ესე დედამძუძისაგან, რომელსა ერქუა მარი, განრისხნა მოსესთჳს. ხოლო მოსეს შეეშინა და ივლტოდა მადიამს [ნათესავით ეთიოპელისა] მღუდლისა მადიამელისა, კაცი არის ზოგად შავი. და მოსე შეირთო სეფორა, ასული [ეთიოპელისა] მღუდელისა. და შვნა მოსე მუნ გერსამა და ელიაზარ.
და განსრულებასა ერგასისა და ორისა წლისასა ცხორებასა მოსესსა იშვა ისო, ძე ნავესი, ეგჳპტესა, რაჟამს-იგი ეტყოდა [ღმერთი] მოსეს მაყლოვანით გამო. ხოლო იყო მოსე ოთხმეოცისა წლისა, რაჟამს ეზრახა ღმერთი. და შიშით იქმნა ენამძიმე, ვითარ-იგი ჰრქუა ღმერთსა: „უფალო, ვითარცა მეტყოდე, ვიქმენ ენამბრგვინვალე“. დაეყო მოსეს ეგჳპტეს ორმეოცი წელი და უდაბნოსა მღუდელისა თანა ორმეოცი წელი. და მოკუდა ას ოცისა წლისა.
შემდგომად მოსესა იქმნა ისო, ძე ნავესი, განმგებელ ძეთა ისრაელისათა ოცდაშჳდსა წელსა. და მოკუდა ისო, ძე ნავესი, და დადგა ანქჳბა წარმართი რვა წელ და ათრაელ, ძე ქალებისა, ორმეოც წელ, რაჟამს-იგი სჭირდა ძეთა ისრაელისათა მოაბელთაგან, ათორმეტ წელ. და ღუარა, ძე არესი, განაგებდა ძეთა ისრაელისათა ოთხმეოც წელ. არამედ ოცდაექუსთა წელთა [მისთა] განსრულდა მეოთხათასე წელი დასაბამითგან.
XXXV. და დებორა და ბარაკ განაგებდეს ძეთა ისრაელისათა ორმეოც წელ. და მსახურებდეს ძენი ისრაელისანი ნათესავთა მადიამელთა შჳდ წელ და განარინა ღმერთმან ჴელითა გედეონისითა. და განაგებდა გედეონ ორმეოც წელ და ძე მისი აბიმელიქ - სამ წელ. და მონებდეს ძენი მისნი [აღმორეველთა] და იჴსნა ღმერთმან ჴელითა იაფეთისითა, რომელმან-იგი დაუკლა ღმერთსა ასული თჳსი შესაწირავად. და განაგებდა ისრაელთა ექუს წელ. და ელონ, ძე ზაბულონისი, - ათ წელ და აქრონ - რვა წელ. და მონებდეს ძენი ისრაელისანი პალესტინელთა. და იჴსნა ღმერთმან ჴელითა სამსონისითა. და იგი განაგებდა ოც წელ <და მოკუდა>. მაშინ ძენი ისრაელისანი დაშთეს უწინამძღუროდ, თჳნიერ განგებისა ათორმეტ წელ. და მერმე დადგეს მათ ზედა განმგედ ღავლა და ჰრა და განაგებდეს ორმეოც წელ. მათ ჟამთა დადგა მათ ზედა სამოელ წინასწარმეტყუელი და განაგებდა ოც წელ. და დღეთა სამოელისთა საძულველ იქმნეს ძენი ისრაელთანი წინაშე ღმრთისა.
აქა იწყების მეფობაჲ მეფეთაჲ
მიერითგან დადგა მათ ზედა მეფე, რომელსა ერქუა საულ, ძე კესისი. მეფობდა მათ ზედა ორმეოც წელ. მათ ჟამთა განვიდა დავით გოლიათისა ბრძოლად, მოკლა, რამეთუ დაეტევა მას ღმერთი და ესვიდა ეშმაკთა უცხოთესლი იგი. მეფობდა [დავით] ძეთა ზედა ისრაელისათა ორმეოც წელ [და მეფობდა ძე მისი სოლომონ ორმეოც წელ]. და ქმნა [სოლომონ] საკჳრველი დიდი, რომელი სხუასა არავის ექმნა უწინარეს მისსა. რამეთუ წარმოსცეს მისსა ოფრა და ხოლოფა მეფეთა ოქროჲ რჩეული და ვიდოდეს ზღუასა ოცდათექუსმეტ კჳრიაკედ. და სოლომონ აღაშენა თედრომი, [ქალაქი], ფრიად საკჳრველი. და სხუაჲ აღაშენა და უწოდა „მზის ქალაქი“. და ქმნა შუა ქალაქსა ზღუაჲ. და განდიდნა სოლომონ და თაყუანი-სცემდეს კაცნი. და ქმნა ოქროჲ სიბრძნითა და მისგან ისწავეს კაცთა საქმე ოქროჲსაჲ. და იყო სოლომონ ქირამისი მეგობარ, მეფისა ტჳროსელთაჲსა. ხოლო ქირამ მეფობდა ტჳროსს ხუთასსა წელსა, ვინაჲთგან მეფობდა დავით მეფობადმდე სედეკია მეფისა ისრაელისა, ვიდრემდის დაავიწყდა ღმერთი კაცთა და იტყოდეს, ვითარმედ ქირამ ღმერთი არსო. და დაჯდა იგი ხერთჳსსა ზღჳსასა.
XXXVI. და დღეთა ქირამისთა გამოჩნდა სამოსელი პორფირი, რომელი არს იისფერი, რომელი ჯერ-არს მეფეთა შემოსად. ესრეთ გამოჩნდა, ვითარმედ სამწყსოჲ ძოვდა მახლობელად ზღუასა, მივიდა ძაღლი პირსა ზღჳსასა, იხილა ლოფორთქინი, შეიპყრა და შეჭამა იგი და აღევსო პირი სისხლითა. ვითარცა იხილა მწყემსმან, მოიღო მატყლი და მოჰჴოცა პირი ძაღლსა მას და შექმნა გჳრგჳნი მატყლისა და დაიდგა თავსა თჳსსა. და ოდეს ვალნ მზესა ქუეშე, რომელთა იხილიან, ჰგონებენ, ვითარმედ მზე არს თავსა მისსა ცეცხლებრ რწყინვალე. მიიწია საქმე ესე ქირამისა და მოიყვანა მწყემსი იგი. ვითარცა იხილა გჳრგჳნი იგი, უკჳრდა ფრიად. და მოიყვანნეს ყოველნი მღებვარნი და დააკჳრვნა შუენიერებამან. და გამოვიდეს, რაჲთა მოიძიონ ლოფორთქინი და ვითარცა პოვეს, განიხარეს ფრიად და ქმნეს მისგან სამოსელი სამეუფოჲ იისფერი.
ხოლო სოლომონ განდიდნა ფრიად. და იყო საჭმელი ტაბლისა მის მდღევარი: ორმეოცი ზროხაჲ მძოვარი, ოცი დიაკეული, თჳნიერ ნადირისა; ოცი ვერძი, ოცი კრავი ჩჳლი, ოცი ვაცი და მფრინველი ფრიადი; ოცდაათი ძაძაჲ სიმინდითა, სამოცი ძაძაჲ ფქჳლითა, [სამასი] კოკაჲ ღჳნოჲ. და ვითარცა განიშუა, განეშორა სჯულსა ღმრთისასა და განაგდო მცნებაჲ მამისა თჳსისა დავითისი და შეირთო რვა ცოლი, ყოველი წარმართი, რომელი სძულდა ღმერთსა. და მისცა თავი თჳსი კიცხევად დედაკაცთა, რამეთუ ეფუცა, რაჲთა ქმნეს ნებაჲ მათი. და უარყო ღმერთი და აღაშენა ბომონნი და თაყუანი-სცა [კერპთა]. და გარე-მიაქცია [ღმერთმან] პირი თჳსი, და მოკუდა უარისყოფასა ზედა. და დადგა ძე მისი რობუამ შემდგომად მისსა.
XXXVII. და იყო ორმეოცისა წლისა, რაჟამს მეფე იქმნა. და მეფობდა აჩჳდმეტ წელ იერუსალემს. იწყო სიძვად და აღუშენა საკურთხეველი ეშმაკთა და უზორა. და აღმოვიდა შილაკა, მეფე მეგჳპტელთაჲ, იერუსალემს და წარტყუენა და წარიღო ყოველი განძი დავითისი და [ძისა მისისა სოლომონისი] - ოქროჲ და ვეცხლი და თქუა: „მე არა წარვიღე [თქუენისა] სიმდიდრისაგან, არამედ მამათა თქუენთა რომელი ეგჳპტით გამოეღო“. და მოკუდა რობუამ უსჯულოებასა შინა.
და მეფობდა ძისწული შემდგომად. და იყო ოცისა წლისა, რაჟამს მეფე იქმნა. და მეფობდა იერუსალემს და იწყო სიძვაჲ და კერპთმსახურებაჲ და მოკუდა უსჯულოებასა შინა.
[და მეფობდა ძე მისი ასა] ორმეოც წელ. და დადგა ასა და ქმნა კეთილი წინაშე ღმრთისა; და განდევნა სიძვაჲ იერუსალემით, დაარღჳვნა ბომონნი კერპთანი და განაძო დედაჲ თჳსი სამეუფოჲსაგან თჳსისა, რამეთუ მჴევლისა ასული იყო სელომისა დედაჲ მისი. მას ჟამსა აღმოვიდა ჰერენ, მეფე ინდოთაჲ, ბრძოლად ასა მეფისა და წარწყმიდა ღმერთმან წინაშე ასაჲსა. მოკუდა მონებასა შინა ღმრთისასა ასა, და [მეფობდა] ძე მისი იოსაფატ. და ვიდოდა გზასა მამისა თჳსისასა და ქმნა ყოველი კეთილი წინაშე ღმრთისა. და იყო ოცდახუთის წლისა, რაჟამს მეფე იქმნა. [და მეფობდა] იერუსალემს ოცდახუთ წელ. და მოკუდა იოსაფატ, და მეფობდა ძე მისი იორამ შემდგომად მისსა. იყო ოცდაორის წლისა, რაჟამს მეფე იქმნა. და ქმნა ბოროტი წინაშე ღმრთისა და უზორა [კერპთა].
