Jump to content

თვალები ისევ ენთება

From Wikisource
თვალები ისევ ენთება
ავტორი: ტერენტი გრანელი


თვალები ისევ ენთება
და გული გაიპო ორად.
ეს ღამე გაჰქრა, თენდება
და დილა მოადგა გორას.

მწუხარე დღეები ჰქრიან
და დროა, ეს ქალი ვიცნო.
მოვა შემოდგომა გვიან
და მე აღტაცებას ვიგრძნობ.

პირველ პოეტად ვითვლები,
ვხედავ ოცნების მოედანს.
და შემოდგომა ყვითელი
ალბათ სიხარულს მოიტანს.

რესურსები ინტერნეტში

[edit]