Jump to content

კონსტანტინე I-ის საბუთები

From Wikisource

კონსტანტინე I ქართულ სიგელ-გუჯრებში

[edit]

კონსტანტინე I - 1401-1408, [1411] წწ. - მეფეთ-მეფე, ძლიერი, უძლეველი, სოლომონიან-დავითიან-ბაგრატუნიანი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შანშე და შარვანშე, ყოვლისა აღმოსავალისა და დასავალისა მტკიცედ ფლობით მპყრობელი.

ჰყავს:

[სიმამრი] ამირეჯიბი ქუცნა [გაბელიძე] - 1412-1431 წწ. - ქრ.II.208-212,

ძმა მეფე გიორგი VII, (1401 წ. 1450-11/103).

[თანამეცხედრე] ნათია, ამირეჯიბ ქუცნა [გაბელიძის] ასული - 1412-1431 წწ. - ქრ.II.208-212,

შვილები: ალექსანდრე (შემდგომში - მეფე ალექსანდრე I), ბაგრატ, გიორგი (1408 წ. VI.4. Qd:9019, 9022 სას.).

უწყალობა მამული დავით მორჩილაძეს, რომელიც თან ახლდა სამცხეში მაშინ, როცა იგი მისმა ძმამ, გიორგი მეფემ მკვიდრი მამულიდან გააძევა - 1407-1411 წწ. - ქრ.II.216;

განუახლა სასისხლო სიგელი გენათის მეღვინეთუხუცეს ნავროზ ცირღილაძეს, გაუჩინა სისხლის ფასი 120 000 ძველი თეთრი (1408 წ. VI.4. Qd:9019, 9022 სას.);

დაამტკიცა:

  • გიორგი მეფის მიერ ფალავანდ ფალავანდიშვილისათვის მიცემული წყალობის წიგნი - 1401 წ. 1450-11/103;
  • გიორგი მეფის მიერ სვეტიცხოველისათვის ბოძებული თარხნობის წიგნი - 1401 წ. XI.28. 1448-532;

იხსენიება:

  • ბირთველ წამებულისაშვილის შეწირულების წიგნში. მის სააღაპედ ბირთველმა სვეტიცხოველს შესწირა ლეთეთში თავბერისძენი - 1413 წ. 1449-1624,
  • მის სახელზე ქუცნა [გაბელისძემ] ულუმბის მონასტერში გააჩინა ორი დღე აღაპი - 1412-1431 წწ. - ქრ.II.209,
  • იოვანე თბილელის მიერ ნექისძესათვის მიცემულ წყალობის წიგნში ნათქვამია, რომ საყდრისშვილი დანიელ ნექისძე ორჯერ ხლებია ურდოში კონსტანტინე მეფეს. იმ დროს თბილელობა მოშლილიყო. დანიელის დამსახურების გამო კონსტანტინე მეფეს თბილელობა აღუდგენია (1440 წ. III.20.1448-5240),
  • ზევდგინისძეთა საჩივრის წიგნში აღნიშნულია, რომ იგი გაწყრომია თავის შვილს, ალექსანდრეს, რომელსაც თავი ივანე ათაბაგთან შეუფარებია, თვით კონსტანტინე კი ჩალაღანს ლაშქრობისას დაღუპულა (XV ს. ბოლო მეოთხ. Hd-1799),
  • ალექსანდრე მეფის მიერ გელათისათვის მიცემულ შეწირულების წიგნში ნათქვამია, რომ მას უძულური გამოუწირავს გელათისათვის და მის ნაცვლად შეუწირავს ჟორჟოლაძის მამული (1495 წ. Sd-2892),
  • გელათისათვის გამოწირული უძულური მიუცია ჭილაძისათვის, აღნიშნულია ალექსანდრე მეფის სიგელში გელათის მონასტრისადმი ([1489-1510 წწ.] 1449-1585).