Jump to content

აწეწილი ბედი

From Wikisource
აწეწილი ბედი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს ტირილი და კვნესა
ჩემსკენ წამოვა ისევ.
მე შენთან მოვალ დღესაც,
როგორც მწუხარე ქრისტე.

დადის დემონი მთვარის
და ავი ბედისწერა.
მიპყრობს იისფერ თვალის
ასე უღონო მზერა.

მღალავს ქუჩა და კიბე,
როგორც სიზმარი დილის.
ასე აწეწილ ბედით
მინდა გავშორდე თბილისს.

რესურსები ინტერნეტში

[edit]