Jump to content

ეს მოგონება იმ დღიდან ელავს

From Wikisource
ეს მოგონება იმ დღიდან ელავს
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს მოგონება იმ დღიდან ელავს
და ჩემი ლექსი უფრო ლანდია.
მე ისევ მარტო დავდივარ ეხლა,
ისევ ქუჩაში ვხვდები განთიადს.

იყო ეს ღამე და სადღაც ბოდვა,
ხიდან ფოთლები ისევ ცვივიან.
ახლა თენდება, შუქია ოდნავ,
ახლა თენდება და სიცივეა.

რესურსები ინტერნეტში

[edit]