ქ. პირველვე მოგასწავეს, ყოვლად უხრწნელო, მწყობრმან წმიდამან წინასწარმეტყველთამან: დავით გიწოდა კიდობნად სიწმიდისა, სოლომონ ცხედრად და ესაია ღრუბლად და კვალად მშობლად ევმანუელისა. ხოლო აწ მეცა, მრწმუნებელმან ამათმან, ხელვყავ შემკობად ხატისა შენისა წმიდისა ჩრდილოსა და ყოვლისა აფხაზეთისა კათალიკოზმან ევდემონ, რათა ღირს მყო მარჯვენით ძისა შენისა მდგომარეთა.
ქ. წყალობითა ზეშთა ვიდრემე სახიერისა ღვთისათა, მე, ყოვლისა ჩრდილოეთისა და აფხაზეთისა კათალიკოზმან ევდემონ ჩხეტისძემან მოვაჭედინე და შევამკვე ხატი ესე ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღვთის მშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამისა ძითურთ, თავი ხატი ოქროთა და თუალთა მიერ და მარგალიტთა ბრწყინვალედ განვაშვენე, ხოლო გარეშემო პატივნი და კარნი ვეცხლითა. დავასვენე ტაძრისა წმიდისა ღვთისმშობლისასა ბიჭუინტას, სალოცველად და საუკუნოდ მოსახსენებლად და შესანდობლად და სალხინებლად ცოდვილისა სულისა ჩემისა და ცოდვათა ჩემთა მოსატევებლად. ამინ.
ქრისტე, შეიწყალე სულითა დადიანი მამიაი და მეოხ ეყავ საუკუნოს და ძე მისი დადიანი ლეონ ადიდე ღმერთო ორთავე შინა ცხორებათა. ამინ.
ხოლო მოიჭედა და სრულ იქმნა ხატი ესე ქორონიკონსა სნვ (1568), დასაბამითგან წელთა ჴოვ (1568), ქრისტეს მოსლვითგან წელთა ჩფჲჱ (1568), ინდიკტიონსა ია (11), ხოლო ჩუენ ზედა მეუფებასა ქრისტეს ღვთისა ჩუენისასა.