და შემდგომად მეფობდა [ოქ] ოზია. და იყო ოცდაორისა წლისა, რაჟამს მეფე იქმნა იერუსალემს. [მეფობდა] ერთ წელ და ქმნა ყოველი ბოროტი წინაშე ღმრთისა. და მისცა ღმერთმან ჴელთა მტერთა მისთასა და [მოკლეს] უწინარეს დედისა.
და [მოსრეს] ყოველი, რომელი იყო ტომი დავით მეფისა. და არა დაშთა თესლისაგან იუდაჲსა კაცი, ყოველი მოსრეს, გარნა იოაბ, რამეთუ დამალა ძემან იორამისმან იოსბელა სახლსა თჳსსა. და იერუსალემი დაწუეს.
XXXVIII. და შემდგომად შჳდისა წლისა ზრახვა ყვეს, რაჲთა აღაშენონ იერუსალემი და ვინ ყონ მათ ზედა მეფედ. ვითარცა ესმა იოდაქს მღუდელსა, შევიდა ტაძრად ღმრთისა, რომელი აღეშენა სოლომონს. და შეკრბეს ასისთავნი. და ჰრქუა მღუდელმან: „ვის იტყჳთ, რომელი შეჰგავს მეფედ? ანუ ვინ დაჯდეს საყდარსა დავითისსა, გარნა მეფე და ძე მეფისა დავითისი?“ და უჩუენა იო[ა]ბ ყრმაჲ. ვითარცა იხილეს, და განიხარეს სიხარულითა [დიდითა] და შთამოიყვანეს სახლსა ღმრთისასა. მოადგეს გარე და დასუეს საყდართა მამისა თჳსისა[თა], და იყო ძე შჳდისა წლისა, რაჟამს მე[ფე] ყვეს. მეფობდა ორმეოც წელ იერუსალემს. და უწოდა დედასა თჳსსა ტოაბი, რამეთუ ესე ერქუა. და მოკუდა იოაბი.
და მეფობდა აქაზ, ძე მისი. და იყო ოცდახუთისა წლისა, [რაჟამს მეფე იქმნა]. და მეფობდა იერუსალემს ოცდაცხრა წელ, და მოკუდა. და მოკლეს მათ, რომელთაჲ-იგი მამაჲ მოეკლა, მამისა თჳსისა წილ, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესსა: „არა მოკუდეს [ძე], [გარნა] ცოდვითა მამისა თჳსისაჲთა“.
და მეფობდა ოზია მეფე შემდგომად [მისა. და იყო] ათექუსმეტისა წლისა, რაჟამს მეფე იქმნა. [და მეფობდა] ერგასის და ორ წელ. და ქმნა ყოველი ბოროტი წინაშე ღმრთისა იერუსალემს. და ურცხჳნოდ შევიდა წმიდასა-წმიდათასა და გამოუღო საცეცხური ჴელთაგან მღუდლისათა. და მან აკუმია საკუმეველი წინაშე ტაძარსა ღმრთისასა. განკეთროვნებულ იქმნა პირი მისი და მოკუდა.
და მეფობდა იოთამ, ძე მისი. და იყო ოცდახუთისა წლისა, [რაჟამს მეფე იქმნა]. და მეფობდა ათცხრამეტ წელ. და იყო დედაჲ მისი ასული სადუკისი. და ქმნა ყოველი კეთილი წინაშე ღმრთისა და მოკუდა.
და მეფობდა აქაზ, ძე მისი, ათერთმეტ წელ. და იყო დედაჲ მისი ასულთაგან ლევისთა. და ქმნა ყოველი ბოროტი წინაშე ღმრთისა: და უზორა ეშმაკთა და უკმევდა [კერპთა] და უარყო ღმერთი მამათა თჳსთაჲ. ამისთჳს აღდგა ბაბლებთაბა, მეფე ბაბილოვნელთაჲ, მის ზედა. დაუწერა აქაზ მონად თავი თჳსი, და ჰმონებდეს იერუსალემელნი დედა-წულითურთ.
მისცეს ოქროჲ ტაძრისა ღმრთისაჲ და შეწირეს ბაბილოვნელთა. და ექსორია-ქმნეს ძენი ისრაელისანი ბაბილოვანს. მაშინ წარმოავლინნა მეფემან ბაბილოვნელთამან იერუსალემს ერი ნაცვალად [ისრაელთა, და] ქურუმი, რომელსა ერქუა ლეონტი, რაჲთა ასწავოს სჯული, ესე-რომელნი იყვნეს სამარიტელნი.
XXXIX. და მოკუდა აქაზ. და მეფობდა ეზეკია, ძე მისი. და იყო ოცდახუთისა წლისა, რაჟამს მეფე იქმნა. და მეფობდა ოცდაცხრამეტ წელ იერუსალემს. და დედასა მისსა ერქუა ექენი, ასული იყო ზაქარია წინასწარმეტყუელისაჲ. ხოლო ეზეკიელ ქმნა ყოველი კეთილი წინაშე ღმრთისა: დალეწნა კერპნი და დაარღჳვნა ბომონნი და შეაჩუენნა, რომელნი მსახურებდეს კერპთა.
და განვიდა იერუსალემი წარმართობისაგან.
და აღმოვიდა ოთხისა წლისა [შემდგომად] [ბელი], ძე ასაბისი, მეფე ბაბილოვნელთაჲ. და კუალად ტყუე იქმნეს ძენი ისრაელისანი ბაბილოვანს. და წელსა მეოცესა მეფობასა ეზეკიელისსა აღმოვიდა სენსალარი მეფე და შჳდი სოფელი მის თანა იუდაჲსი. და აღაშენეს ქალაქები. და ლოცვითა ეზეკიაჲსითა განთავისუფლდა იერუსალემი.
დასნეულდა ეზეკია და გულისჴმა-ყო, რამეთუ მოკუდომად არს. მიაქცია პირი მისი კედელთა და ტიროდა, და არავინ ცნა, რაჲსათჳს უკუე ტიროდა. და ესე იყო მიზეზი, რამეთუ არა ესუა მას შვილი, რომელმან(მ)ცა დაიპყრა მეფობაჲ [შემდგომად მისსა]. და თქუა: „ჵი, ესერა, მოვკუდები უშვილოდ, რამეთუ კურთხევითა გარდამევლნეს წელნი ორმოცნი და აწ საჴსენებელი ჩემი განიკუეთა. ხოლო მე მინდობილ ვარ მეფობასა დავითისსა და აწ ჩემ ძლითა წარწყმდა და მიიცვალა მეფობაჲ იუდაჲსი“. ესე იყო მწუხარებაჲ ეზეკიაჲსი. ხოლო უფალმან [შეუმატა] წელთა მისთა, შვა [შემდგომად] ოთხისა წლისა მანასე. და მოკუდა ეზეკია ნუგეშინისცემული დიდად, და დაუტევა შვილი, რაჲთა დაჯდეს საყდართა დავითისთა, მამისა თჳსისა[თა.]
XL. და იყო მანასე ათორმეტისა წლისა, [რაჟამს მეფე იქმნა]. და მეფობდა იერუსალემს ერგასის და ორ წელ. და ქმნა ყოველი ბოროტი წინაშე ღმრთისა უმეტეს ყოველთა მეფეთასა: და აღაშენნა ბომონნი ეშმაკთანი და დაუკლა მსხუერპლები და აღავსო იერუსალემი წარმართობითა. და განურისხნა ღმერთი, რამეთუ დაწყევა ესაია წინასწარმეტყუელმან. ხოლო მან წარავლინა სტრატიოტნი წარმართნი და განხერხეს ესაია შეშის ხერხითა თავითგან ვიდრე ფერჴთამდე. რამეთუ იყო [ესაია] ერგასის წლისა, რაჟამს მოკლეს იგი. ამისსა შემდგომად შეინანა მანასე: [ვითარცა მოკლა ესაია წინასწარმეტყუელი] და შეიმოსა ძაძაჲ და მისცა თავი თჳსი მარხვასა; და ჭამდა პურსა მწუხარებითა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა და მოკუდა.
და მეფობდა ძე მისი ამონ ათორმეტ წელ იერუსალემს. იყო დედაჲ მისი ასულთაგან ასერისთა. და ქმნა ყოველი საიდუმლოჲ წინაშე [ღმრთისა] და განვლო სარწმუნოებით საჴმილი ცეცხლისაჲ და მოკუდა.
და მეფობდა ძე მისი იოსია. და იყო რვისა წლისა, [რაჟამს მეფე იქმნა]. და მეფობდა ოცდაათერთმეტ წელ. და იყო დედაჲ მისი ასული ღუძიაჲს[ი], ქუეყანისაგან ეზაკელთაჲსა. და ქმნა ყოველი კეთილი წინაშე ღმრთისა: და ყო პასექი იერუსალემს იდუმალ ძეთაგან ისრაელისათა. ვინაჲთგან ძენი ისრაელისანი ეგჳპტით გამოსრულ იყვნეს, არღარა ექმნა პასექი [იოსიაჲსამდე]. ამან [პასექი] ყო და კერპნი დალეწნა, დაარღჳვნა [ტაძარნი მათნი] და მოსრნა ქურუმნი მათნი, დაწუნა ძუალნი ცრუწინასწარმეტყუელთანი ცეცხლითა და განწმიდა იერუსალემი სიძვისაგან და წარმართობისაგან და მწიკლოვანებისაგან, და მოკლა მეფე მეგჳპტელთაჲ, რომელსა ერქუა ფარაო[ვ]ე, საბუკს: ესე შეიპყრა, შეკრა და ჯაჭჳთა წარსცა [ეგჳპტეს], და მოკუდა მუნ. მეფობდა ძმაჲ მისი იოაკიმ. და მოკუდა იოსია.
