გსიემ № 190-ა
საბუთის აღწერილობა
[edit]დედანი საბუთისა 1582 წ. 03.13. - წყალობის განახლების სიგელი სვიმონ მეფისა ოქონის დეკანოზ ფილიონისადმი
აქვეა მიწერილი საბუთი 1655 წ. - წყალობის განახლების სიგელი მარიამ დედოფლისა ოქონის დეკანოზის შვილ მამუკასადმი
სიძველისაგან გაყვითლებული ქაღალდი, ზომა: 35,5 x 15. დაზიანება: გადანაკეცი ადგილები კიდეებთან დაბერილია, მარჯვენა კიდეზე შეიმჩნევა უფრო ღრმა ნახევები, ზედა კიდის ნახევზე შერჩენილია დასაწყისი ფრაზის - "წყალობითა ღმრთისათა" - გრაფემების ქვედა კიდურები. ეს ფრაზა და პირველი სტრიქონი დაწერილი ყოფილა სინგურით, დანარჩენი ტექსტი შავი მელნით. ხელი მწიგნობრული, ოდნავ მარჯვნივ გადახრილი მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. საბუთი ორენოვანია, - ქართულ-სპარსული. სპარსული ტექსტი მოთავსებულია verso-ზე, რომელიც დაწერილია ძნელად საკითხავი შექასთეს ხელით.
2016 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი IV - გვ.331