ზამთრის დილა
Appearance
ზამთრის დილა ავტორი: გიორგი ლეონიძე |
დროშის ბრდღვიალა ფარჩითა
მზე ბრწყინავს ნარგიზნარევი,
ყინვამ ფანჯრები დაჩითა
ფოთოლნარ ― ყვავილნარებით.
მე კი სულ პატარა ვარდი
ლექსში ვერ გამოვიყვანე
გულს მიღრღნის ეჭვი და დარდი:
მაშ, რისთვის უნდა გიყვარდე?