და მეფობდა ძე მისი იაქონია. და იყო ათორმეტისა წლისა, რაჟამს მეფე იქმნა იერუსალემს. [მეფობდა] სამ თუე ოდენ. იყო დედაჲ მისი ლიბანელი და ერქუა ნუხუნ და ასული იყო იერემია წინასწარმეტყუელისაჲ.
XLI. და მეფე იქმნა ელიაკიმ. იყო ოცდახუთისა წლისა, [რაჟამს მეფე იქმნა]. და მეფობდა ათერთმეტ წელ იერუსალემს. ერქუა დედასა მისსა ზებედია, არიმათიელი იყო. და მესამესა წელსა აღმოვიდა ნაბუქოდონოსორ ბაბილოვნით იერუსალემს. და მისცა ღმერთმან იერუსალემი ჴელთა მისთა. და შეიპყრა იგი.
და მეფობდა ძე მისი იოაქაზ. და იყო ათორმეტისა წლისა, რაჟამს მეფე იქმნა. [და მეფობდა იერუსალემს] სამ თუე ოდენ. მაშინ აღმოვიდა მეორედ ნაბუქოდონოსორ, მეორედ წარტყუენა იერუსალემი, წარსცა ტყუე და შთავიდა ბაბილოვნად ძალითა დიდითა. შთავიდა დანიელ ბაბილოვნად და მიეცა ჴელთა ნაბუქოდონოს[ო]რისთა. და წარიყვანნა ყოველნი მამათმთავარნი და დედანი იერუსალემელნი მათ თანა ბაბილოან[ს], და წარიღეს ნატყუენავი ფრიადი სოფლისაგან, [რომელი-იგი იყო] გარემოს იერუსალემისა.
და მეფობდა სედეკია, მამის ძმაჲ იაქიმისი. და იყო ოცდაერთისა წლისა, რაჟამს მეფე იქმნა. და მეფობდა ათერთმეტ წელ. და იგი იყო უკუანაჲსკნელი მეფე [ჰ]ურიათაჲ იერუსალემს.
და წელსა მერვესა მეფობასა სედეკიაჲსსა აღმოვიდა ნაბუქოდონოსორ აღმოსავალით და წარტყუენა ყოველი ქუეყანაჲ დასავლისაჲ ვიდრე ზღუადმდე დიდად. და შევიდა ხერთვისსა ზღჳსასა და წარმოტყუენა ტჳროსი და დევნა უყო ისრაელთა ეგჳპტეს, რომელნი შთასრულ იყვნეს ფარაოჲსა, მეფისა მეგჳპტელთაჲსა, და ენება მოოჴრებაჲ ეგჳპტისა. მოკლა ფარაო და ტყუე ყვნა ძენი ისრაელისანი. გამოჴდა [ზღჳსაგან] და კუალად დაესხა იერუსალემს, რამეთუ მისცა ღმერთმან სედეკია წინაშე [მისსა]. და [მოკლა] ძე სედეკიაჲსი, ხოლო სედეკიას აღმოჰჴადნა კბილნი და წარსცა ბაბილოვანს (ესე ამისთჳს უყო ღმერთმან სედეკიას, რამეთუ გუემა იერემია წინასწარმეტყუელი და შთააგდო ჯურღმულსა მწჳრისასა). დაადგინა რაზმიუზდან მჴედართაგან ნაბუქოდო[ნოსო]რისთა, დაარღჳვნა ზღუდენი იერუსალემისანი, დაწუა ცეცხლითა და წარიღო ყოველივე განძი და ჭურჭელი და წიგნები.
XLII. და სჳმიონ მღუდელთმოძღუარი წარიყვანეს მათ თანა მთავრად მღუდელთმოძღუართა და მჴედართა. და ევედრა სჳმიონ წიგნებისათჳს, რაჲთა არა დაწუან, და მათ ეგულებოდა დაწუაჲ. მაშინ შეკრიბა სჳმიონ მღუდელთმოძღუარმან წიგნები და შთადვეს ჯურღმულსა. და აღავსო საცეცხური ცეცხლითა და დაასხა საკუმეველი, შთაჰკიდა ზედა წიგნებსა და დაწერა ზედა დარღუევაჲ იერუსალემისაჲ და ყოველი, რაჲცა წარეღო. და დაწერა ზედა გოდებაჲ და ტირილი იერუსალემისი, შემდგომად ოცისა წლისა - და იერემიაჲსი. დადგა ოზია მეფედ იერუსალემს, ვითარცა აფუცა იერემია წინასწარმეტყუელმან.
და მიერ დღითგან დაიჴსნა წერაჲ ებრაელთა და [ასურთაჲ] ნათესაობისათჳს მამათა და ტომთაჲსა. და ვერღარა შეუძლეს ჭეშმარიტად გამოთქმად მამათა, თუ რომლისანი არიან, ვინაჲთგან დაირღუა იერუსალემი. და ვიდრე აქამომდე არღარა არის წერაჲ ნათესავთაჲ ჭეშმარიტი, გარნა მამათმთავართაჲ, და ვერცა შემძლე არიან განჩინებულად და არცა იციან ნათესავი სამღუდელოჲ.
ხოლო იოაქ(აზ) პყრობილ ყვეს ბაბილოვანს ოცდათხუთმეტ წელ. და მეფემან ბაბილოვნელთამან [წარავლინა] მარდუქე და გამოიყვანა იოაქაზ საპყრობილისაგან, ეზრახა სიტყჳთა კეთილითა და ისერეს ერთად. და ვითარცა-იგი მივიდა საპყრობილოჲთ, შეირთო დედაკაცი ღალიური, ასული ელიაკიმისი, და შვა მისგან სალათიელ ბაბილონს. და მოკუდა იოაქაზ და შეირთო სალათიელ ასული ქელკიაჲსი და არა ესუა შვილი ბაბილოანს.
და დღეთა იო[ა]ქაზისთა, მეფისა იუდაჲსთა, მეფობდა ბაბილონს ზედა ქურის სპარსი და შეირთო დაჲ ზორაბაბელისა. მაშინ ევედრა ზორაბაბელ ქურის, რაჲთა უკუნ-აქცინეს ძენი ისრაელისანი იერუსალემს. ხოლო ქურის უყუარდა დაჲ მისი და ყო ნებაჲ ცოლისა თჳსისაჲ. მაშინ ქადაგა ქურის ბაბილონს, რაჲთა შეიკრიბნენ. ჰრქუა ქურის ზორაბაბელს: „აღდეგ და წარიყვანე ერი შენი და წარვედ იერუსალემად მშჳდობით და აღაშენე ქალაქი მამათა თქუენთაჲ“. და მეფემან ქურის ამისთჳს უკუნ-აქცივნა ისრაელნი იერუსალემს, რამეთუ თქუა ღმერთმან, ვითარმედ: „მონაჲ ჩემი ქურის დიდებასა მომცემს მე, ღმერთსა, რამეთუ თესლი მისი შეერივა დავითისსა მისაქესთჳს, დისა ზორაბაბელისა“. - თქუა ესე ღმერთმან და აღმოვიდეს ძენი ისრაელისანი ბაბილოვნით, და ზორაბაბელ მეფობდა მათ ზედა.
მაშინ ეჩუენა ანგელოზი ღმრთისაჲ ეზრა წინასწარმეტყუელსა და თქუა: „აჰა ესერა, ერი ძეთა ისრაელისათაჲ, რომელნი დგანან წინაშე ღმრთისა ყოვლისა ქუეყანისა“. ვითარცა აღმოვიდა ერი ბაბილოვნით, მეორესა წელსა ქურისსა განსრულდა ხუთი ათასი წელი დასაბამითგან.
XLIII. ვიდრე აღმოვიდეს ძენი ისრაელისანი, და არა აქუნდა წიგნები, არამედ ელოდეს ეზრას ბრძენსა. ვითარცა მოვიდა ეზრა ჯურღმულსა მასთანა, ეცა სული საკმევლისაჲ, რამეთუ აღმოვიდოდა ჯურღმულისაგან. და ვითარცა აღაღო ჯურღმული იგი, პოვა საცეცხური იგი, სავსე ცეცხლითა, და სული საკუმევლისაჲ აღმოვიდოდა. და ვითარცა აღაღო, პოვა წიგნები, რამეთუ მიწაქმნილ იყო. და აღიღო მიწაჲ იგი წიგნისაჲ და სამგზის პირსა შთაიყარა. მაშინ განუღო ღმერთმან სული წინასწარმეტყუელობისაჲ და განაახლნა ეზრა ყოველნი წიგნნი წინასწარმეტყუელთანი. და ცეცხლი იგი, რომელი პოვა ჯურღმულსა მას, იგი იყო ცეცხლი წმიდაჲ სახლსა ღმრთისასა.
მაშინ დაჯდა ზორაბაბელ მეფედ იერუსალემს და იოსაკ, ძე იოსედეკისი, იყო მღუდელთმოძღუარი და ეზრას აქუნდა „დაბადებაჲ“ და წიგნები წინასწარმეტყუელთაჲ. და ვითარცა იხილეს, აღმოვიდეს ძენი ისრაელისანი ბაბილოვნით, ყვეს პასექი. და ესე პასექი [მესამე] ყვეს ძეთა ისრაელისათა, რამეთუ სამ გზის აღასრულეს ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა: პირველად ერთი - ეგჳპტეს ცხორებასა მოსესსა და [მეორე] - მეფობასა ოსიაჲსსა და მესამე - რაჟამს [აღმოვიდეს ბაბილოვნით]. [მიერითგან] ცუდ იქმნა და განქარდა დღესასწაული [პასექისაჲ] ვიდრე უკუნისამდე.
