Jump to content

ვარ ასე მაღლა

From Wikisource
ვარ ასე მაღლა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ვარ ასე მაღლა,
რითმას არ ვეძებ.
და რისთვის ახლა
არ ვარ მთვარეზე.


ფიქრის ცვლილება
და ქარის ნთება.
სისხლი ილევა
და გული კვდება.


შორს ელავს მთვარე,
მე ვარ დევნილი.
თბილისო, გარეთ
ვარ დარჩენილი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]