ჩვენ, მჴეციძემან ფირან და თანამეცხედრემან ჩვენმა აბაშიძის ასულმან ელენე, მოვაჭედინეთ ხატი ყოვლად წმიდაი და შევამკევით თვალითა და მარგალიტითა. და შევსწირეთ გლეხნი სამნი: ბეჟანა ბერიძე, ბეჟანა სა(ხ)ეჩიძე, გოგიჩაი ბუბაშვილი. სადღეგრძელოთ ჩვენთვის და ძ[ეთ]ა ჩვენისა და ცოდვათა ჩვენთა საოხად წინაშე ღვთისა. ამინ.
გელათის ღვთისმშობლის ხატი - ფირან მხეცისძის მოჭედილი
შესავალი
[edit]ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ღვთისმშობლის ხატი (საინვ. N 3868), რომელიც ადრე სოხასტერის მონასტერს ეკუთვნოდა
ფირან მხეცისძის მიერ მოჭედილ ღვთისმშობლის ხატს კონდაკოვი აღწერს გელათის სიძველეებში 9 ნომრით (სურათი N 17). გ. წერეთელი ხატს სოხასტერის მონასტრის სიძველეებს მიაკუთვნებს და აღწერს მას 24 ნომრით (წარწერა N 49).
ხატის აღწერა
[edit]9. Икона Божией Матери, стоящей, съ Младенцемъ на левой руке, вышиною 0,70 м. и шир. 0,50 м., серебряная, чеканенная, украшенная разводами по фону и 10 медальонами съ погрудными изображениями Апостоловъ. Грузинская надпись гласить: "Мы, Мхецидзе Пиранъ и супруга наша дочь Абашидзе Елена оковали икону сию и украсили ее жемчугомъ и каменьями, при чемъ пожертвовали ей трехъ крестьянъ: Бежана, Беридзе и др." Лица неизвестны, как неизвестна и самая фамилия Мхецидзе, но икона можеть относиться къ XIII-XIV векамъ.
24. Икона Пресвятой Богородицы съ Младенцемъ на левой руке, длиною в 1 аршинъ, шириною въ 11 1/2 вершковъ. В нимбе Богородицы два яхонта и одинъ рубинъ въ 1 дюймъ въ диаметре и съ бирюзами большого калибра.
ღვთისმშობლის ხატი (საინვენტარო N 3868): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 50 x 70,5 სმ; ღვთისმშობელი გამოსახულია ფეხზე მდგომი, ყრმით ხელში. მარცხნივ და მარჯვნივ ხუთ-ხუთი მედალიონია. ხატი შემკულია უბრალო თვლებით; აშიებზე ყვავილებია გამოსახული.
წარწერა გელათის ღვთისმშობლის ხატზე
[edit]ხატის ქვედა არშიაზე მოთავსებულია სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა:
წარწერის ტექსტი
[edit]დათარიღება
[edit]ხატს და წარწერას ნ. კონდაკოვი ათარიღებს XIII-XIV საუკუნით, ამ დათარიღებას იზიარებს ო. სოსელიაც. მ. ნიკოლეიშვილის აზრით, ამ წარწერის ფირანი მოლარეთუხუცეს სარგის მხეციძის ერთ-ერთი შვილია, რომელიც იხსენიება 1540 წლის გელათის შეწირულების სიგელში.
ჩვენი აზრით ფირან მხეცისძე ან სარგის მხეცისძის შვილია და ან მისი უახლოესი წინაპარი და ამდენად წარწერა XV-XVI საუკუნეებით უნდა დათარიღდეს.
ლიტერატურა
[edit]- 1851 - მარი ბროსე - Rapports - Rap. XI - გვ.45 a
- 1890 - Кондаков Н. П. - Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии - გელათი N 9 - გვ.32
- 1891 - Церетели Г.Е. - Полное собрание надписей на стенах и камнях и приписок в рукописях Гелатского монастыря - N 24 - გვ.256-257
- 1971 - ნიკოლეიშვილი მიხეილ - ქუთაისის მუზეუმის მასალებიდან (ძეგლების წარწერები) - გვ.153-154
- 1973 - სოსელია ოლღა - ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან - წიგნი I - გვ.15