და უწინარეს ტყუეობაჲ დანიელისი
და რაჟამს მეფობდა ქურის სპარსი, იყო სამეოცდაათ წელ, ვითარცა წინასწარმეტყუელა იერემია. მაშინ იწყეს ძეთა ისრაელისათა შენებად ტაძრისა დღეთა ზორაბაბელისთა, მღუდელთმოძღურებასა იოსია, ძისა იოზდეკისსა, და ეზრა მწერალისასა. განსრულდა შენებაჲ ტაძრისაჲ ორმეოცდაექუსსა წელსა, ვითარცა წერილ არს წმიდასა სახარებასა შინა. და კუალად რომელთამე მათგანთა შებილწეს წერილი წელთა შობისათაჲ და [ვერცა] შემძლებელ არიან ცნობად, ვინ[აჲ] არს დაწყებაჲ თავისა მამათა მათთაჲ, არცა დედათაჲ _ ვინ[აჲ]. შეირთნეს ცოლნი ნათესავ[თა]ნი და დასაბამიცა წელთაჲ დაავიწყდა [მათ]. არამედ ჩუენ, ქრისტიანეთაჲ, არს ჭეშმარიტი ნათესაობაჲ ყოვლისა კაცისაჲ.
ხოლო რაჟამს აღმოვიდეს ძენი ისრაელისანი ბაბილოვნით, შვა ზორაბაბელ აბიუდ, აბიუდ შვა ელიაკიმ, ელიაკიმ შვა აზორ, აზორ შეირთო ცოლი ასულთაგან ასერისთა და შვა სადუკ, სადუკ შვა იოაკიმ, იოაკიმ შვა ელიუდ, ელიუდ შვა ელიაზარ, ელიაზარ შეირთო ცოლი ასულთაგან ფალეგისთა და შვა მატათან; მატათან შეირთო ცოლი ასულთაგან ფინეზისთა და შვნა ორ ძე: იაკობ და იოაკიმ; და იაკობ შეირთო ცოლი ასული აზარიაჲსი და შვა იოსებ, რომელსა მიეთხოვა წმიდაჲ ღმრთისმშობელი მარიამ, რომელმან შვა ქრისტე; ხოლო იოაკიმ შეირთო ცოლი, რომელსა ერქუა ანნა, ასული ფადუკისი, ნათესავი არონისი, და ანნა შვა უბიწოჲ, წმიდაჲ ღმრთისმშობელი, რომელმან შვა ქრისტე.
XLIV. და არავინ დაშთა [ჰ]ურიათაგან, რომელსაცა თანა იპოვა წერილი ნათესავთა შობისაჲ. და რაჟამს აღმოვიდეს ძენი ისრაელისანი ეგჳპტით, თქუეს მათ ტომები ნათესავთა შობისაჲ მამათა მათთაჲ ვიდრე წმიდისა ღმრთისმშობელისა მარიამისამდე. არამედ ჩუენ უწყით ჭეშმარიტად, ვითარმედ მარიამს ჭეშმარიტად განმანათლებელი ეწოდების, ხოლო [ჰ]ურიათა სახელ-სდვეს „ზღუა მწარე“. ამისთჳს დაიწყევნეს [ჰ]ურიანი და დაეყვნეს პირნი მათნი და ვერ იტყჳან, ვითარმედ თესლისაგან დავითისა არისო, თავისა მის წინასწარმეტყუელთაჲსა, და აბრაჰამისა, მამისა ჩუენისა. არამედ [ჰ]ურიათა არა შეიწყნარეს, რაჲთამცა გჳჩუენეს ჭეშმარიტი. მათდა დავიწყებულ არს შობაჲ მამათა მათთაჲ ამისთჳს, [რამეთუ] ორგზის დაიწუა წიგნები მათი: ერთგზის - დღეთა ანტიოქოზისთა, რომელმან შეაგინა ტაძარი ღმრთისაჲ, რამეთუ ჴელ-ყო და უზორა კერპთა ტაძარსა შინა, მეორედ - დღეთა ეროდესთა, რაჟამს-იგი დაარღჳა იერუსალემი. და ამის გამო მწუხარე იყუნეს [ჰ]ურიანი, რაჟამს-იგი ვერღარა პოვეს, თუ ვიეთნი ნათესავნი არიან, არცა შობაჲ მამათა მათთაჲ და რბიოდეს წადიერად, [რაჲთამცა] პოვეს ჭეშმარიტი და ვერღარა შეუძლეს. ამისსა შემდგომად დაწერეს, ვითა ვის უნდა.
არცაღა კუალად წერილთა ეკლესიისათა შეუძლეს ცნობად ნათესავთა თჳსთაჲ ამისთჳს, [რამეთუ] არღარა მისცა ღმერთმან ნათესავთა [ჰ]ურიათა ცნობაჲ ჭეშმარიტებისთჳს გუამისათჳს ადამისა, რაჲთა ვერ ცნან, ვითარ მოიღეს გოლგოთას, და არცა მელქიზედეკისი, თუ ვისი ძე იყო, და არცა ღმრთისმშობელისა, თუ ვინ იყო მამაჲ მისი, არამედ შეიშალნეს. ხოლო ჩუენ, შვილთა ეკლესიისათა, შეუძლეთ დაწერად მეცნიერად ესე <სამეოცდა>სამი ნათესავი ადამისითგან ვიდრე ქრისტესამდე და ზაქარიაჲსი ვიდრე ბარუქისამდე. ესე ერთიცა ვერა ცნეს, თუ ვისი ძე არის, ვერცა წერილთა ასურით, გინა ებრაულით შეუძლეს, რაჲთამცა გამოთქუეს სამართალი. არამედ მოძღუართა თქუეს სამართალი ყოველთა ეკლესიისაჲ, განუყვეს სწავლაჲ ჭეშმარიტი და მოსცეს მორწმუნეთა საჭურველი საბრძოლველად
და კუალად მომეცა მადლი სულისა წმიდისაჲ ნათესაობისათჳს ქრისტესა, რაჲთა განვასრულოთ ნაკლულოვნებაჲ, რომელი დაშთომილ იყო, დავდვა ეკლესიასა საჩინოდ ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისა, საჴსენებლად. შევისწრაფე ესე „ნათესავთა ცხორებაჲ“ უმეტეს ჭეშმარიტებისა და თქუენისა სიყუარულისათჳს და მოწყალებითა ღმრთისაჲთა გაუწყე ამოძიებად ჭეშმარიტებაჲ, უგულებელს-ვყავ ძიებად, ვიდრემდის მივიწივე ძალითა ღმრთისაჲთა. ისმინეთ ჩემი, ძმანო, ესე ნათესაობაჲ, რომელი დაგიწერე თქუენ, არასადა ვინ მითხრა, არცაღა თუ ერთმან წერილმან აჩუენა სხუასა ადგილსა ესრეთ წულილად თჳთეულად მამათა, რომელი არს შობისათჳს ქრისტესსა და განკაცებისათჳს.
შობაჲ მამათმთავართაჲ ადამისითგან ვიდრე ქრისტეს მოსლვადმდე
ესრეთ იყო ტომები ადამისი: ადამ შვა სეით ევაჲსგან; სეით შეირთო კალმანა, დაჲ აბელ მართლისა, რომელი შობილ იყო მის თანა მარჩბივად, და შვა მისგან ენუს; და ენუს შეირთო ასული ძისა სეითისი და შვა კაინან; და კაინან შვა მალალაელ; და მალალ[ა]ელ შეირთო ასული ენონისი და შვა იარედ; იარედ შვა მათუსალა; და მათუსალა შეირთო ასული ენუქისი და შვა ლამექ; და ლამექ შვა ნოე.
და ნოე შეირთო ასული ძისა მათუსალაჲსი, რომელსა ერქუა ტამარა, და შვა სემ; და სემ შეირთო ასული ძისა ენუქისი და შვა არფაგსად; არფაგსად შეირთო ასული ძისა ნოესი, იაფეთისი, და შვა სალლა: სალლა შეირთო ასული ძისა სემისი და შვა ებერა; ებერა შვა არფაგსად; არფაგსად შვა მამაჲ მელქიზედეკისი ფალეგ.
ფალეგ შვა არგუ; და არგუ შეირთო ასული ებერაჲსი და შვა სერუქ; და სერუქ შვა ნაქორ; და ნაქორ შეირთო ასული არგოჲსი და შვა თარა. ხოლო თარას ესხნეს ორ ცოლ: ერთსა ერქუა იონანა და მეორესა - სალმათა, და შვა იონანისგან აბრაჰამ და სალმათისგან - სარრა.
და აბრაჰამ შეირთო სარრა, რომელი შობილ იყო სალმათისგან, ცოლისა მამისა თჳსისა, და შვა მისგან ისაკ; და ისაკ შეირთო ასული ბათოელისი და შვნა ესავ და იაკობ მარჩბივად; და იაკობ შეირთო ასული ლიბანისი და შვა იუდა; და იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან მარჩბივად.
და ფარეზ შეირთო ასული ლევისი და შვა ესრომ; და ესრომ შვა არამ; არამ შეირთო ასული იუდაჲსი და შვა ამინადაბ; და ამინადაბ შეირთო ასული ასერისი, ძისა ესრომისი, და შვა ნასონ; და ნასონ შეირთო ასული არამისი და შვა სალა; და სალა შეირთო ასული ამინადაბისი, რომელსა ერქუა რექაბ, და შვა ბო[ო]ს; და ბო[ო]ს შვა იობედ.
