Jump to content

განშორების ლოდები

From Wikisource
განშორების ლოდები
ავტორი: ტერენტი გრანელი


ათოვლილი სავანე,
თან სურვილი გვიანი.
რჩება ოდნავ დასანანი
ეს დღეები მზიანი.
მალე გავა ზამთარი,
მგონი ვნახავ გაზაფხულს.
ღამე სწოვს, როგორც აფთარი
სულს, ლექსებში დამარხულს
და სიზმრების მორევი
ჩემთან მოდის გოდებით.
მძიმეა განშორების
თოვლიანი ლოდები.

რესურსები ინტერნეტში

[edit]