ვედრება (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)
Appearance
ვედრება (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი ავტორი: ტერენტი გრანელი |
დიდ ღმერთს
ვედრება ჩემი,
ვედრება სხვისი,
ვედრება - ცრემლი,
ვედრება - ნისლი.
ვედრება ნელი,
ვედრება წყნარი,
ვედრება - ხელი,
ვედრება - ქარი.
ვედრება - ცრემლი,
ვედრება - ნისლი,
ვედრება ჩემი,
ვედრება სხვისი.