და იობედ შეირთო ასული სალლაჲსი და შვა იესე; იესე შეირთო ასული ბო[ო]სისი და შვა დავით მეფე; დავით შეირთო ცოლი ურიისა და შვა სოლომონ; და სოლომონ შეირთო ნამან ამანელი ასულთაგან ლოთისთა და შვა რობუამ; და რობუამ შვა აბია; აბია შეირთო ასული აბესალამისი და შვა ასა; და ასა შეირთო ურია და შვა იოსაფათ.
იოსაფათ შეირთო მაკათა და შვა იორამ; და იორამ შვა ოქოზია; ოქოზია შვა იორას; იორას შვა ამოსა; ამოსა შეირთო ასული სედეკიაჲსი და შვა <...> იოათამ; და იოათამ შეირთო ასული არესისა და შვა აქაზ; და აქაზ შეირთო ასული ზაქარია წინასწარმეტყუელი-სა და შვა ეზეკია; ეზეკია შვა მანასე; და მანასე შვა ამონ; და ამონ შეირთო ასული აზარიაჲსი და შვა იოსია.
იოსია შეირთო ასული იერემია წინასწარმეტყუელისა და შვა არიოხნა, ხოლო არიოხნას არა ესუა შვილი და ნაცულად მისა მეფობდა ძმაჲ მისი. და არიოხნას დაეტევა ცოლი მიდგომილი და შვა იოაკიმ; იოაკიმ შვა იოაქის; იოაქის შვა ბალიქის; ბალიქის შეირთო ასული ელკანისი და შვა ზორაბაბელ.
და ზორაბაბელ შეირთო ასული ეზრაჲსი და შვა ელიუდ; [ელიუდ შეირთო ასული სედეკიაჲსი და შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა ნაინ; ნაინ შვა ელიუდ]. და ელიუდ შეირთო ასული ელისი და შვა აზარა; და აზარა შეირთო ასულთაგან ლევისთა და შვა მატათან
მატათან შეირთო ასულთაგან ფინეზისთა, რომელსა ერქუა [სახუთ] და შვნა ორ ძე: იაკობ და იონეხ[ა]ნ, რომელსა ერქუა იოაკიმ; და იაკობ შეირთო ასული აზარისი და შვა იოსებ, რომლისა მითხოვილ იყო წმიდაჲ ქალწული მარიამ, რომელმან შვა ქრისტე.
ხოლო იოაკიმ შეირთო ასული ფადუკისი, ძისა ზორისი, და ანნა შემდგომად სამეოცისა წლისამან შვა მარიამ ქალწული, რომლისაგან ჴორციელ იქმნა ქრისტე, ღმერთი ჩუენი.
და იოსების თანა გამოჩნდა მადლი, [რაჲ]თა მან მოიყვანოს მარიამ. ამისთჳს უსწრო ღმერთმან მეცნიერად, რამეთუ იცოდა, ვითარმედ მარიამს განაძებენ [ჰ]ურიანი ტაძრით, რაჲთა დაუტეონ იოსების თანა, მამის ძმის წულისა თჳსისა, და იგი იურ[ვ]ოდა მას.
იხილეთ აწ, ვითარ ანნა ნათესავისაგან აჰრონისა იყო და [იოაკიმ]ტომისაგან აბრაჰამისა და დავითისა იყო. და ამის ორისა - სამღუდელოჲსაგან და სამეუფოჲსაგან - იყო მარიამ უბიწოჲ. აჰა ესერა, აწ [მიგაწიენ] თქუენ ჭეშმარიტებასა, რომელთა ყოველთა ვერ შეუძლეთ მიწევნად ერთისაცა ამის წერილისა. გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ დაეშენა სოფელსა სამოცდასამი ნათესავი ვიდრე შობადმდე ქრისტესა. და მამათმთავარმან იაკობ განიხარა, რაჟამს პოვა შობაჲ მამათა თჳსთაჲ.
და დღეთა ქურაბისთა განსრულდა ხუთი ათასი წელი და ქურაბისითგან ვიდრე ქრისტეს ჯუარცმადმდე განსრულდა ხუთასი წელი, ვითარცა-იგი წინასწარმეტყუელა დანიელ და თქუა ესრეთ, ვითარმედ: [შემდგომად] სამეოცდაორისა შჳდეულისა მოვიდეს ქრისტე და ტყუენვითგან იყოს ხუთასი წელიო. და მიერითგან შეიწრდეს [ჰ]ურიანი. რომელნიმე იტყოდეს: არა მოსრულ არს ქრისტეო, რომელნიმე იტყოდეს: მოსრულ არსო. თჳთეულად ყოველთა წინასწარმეტყუელთა თქმული, ვითარ-იგი ჯერ-იყო, მათ არა ქმნეს, არცა შეიწყნარეს წინასწარმეტყუელებაჲ დანიელისი, არა სარწმუნო არსო. ზოგნი იტყჳან [წინასწარმეტყუელებაჲ დანიელისი] განსრულებულ არსო და ჟამნი წარსრულ არიანო და ქრისტე [ჰ]ურიათა მოკლესო და იერუსალემი, ქალაქი წმიდაჲ, აოჴრებულ არსო, რაჟამს-იგი ვესპასიანოს და ტიტე დაარღჳეს.
XLV. არამედ თქუენ, [ძმანო] ჩემნო სწავლისმოყუარენო, ისმინეთ ჩემი და გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ ორმეოცდამეოთხესა წელსა აგჳსტოს კეისრისასა იქმნა შობაჲ ქრისტესი ბეთლემს [ჰ]ურიასტანისასა, რომელ არს ქალაქი იუდაჲსი, ვითარცა წერილ არს წმიდასა სახარებასა შინა, და უწინარეს ორისა წლისა [შობისა ქრისტესისა] იხილეს მოგუთა ვარსკულავი უცხო სახედ: ვითარმედ ვარსკულავი ბრწყინვალე რბიოდა წინაშე მათსა უმეტეს ყოველთა ვარსკულავთასა, რამეთუ ქალი ქალწული, ჭაბუკი, შუა ვარსკულავსა ჯდა და აქუნდა ყრმაჲ წიაღთა და ედგა თავსა გჳრგჳნი. მაშინ იწყეს მოგუთა თუალვად და რიცხუად, ვითარმედ ყოველი განგებაჲ მათი ვარსკულავითა იყო.
ვითარცა იხილეს მათ ვარსკულავი იგი, შეეშინა მათ შიშითა დიდითა და წარმოემართ-ნეს ქუეყანისაგან სპარსეთისა, რამეთუ ჰგონებდეს იგინი, ნუუკუე მეფე [იონთაჲ] მოვალს ქუეყანასა მათსა, რაჲთა დაიპყრას ქუეყანაჲ ნებროთისი. მაშინ გამოიწულილეს წიგნთა მათთაგან და პოვეს ჭეშმარიტი, რამეთუ ზეცით გარდამო არს. რამეთუ რბიოდა მთიები იგი, რომელსა ეწოდა მოგუთა და ქალდეველთაგან იბარგაჲ, რამეთუ უსწრო და ასწავა ძალი საქმისა მის, რომელი ყოფად იყო. რამეთუ წარიკითხეს წიგნი ხილვათაჲ ნებროთისი, პოვეს, ვითარმედ მეფე შობად არს [ჰ]ურიასტანს, [და ყოველი გზაჲ განაგეს] ხილვისა მათისაჲ, რომელი შეიწყნარეს სწავლაჲ მამათა მათთაგან. მაშინ შთამოვიდეს აღმოსავლით [და აღმოვიდეს] [ჰ]ურიასტანისა [მთასა]. ესენი ვითარცა გამოვიდეს, აღიღეს მათ თანა ოქროჲ, მური და გუნდრუკი. ესე გაუწყე თქუენ, ძმანო, რამეთუ მათ არა უწყოდეს განგებაჲ მაცხოვრისა ჩუენისაჲ, არამედ მის შესაწირავისა გამო ცნეს, ვითარმედ ოქროჲ სამეუფო არს, მური სამკურნალო არს, [გუნდრუკი სამღდელო არს]. ამით გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მეუფე არს და მკურნალი, [და] მღუდელი არს ესე.
ხოლო რომელთა მოიღეს ძღუენი ესე, მეფენი იყვნეს და შვილნი მეფისანი - ჰირმიზა და მაქრზე, ესენი მეფენი სპარს[თა]ნი იყვნეს, და ადრიჯაბან, ძე დალისი, მეფე საბაჲსი, რომლისაჲ არს აღმოსავალი. ვითარ აღმოვიდეს, შეძრწუნდა ყოველი ქუეყანაჲ წინაშე მათსა და შეშინდეს ყოველნი მეფენი ძლიერნი, რამეთუ იყო საქმე მათი ფიცხელ ფრიად. და ვითარცა წარმოემართნეს, ყოველნი ქალაქნი აღმოსავლისანი შეძრწუნდეს წინაშე მათსა. და ვითარცა შემოვიდეს იერუსალემს, შეიძრა მათგან იერუსალემი, და [ჰ]ეროდეს შეეშინა, რაჟამს შევიდეს მოგუნი, და უნდა, რაჲთამცა მიზეზი მათი წინაჲსწარ ცნა, რამეთუ იურვოდა ფრიად. და ვითარცა ცნა, აზრახა მათ და ჰრქუა: „წარვედით და გამოიკითხეთ ყრმისა მისთჳს შობილისა!“ იჴუმია გამოწულილვაჲ სივერაგითა და ესრეთ ჰრქუა, ვითარმედ: „ოდეს ჰპოვოთ, მოვედით და მაუწყეთ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას“. ესე იყო მანკიერებაჲ გულსა მისსა და [ბაგითა თჳსითა რეცა თაყუანის-სცემდა].
