ახლა ეს ფიქრი შენსკენ არ მოდის
Appearance
ახლა ეს ფიქრი შენსკენ არ მოდის ავტორი: ტერენტი გრანელი |
ახლა ეს ფიქრი შენსკენ არ მოდის,
სადღაც იკივლეს უცებ ქალებმა.
ისევ გაჩნდება წყნარი ამინდი
და ქარი ტყეში დაიმალება.
სადღაც წევს მკვდარი დაუმარხავი
და იქ ვიღაცა ღონდება თანაც.
სადღაც ეზოში უკრავს არღანი
და არღნის ირგვლივ ბავშვები დგანან
თანაც ასე ვწერ და ვგრძნობ უფრო მეტს
ეს იცის მხოლოდ ღამის დარდებმა.
იქ, სადღაც სხედან და საუბრობენ
და ხან დუმილი ჩამოვარდება.