დღე ნელა მიდის
Appearance
დღე ნელა მიდის ავტორი: ტერენტი გრანელი |
დღე ნელა მიდის,
გული ღონდება.
და ისევ ჩიტი
მიახლოვდება.
მინდა ტირილი
და მე ვინთები.
მესმის ჟივილი
ძვირფას ჩიტების.
მე ჩიტი მიპყრობს
და უფრო ვნაღვლობ.
და მინდა ვიყო
ჩიტებთან ახლო.