XLVI. და იყო [ჰ]ურიასტანს ზარი დიდი, ვითარცა აღმოვიდეს [ჰ]ურიასტანს მოგუნი. მათ ჟამთა იყო აგჳსტოს კეისრისაგან წერაჲ ნათესავთაჲ, და [ჰ]ეროდე უცალო იყო. და ეშინოდა ჰეროდეს მოგუთა მათგან, ნუუკუე მოგუებრივ[ი] სახელი უწოდონ ჰეროდეს.
და ესე იყო ჩუეულებაჲ მოგუთაჲ, რამეთუ წარმართნი არიან, ოდეს დაკლიან საკლავი და უგებდენ უკუე ღმერთთა მათთა, შეიმოსიან ორფერი და ორგუარი: სამეუფოჲ სამოსელი შინაგან და ზედა მისსა სამოსელი საზორავი სამღუდელოჲ მოგუთაჲ, და ეგრეთ უგიან ღმერთთა მათთა. მოგუთა სამოსელი ორსახე არს, და ესე შეიმოსეს და ეგრეთ შეწირეს ქრისტესა შესაწირავი.
და ვითარცა შევიდეს იერუსალემს მოგუნი, დაეფარა მათგან ვარსკულავი იგი, ამისთჳს აიძულეს კითხვად კაცთა შობაჲ მეუფისა მის. და რაჟამს გამოვიდეს იერუსალემით ჰეროდესგან, კუალად იხილეს ვარსკულავი იგი, რომელი წინა უძღოდა მათ გზასა. და ვითარცა გამოუჩნდა, განიხარეს. და ვიდოდა მათი იგი წინამძღუარი წინაშე მათსა, ვიდრე-მდის შეიყვანა ქუაბსა ბეთლემისასა. და ვითარცა შევიდეს, იხილეს ყრმაჲ იგი შეხუეული მჩურითა, მწოლარე ბაგასა. და უკჳრდა ფრიად ამისთჳს.
და ვითარცა აღმოვიდოდეს მოგუნი გზასა, იტყოდეს ურთიერთარს: „აწ მოვედით და ვიხილოთ საკჳრველი - პატივი დიდი, ვითარცა არს შობაჲ მეფეთაჲ. და იყოს პალატი მეფისა მოსხმული ოქროჲს ფიქლითა და სამოსლითა აღმატებულითა მეფე მჯდომარე; და ძე მეფისა შობილი შეხუეული იყოს სამოსლითა პორფირითა სიქადულითა; მონანი და მსახურნი დგენ წინაშე მისსა და შარავანდედნი შესწირვიდენ მისსა ძღუენსა. და ტაბლაჲ განმზადებულ იყოს ყოვლითა სანოაგითა და ყოვლითა ნაყოფითა, საჯდომნი ძოწეულნი - ოქროჲთა და ვეცხლითა, და მონანი მეუფისანი მსახურებდენ ყრმასა“. ამას ყოველსა განიზრახვიდეს მოგუნი გზასა და ჰგონებდეს, რაჲთა იხილონ მათ. არამედ უაღრესი ამისსა იხილეს, ვითარცა შევიდეს ქუაბსა მას. იხილეს იოსებ ბერი ოდენ, მარიამ და ყრმაჲ. იყვნეს დაკჳრვებულ, რაჟამს არარაჲ ეგევითარი იხილეს, რომელსა ჰგონებდეს ძისა თანა მეუფისა. არამედ არა შეორგულდეს, არცა გარდააქციეს სარწმუნოებაჲ მათი, რაჟამს იხილეს სიგლახაკესა შინა, არამედ წარდგეს შიშითა და ძრწოლითა, შეურდეს და თაყუანი-სცეს წინაშე მათსა პატივითა დიდითა და შეწირეს ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.
ხოლო მარიამ და იოსებ გულკლებულ იყვნეს, [რაჟამს] არარაჲ აქუნდა მათ, რაჲთა დაუგონ და აჭამონ. ხოლო [მოგუთა მათ] გულისჴმა-ყვეს, [ვითარმედ] არარაჲ აქუს ნუგეში-ნისსაცემელი, თჳსისა საგზლისაგან გამოიღეს და ჭამეს.
და ჯერ-იყო მერვესა დღესა წინადაცუეთაჲ, ვითარცა [წესი] იყო ძეთა ისრაელისათაჲ. ხოლო ქრისტე [ვითარცა] სჯულსა შეიწყნარებდა წინადაცუეთა[სა], დაიცჳთა ჭეშმარიტად სჯულისაებრ, გარნა არარაჲ გამოეჴუა ასოთა მისთა. არამედ ემსგავსა ჴრმალსა ღებულსა, რომელი გამოავლიან ალსა ცეცხლისასა და განკუეთის ალი და არა ევნის ცეცხლსა მახჳლისაგან და არცა განყვის რაჲ თჳსაგან. აჰა ესერა, ყო ქრისტემან: წინადაცუეთაჲ შეიწყნარა ჭეშმარიტად, გარნა არარაჲ განეღო მისგან, გინა განვარდა.
ხოლო მოგუთა დაყვნეს დღენი რაოდენნიმე და ხედვიდეს ანგელოზთა, ზეცით გარდამომავალთა, და ესმოდა გალობაჲ ანგელოზთაჲ შესხმითა და რწმენა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, და ღმერთი გარდამოსრულ არს და შეუმოსიან ჴორცნი კაცობრივნი. მაშინ მოგუნი შეურდეს და თაყუანი-სცეს, და წარემართნეს ქუეყანად თჳსად სხუასა გზასა უდაბნოდ, ვითარცა ჰრქუა მათ ანგელოზმან ღმრთისამან ძილსა შინა.
XLVII. ხოლო ამას კაცნი მრავალნი სიტყუას-უგებენ ურთიერთას და ეჭუენ საქმესა და იტყჳან: „უკუეთუ ქრისტემან წინა-დაიცჳთა, რაჲსათჳს არა დასცჳთეს ქალაქსა [ჰ]ურიასტანსა, სადა [ჰ]ურიანი დაიცუეთენო?“ დაწერა, მუნვე არის: „ჰე, ჭეშმარიტად წინადაიცჳთა“. ხოლო მათ დღეთა იყო ყოველი კაცი უცალო წერისათჳს პირისა, ვითარცა წერილ არს სახარებასა ლუკაჲსსა. და ყოველი [კაცი] ეკუეთებოდა აქა და იქა და ვერ გულისჴმა-ყვეს ქრისტესთჳს, ვითარმედ რაჲ უკუე არს. და მას ჟამსა ჰეროდე არა მოსრნა ყრმანი, რამეთუ უცალო იყო.
და ვითარცა განსრულდა ორმეოცი დღე, შევიდა ქრისტე ტაძრად და მიიქუა სჳმიონ მღუდელმან, ბერმან, მოხუცებულმან დღეთა, ძემან ისონისმან, ძისა იოზადიკისმან, რომელი აღმოსრულ იყო ტყუეთა თანა ბაბილოვნით. და იყო სჳმიონ ხუთასისა წლისა, რაჟამს მიიქუა ქრისტე ჴელითა მისითა. მას ჟამსა ჰრქუა ანგელოზმან [იოსებს], ვითარმედ: „წარი-ყვანე მარიამ [და] ყრმაჲ ეგე და წარვედ ეგჳპტედ!“ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: „ეგჳპტით უწოდე ძესა ჩემსა საყუარელსა“. და ვითარცა შევიდა ეგჳპტეს, [არა უკ-მოიქცა, ვიდრემდის] არა მოკუდა [ჰ]ეროდე.
ვითარცა განსრულდა ერგასისი დღე უცალოებასა შინა წერისათჳს, რომელი ვთქუ პირველ, და ვითარცა დაწერეს ყოველი წიგნები, დაბეჭდა [ჰ]ეროდე და მიუძღუანა აგჳსტოს კეისარსა, და წარვიდა ყოველი კაცი სოფელსა თჳსსა. მაშინ [ჰ]ეროდეს დაუვარ-და შფოთი ცოლისა თჳსისა [თანა] და შვილთა. და მოკლა ცოლი თჳსი და შვილთა მოკლვისათჳს წარვიდა [ჰ]რომს კეისრისასა. და ვითარცა მოიღო ბრძანებაჲ კეისრისაგან შვილთა მოწყუედისა, მოვიდა და მოსრნა შვილნიცა. მაშინღა მოეჴსენა მოგუთა მოკიცხვაჲ ყრმისა [მის] მეუფისათჳს, წარავლინნა ბეთლემს და მოსწყჳდა ყოველი ყრმები ბეთლემისა [და] სანახებთა მისთაჲ. მაშინ წარავლინნა მტარვალნი მოკლვად იოვანე ნათლისმცემელისა, ხოლო იგი ლტოლვილ იქმნა დედითურთ უდაბნოდ და კლდემან შეიწყნარა იგი. წარავლინა [ჰ]ეროდე და მოკლეს ზაქარია ტაძარსა შინა, წინაშე საკურთხეველსა.
მას ჟამსა ეწია [ჰ]ეროდეს რისხვაჲ ღმრთისაჲ და მატლი დაესხა უბადრუკთა ჴორცთა მისთა და ეგრეთ აღესრულა. და აღმოჰჴდა უბადრუკი სული მისი ამისთჳს, რამეთუ ამცნო არქელაოზს, ძესა თჳსსა, და სალომეს, დასა თჳსსა, ვითარმედ: „რაჟამს მოვკუდე, გამოიყვანენ[ით] ყოველნი პყრობილნი და მოსრენით!“ რამეთუ [ჰ]ეროდეს ყოვლისა ნათესავისა[გან] თჳთოჲ საპყრობილესა შეეყენა. რაჟამს დასნეულდა, და თქუა: „ოდეს მოვკუდე და თქუენ იგლოვდეთ, მრავალნი იხარებდენ სიკუდილსა ჩემსა. არამედ მოსრენით ყოველნი პყრობილნი, რაჲთა არა იხარებდენ სიკუდილსა ჩემსა და თქუენ მწუხარედ [იყვნეთ], [არამედ] იგინიცა იგლოვდენ“.
