Jump to content

ბავშვების ხმაური ავადმყოფობის დროს

From Wikisource
ბავშვების ხმაური ავადმყოფობის დროს
ავტორი: ტერენტი გრანელი


ავად ვარ, ისევ
მე ავად გავხდი.
ვწევარ და ვისმენ
ბავშვვბის ძახილს.

და ვხედავ საგანს,
როგორც წვალებას.
და ველი სხვაგვარ
გარდაცვალებას.

ჩემს ნაბიჯს გმობენ,
როდის გაჩნდები.
და ხმაურობენ
გარეთ ბავშვები.

ავად ვარ, ისევ
მე ავად გავხდი.
ვწევარ და ვისმენ
ბავშვების ძახილს.

რესურსები ინტერნეტში

[edit]