ვიგონებ სოფელს და განვლილ წამებს
Appearance
ვიგონებ სოფელს და განვლილ წამებს ავტორი: ტერენტი გრანელი |
ვიგონებ სოფელს და განვლილ წამებს,
მაღლა მთვარეა, ელავს ცა უდრო.
ძვირფასო, ვტირი და ყოველ ღამე
ვიღაც უხილავ ქალთან ვსაუბრობ.
ვიგონებ სოფელს და განვლილ წამებს,
გადამაფარე მე შენი კალთა.
არ მეძინება და ყოველ ღამე
ვსაუბრობ ვიღაც უხილავ ქალთან.
ვიგონებ სოფელს და განვლილ წამებს
და ეს გონება გრძნობებს დანებდა.
ძვირფასო, ვტირი და ყოველ ღამე
ვსაუბრობ ვიღაც მარსიანელთან.