მაშინ იყო ტყებაჲ დიდი იერუსალემს და არა დაშთა სახლი [ჰ]ურიათაჲ, რომელი არა იგლოვდა, ვითარცა-იგი იყო დღეთა მოსე წინასწარმეტყუელისათა, რაჟამს მოსწყდა ყოველი პირმშოჲ ეგჳპტეს.
XLVIII. მაშინ ახარა ანგელოზმან იოსებს ეგჳპტეს და ჰრქუა მას, ვითარმედ: „[ჰ]ეროდე მოკუდა“. ხოლო იოსებ უკ-მოიქცა. და ვითარცა ცნა, ვითარმედ არქელაოზ მეფობს, შეეშინა და წარვიდა ნაზარეთს და მუნ იყოფოდა ამისთჳს, რაჲთა ქრისტესა ნაზარეველ ეწოდოს. და აღმოვიდიან წლითი-წლად იერუსალემს.
და ვითარცა იყო ქრისტე ათორმეტისა წლისა, იწყო დაჯდომად მღუდელთა თანა ტაძარსა შინა და შემდგომად წელთა რაოდენთამე იქმნა მღუდლად. და მისცეს წიგნი და იკითხა. და რაჟამს იქმნა ქრისტე ოცდაათისა წლისა, ნათელ-იღო იორდანესა შინა იოვანესგან.
ხოლო იოვანე იყო უდაბნოთა იორდანისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. და იყო მისა საჭმელად მკალი და თაფლი ველისაჲ [მკალი], რომელ არს გული მცენარე ფინიკისაჲ, რამეთუ ვითარცა სულიერი იზარდების თავსა ხისასა, და თაფლი, რომელ არს ცხენისა ფაფარი და ბერძულად ეწოდების მელაღრიო.
ხოლო ათცხრამეტსა წელსა მეფობასა ტიბერის კეისრისასა ჯუარს-ეცუა ქრისტე წელთა ხუთ ათას ხუთასთა. რამეთუ ეხარა ქალწულსა მარიამს ქალაქსა ნაზარეთსა დღესა კჳრიაკესა და მიიწვინა ბაგასა და მიიქუა სჳმიონ ტაძარსა სოლომონისსა. დღესა ხუთშაბათსა უჩუენა დიდებაჲ თჳსი და ნათელ-იღო იორდანეს, და ეცხო ნელსაცხებელი სახლსა სჳმიონ კეთროვნისასა; და სცეს თავსა ლერწმითა სახლსა კაიაფაჲსსა, და ჭამა პასექი მოწაფეთა თანა, და პყრობილ ყვეს სახლსა ანნაჲსსა. და სცეს შოლტითა კრებულსა შორის წინაშე პილატესსა.
დღესა პარასკევსა, თუესა აპრილსა ერთსა, ათხუთმეტსა მთუარესა შეკრბეს მის ზედა ყოველი თესლები და ესე ყოველი ვნებაჲ ჩუენთჳს თავს-იდვა ქრისტემან.
დღესა პარასკევსა, პირველსა დღესა შექმნა ღმერთმან ადამ მიწისაგან ქუეყანისა; დღესა პარასკევსა, ჟამსა პირველსა დღისასა, შეიწყნარა [ქრისტემან] ნერწყუაჲ პირისა თჳსისაჲ [ძეთაგან] ისრაელისათა.
დღესა პარასკევსა, ჟამსა მეორესა, ყოველნი ნადირნი და პირუტყუნი შევიდეს წინაშე ადამისსა, რაჲთა უწოდოს სახელები მათი. და იყვნეს იგინი წინაშე ადამისსა თავმოდრეკით; დღესა პარასკევსა, ჟამსა მეორესა, გარე-მოადგეს [ჰ]ურიანი ქრისტესა და იღრჭენდეს კბილთა მათთა.
დღესა პარასკევსა, ჟამსა მესამესა, დაედგა პატივი, ვითარცა გჳრგჳნი, თავსა ადამისსა და მასვე ჟამსა დაადგეს თავსა ქრისტესსა ეკლისა გჳრგჳნი.
დღესა პარასკევსა, ჟამსა [მეოთხესა] შევიდა ადამ სამოთხესა; და მასვე ჟამსა გუემდეს [ჰ]ურიანი <ქრისტეს> წინაშე პილატესა, ფარისეველნი და მღუდელთმოძღუარნი განი-კითხვიდეს.
დღესა პარასკევსა, ჟამსა მეხუთესა, მიეახლა ევა ხესა მას ურჩებისასა; და მასვე ჟამსა აღვიდა ქრისტე ხესა მას ცხორებისასა.
დღესა პარასკევსა, ჟამსა მეექუსესა, მისცა ევა ადამს ნაყოფი იგი მწარე; და მასვე ჟამსა შეუზავეს [სასუმელი] ქრისტესა მღუდელთმოძღუართა [ჰ]ურიათა.
დღესა პარასკევსა, ჟამსა მეექუსესა, განშიშულდა ადამ და დაიმალა ქუეშე ხესა მას; და მასვე ჟამსა აღვიდა ქრისტე შიშუელი ჯუარსა ზედა. და გუერდისაგან ადამისა მარ-ჯუენისა გამოვიდა ევა, დედაჲ, რომელმან შვა სიკუდილი; და გუერდისაგან ქრისტესა გამოვიდა ნათლისღებაჲ, რომელი შობს ცხორებასა.
დღესა პარასკევსა მოკუდა ადამ და დღესა პარასკევსა ცხოვნდა; დღესა პარასკევსა ცოდეს ადამ და ევა და მასვე დღესა შეუნდო ცოდვაჲ მათი; დღესა პარასკევსა ეუფლა სიკუდილი და დღესა პარასკევსა დაიჴსნა სიკუდილისა ჴელმწიფებაჲ.
დღესა პარასკევსა გამოვიდეს სამოთხით ადამ და ევა, დღესა პარასკევსა აღმოვიდეს ჯოჯოხეთით; დღესა პარასკევსა განშიშულდა სამოსლისაგან დიდებულისა, დღესა პარასკევსა შეემოსა ნუგეშინისცემაჲ; დღესა პარასკევსა შეკრიბნა ეშმაკმან კაცნი, დღესა პარასკევსა გამოუხუნა ქრისტემან და არცხჳნა ეშმაკსა და დაჴსნა მძლავრებანი მისნი.
დღესა პარასკევსა გამოჴდეს ადამ და ევა და დაეჴშა კარი სამოთხისაჲ; და შევიდა [ავაზაკი] და ეტჳრთა სახე ჯუარისა. დღესა პარასკევსა მიეცა ქერობინსა მახჳლი იქცევი-სი, რაჲთა სცვიდეს სამოთხესა; დღესა პარასკევსა მახჳლი უგმირეს ქრისტესა და განეღო ზღუდე სამოთხისაჲ.
დღესა პარასკევსა მიეცა ადამს მეფობაჲ, მღუდლობაჲ და წინასწარმეტყუელობაჲ; დღესა პარასკევსა დამდაბლდა ქრისტე ფრიად. დღესა პარასკევსა, ჟამსა მეცხრესა, გარდა-მოვარდა ადამ ქუეყანად სიმაღლისაგან სამოთხისა; და მასვე ჟამსა გარდამოჴსნეს ჯუარი-საგან ქრისტე და დადვეს მიწასა ქუეყანისასა.
XLIX. ყოვლითავე ემსგავსა ქრისტე მსგავსებასა ადამისსა, ვითარცა წერილ არს ადგილსა, რომელსა დამარხეს გუამი ადამისი, და მელქიზედეკ მღუდელობდა, და აღიყვანა [აბრაჰამ] ძე თჳსი ისაკი, რაჲთა შეწიროს შუა ქუეყანასა, მუნ დაენერგა ჯუარი ქრისტესი. ვითარცა დანერგეს ჯუარი ქრისტესი თხემსა ზედა ადამისსა, და დამსჭუალეს ქრისტე მას ზედა. და ვითარცა უგმირეს, გამოვიდა სისხლი და წყალი გუერდისაგან მისისა და შთავიდა შუბლსა ადამისსა და ნათელ-იღო მისგან. და ვითარცა ჯუარს-აცუეს ქრისტე [ჰ]ურიათა, დასხდეს ქუეშე ჯუარსა, რაჲთა განიყონ სამოსელი მისი, ვითარცა წერილ არს სახარებასა შინა.
და იყო კუართი მისი ზეით მოქსოვილი, რამეთუ წესი იყო პალესტინელთა: ორი სამოსელი ერთად შეაერთიან და მგურგულად მოქსოვიან, რომელსა არა უნდის ყოვლადვე კერვაჲ, და მას ეწოდა ზეით მოქსოვილი კუართი. რამეთუ უნდოჲ იგი სამოსელი ემოსა ქრისტესა, ვითარცა წერილ არს: „და შემოსეს სამოსელი ძოწეული, ქლამინდი“. ძოწეული უთხრობს სისხლსა, ქლამინდი აუწყებს წყალსა, რომელი გუერდისაგან გარდამოჴდა - სისხლი და წყალი. და შემოსეს ქრისტესა და არა იცოდეს, რასა იქმოდეს.
