გულში დარდია და სულში წვიმა
Appearance
გულში დარდია და სულში წვიმა ავტორი: ტერენტი გრანელი |
გულში დარდია და სულში წვიმა
და მთაზე ქარი გაქვავდა სადღაც.
მე შენ გიმზერდი, ეს იყო წინათ,
მას შემდეგ ახლა, არ ვიცი, სად ხარ.
უკვე დაღამდა, ამოდის მთვარე
და ვიღაც ხარობს შენი შეხებით.
როდის ვიხილავ შენს ციფერ თვალებს
და ჩვენ ერთმანეთს როდის შევხვდებით?