ვაჟა კიკნაძე - ლათინური წყარო XIV ს. საქართველოს შესახებ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები - ტ.243 (ისტორია. ხელოვნებათმცოდნეობა. ეთნოგრაფია) - 1983 წ. - (გვ.95-104)
ვაჟა კიკნაძე - ლათინური წყარო XIV ს. საქართველოს შესახებ
http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/n39/shromebi_243_5/index.html#/94
ნაშრომში გამოქვეყნებულია ადრე ნაკლებად ცნობილი 1330 წლის წერილი სოხუმის (სებასტოპოლის) კათოლიკური ეპისკოპოსის პეტრე გერალდისა ინგლისის კენტერბერის არქიეპისკოპოსისა და სხვა ეპისკოპოსებისადმი.
ნაშრომში მოცემულია წერილის სრული ლათინური ტექსტი და მისი ქართული თარგმანი. თან ერთვის ტექსტის კომენტარები და შესაბამისი ანალიზი, განხილულია აღნიშნულ წერილთან დაკავშირებული ისტორიოგრაფიული მონაცემები.
ეს დოკუმენტი მხოლოდ ერთხელ იყო გამოქვეყნებული XIX საუკუნის შუა წლებში მიუნხენში გამოცემული XIV ს. დასაწყისის ვენეციელი ისტორიკოსის მარინო სანუტო უფროსის წერილებთან ერთად.
შესაბამისად ეს წერილი წარმოადგენს ძვირფას პირველწყაროს XIV ს. I ნახევრის დასავლეთ საქართველოს და ქალაქ სოხუმის ისტორიისათვის.