L. დაადგეს გჳრგჳნი ეკლისაჲ თავსა მისსა და თაყუანის-სცემდეს წინაშე მისსა და ეტყოდეს: „გიხაროდენ, მეუფეო [ჰ]ურიათაო!“ აწ იხილეთ, რამეთუ სიკუდილითა მისითა არარაჲ დააკლდა მეუფებასა მისსა.
რაჟამს-იგი [ჰ]ურიანი [შეილალნეს] ურთიერთას, მაშინ სტრატიოტთა აღიღეს ძოწეუ-ლი იგი, რაჲთამცა განიყვეს. ხოლო სამოსელი იგი იყო, რომელი ებურა კიდობანსა მას სჯულისასა, წმიდასა-წმიდათასა. და ვითარცა გამოჴდა ბჭობაჲ პილატესგან, რაჲთა ჯუარსაცუან ქრისტე, მსწრაფლ შევიდეს [ჰ]ურიანი ტაძარსა და აღჴადეს საბურველი იგი ტაძრისა და საკურთხევლისა მათისაგან, რომელსა ერქუა წმიდა-წმიდათა. ბასრობითა შემოსეს ქრისტესა უსაჴლოჲ იგი, ესრეთ შეჰგვანდა, რამეთუ კიდობანსა მას საიდუმლოჲ ღმრთისაჲ იყო. და აჰჴადეს სამოსელი და შემოსეს ქრისტესა. და მიერითგან განეშორა მადლი საიდუმლო[ჲსა] ღმრთისაჲ [ჰ]ურიათაგან.
სამი მისაცემელი [ჰ]ურიათათჳს მიცემულ იყო ყოვლისა უპირატესი: ერთი - წინასწარმეტყუელობაჲ, მეორე - მღუდელობაჲ, მესამე - მეფობაჲ დავითისგან - ესე ყოველთა უპირატესი, რომელთა [იქადოდეს] წელთა მრავალთა. და დღესა ერთსა მიეღო მადლი და განეშორა ამისგან სამისაგანვე: წინასწარმეტყუელობაჲ ჯუარცმისაგან მიეღო, მღუდელობაჲ - განპებითა ეზოჲსა ტაძრისაჲთა და მეფობაჲ - გჳრგჳნისათჳს ეკლისა მიეღო. და კუალად სული იგი, რომელი განსწმედდა, წმიდასა-წმიდათა[სა] შინა დაუტევნა იგინი და განვიდა მათგან. და ეზოჲ, რომელი [განიხია] კარსა ტაძრისასა და განიპო ორად და პასექი განეშორა მათგან და ვერღარა შეუძლებენ მიერითგან, რაჲთამცა აღასრულეს დღესასწაული.
იხილეთ-ა, რაჲ-იგი ჰრქუა პილატე ჯუარცმისათჳს ქრისტესა? - „უბრალომცა ვარ სისხლისაგან ამის მართლისა!“ და ვითარცა ჯუარს-აცუეს ქრისტე, ნათელი ყოველსა ქუეყანასა დაუშრტა და დაბნელდა სინათლე მზისაჲ და განეფინა სამოსელი ბნელისაჲ ყოველსა ქუეყანასა. ერთი ავაზაკი მარჯუენით და ერთი მარცხენით ჯუარს-აცუნეს.
LI. და ღრუბლითა მიუპყრეს ძმარი, შეზავებული [ნავღლითა]. ვითარცა მკჳდრი იგი ვენაჴისაჲ, ძე მეუფისაჲ ჯუარს-აცუეს. და ღჳნოჲ დამჟავდა და შეაზავეს სასუმელი მწარე და მიუპყრეს უფალსა, რაჲთა სუას. ხოლო უფალსა არა უნდა, არამედ ჰრქუა მათ: „მეცით მე სასუმელი ვაზისაგან ეგჳპტისა!“ რამეთუ უწყოდა მოსე წინასწარმეტყუელმან, ვითარცა აღსრულებულ არს მათ ზედა, რაჟამს-იგი თქუა: „ყურძენი ნაღულისა და ტევანი სიმწარისა“.
LIII. და ვიდრე იყო ქრისტე ჯუარსა ზედა, იოსებ და ნიკოდიმოს შევიდეს წინაშე პილატესა და ჰკითხეს [გუამისათჳს ქრისტესისა] და [მუნ] თქუესვე უბრძანა მიცემაჲ მათ.
მტილსა მას, რომელსა იყო საფლავი ახალი იოსებისი, სამკჳდრებელი იყო ფინეზ მღუდელთმოძღურისა, მამის ძმისწულისა მისისა. ხოლო იოსებ არა [იერუსალემელი] იყო, არამედ დაბისაგან არიმათი[ი]სა და კადნიერ იყო პილატესსა; და ყოველი წიგნი წარსაცემე-ლი, რომელი დაწერის პილატე, ჴელითა იოსებისითა დაიბეჭდოდა. და ვითარცა გარდამოჴსნეს ჯუარისაგან გუამი ქრისტესი, შემურა ნიკოდემოს მურითა და ალოჲთა და გუნდრუკითა. და მოიღო იოსებ სამოსელი სელისაჲ წმიდაჲ, მრავალსასყიდლისაჲ, და შეახჳა და საფლავსა ახალსა დადვა.
და ესეცა გუეუწყა კაცთაგან მეცნიერთა, ვითარმედ საფლავი ეთხარა პირველ ისოს, ძესა ნავესსა, ძუელად თავისა თჳსისათჳს, რაჲთა, ოდეს მოკუდეს, დაეფლას მას შინა. და არღარა რაჲ დაეფლა მას შინა, დაშთა საფლავი ვიდრე ქრისტესამდეო. და ეწოდა საფლავი ახალი, ვინაჲთგან კაცი არა დადებულ იყო მას შინა. კუალად იოსებ [შეკაზმა] თავისა თჳსისათჳს, რაჲთამცა დაეფლა. ამისთჳს ეწოდა საფლავი ახალი იოსებისი. და დადვეს გუამი ქრისტესი და ლოდი დიდი დაადვეს პირსა საფლავისასა.
ესეცა გუეუწყა კაცთა მიერ, ვითარმედ ქვაჲ იგი, რომელი იყო, ვიდოდა წინაშე ძეთა ისრაელისათა, [უდაბნოს] ვიდრეცა ვიდოდეს. ხოლო დადგის ქვაჲ იგი და გამოეცნის წყალნი. და დადგიან ძენი ისრაელისანი და სჳან წყლისა მისგან, ესე ესრეთ იყო. და ქვაჲ იგი დაედვა ისოს, ძესა ნავესსა, მახლობელად საფლავსა თჳსსა, რაჲთა, რაჟამს დაემარხოს, დასდვან კარსა საფლავისასა. და რაჟამს [დადვეს ქრისტე], იოსებ და ნიკოდიმოს დაადვეს ქვაჲ იგი კარსა საფლავისასა. აზრახეს მღუდელთმოძღუართა პილატეს, რაჲთა დაბეჭდონ საფლავსა ბეჭდითა მათითა დასისა თანა. და ვითარცა გარდამოჴსნეს ქრისტე, იოსებ ჯუარისაგან აღიღო ფიცარი იგი, რომელი წერილ იყო ჯუარსა ზედა სამითა ენითა: ბერძულებრითა, რომაელებრითა და ებრაულითა. და ყო ესე პილატე, რაჲთა არა ტყუილ იყოს. ამისთჳს დაწერა პილატე [ენაჲ იგი], რომლითა ბჭობდეს ქრისტეს სიკუდილსა: „და ჯუარს-აცუეს ქრისტე ადგილსა“. ესე სამნი ენანი დაწერნა და გამოაჩინნა ცხადად, რომელთა ზრახეს ჯუარცმაჲ ქრისტესი: ჰეროდე ბერძენი იყო, პილატე [ჰ]რომი იყო, [ანნა და კაიაფა - ებრაელი]. ხოლო ასურთაგან არავინ ეზრახა საქმესა ქრისტესსა.
LIV. და ვითარცა დაფლეს ქრისტე, დასხდეს მცველნი იგი და სცვიდეს. ხოლო დღე იგი იყო პასექისა. გამოვიდა პილატე და მოიღო პური და ღჳნოჲ, მცველთა თჳსთა რაჲთა ჭამონ და სუან. ხოლო იგინი განსცხრებოდეს. მაშინ გარდამოჴდა ანგელოზი იგი, ვითარცა ელვაჲ, საფლავსა და განაღო კარი საფლავისაჲ. ვითარცა იხილეს მცველთა მათ, [დაცჳვეს] გარემო საფლავსა, ვითარცა მკუდარნი პირდაქცევით.
და ვითარცა აღდგა ქრისტე, ეჩუენა სიმონს ოდენ პირველ, ესე კლდე-პეტრე სარწმუნოებისა, და იყო მოწაფეთაგან იოვანე ნათლისმცემელისათა და აწ იქმნა თავ მოწაფეთა ქრისტესთა. მშჳდობით მისცა მცნებაჲ მეორმოცესა დღესა მოწაფეთა თჳსთა და ამაღლდა ზეცად, დაჯდა მარჯუენით მამისა.
მაშინ პეტრე ნათელ-სცა წმიდასა ღმრთისმშობელსა მარიამს და იოვანე მახარებელმან მიიქუა დედაჲ ღმრთისაჲ ქალწული. მაშინ შეკრბეს სიონს და იწყეს მარხვად, ვიდრემდის მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ ნუგეშინისმცემელი და მოსცა ენათა თარგმანებაჲ.
და აჰა, განსრულდა დაწყებაჲ დაბადებისაჲ ადამისითგან ვიდრე ქრისტესამდე, თარგმანებაჲ ნათესავთაჲ და სახელები მამათმთავართაჲ, რომელი კათოლიკე ეკლესიამან შეიწყნარა. და ჩუენ ვადიდებთ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.