Jump to content

ლევან II დადიანი

From Wikisource






ისტორიული პიროვნებები









ლევან II დადიანი

გენეალოგიური ხე


ლევან II დადიანი - ოდიშის მთავარი 1611-1657 წწ.


წყაროები

[edit]

ქართული საბუთები

[edit]

ჩვენ, დადიანმან ბატონმან ლეონ და ტკბილის მამის სანაცვლომან ბატონმან ბიძამ ჩვენმან ბატონმან გიორგი ლიპარტიანმან" შევწირეთ ბიჭვინტისა ღმრთისმშობელს კაკა ჯაიანისეული და მისი შვილის ხუტუ ჯაიანისეული მამული ჭალა, ორი მონასტრით და ცხრა კომლი გლეხით.


  • ამას გარეთ ოდიშს, სადაც მე მოვინდომე, ღალიძგას, ანაკრიას, ფოთს, ჭალადიდს, წყალიგზას, გულველისკარს, ეკალს, საქუჩულორიოს, ჩვენი გამორჩეული მეთევზენი და სხვაი კაცები, ოცდაათი მოსახლეები დადიანმან პატრონმან ლეონ მისდა სადღეგრძელოდ მისის სულისათვის შესწირა და ყოველსა წელიწადსა სულისათვის ტრაპეზი გაიჩინა.
  • ამას გარეთ ღალიძგას სასახლე არ იყო და ბატონის დადიანის ძველი, გაოხრებული სასახლე იყო და ჩვენცა შევეხვეწეთ და ვსთხოვეთ და თვითან ხატსა შესწირა და ჩვენცა დაგვამადლა.
  • ამას გარეთ საქუჩულორიოს ბატონმან დადიანმან ერთი სასახლე ოთხის კვამლის კაცითა მიბოძა მისის საყანითა და საკრეფის მამულითა და მისის ყოვლისფერითა და მე შემიწირავს.
  • ამას გარეთ [ნაგვაზაურს] ბატონმან დადიანმან ბატონის ლიპარტიანის სულისათვის ხუთი კვამლი კაცი, ზოგი იქვე და ზოგი სხუაგან ხატს შესწირა და მე მიბოძა და მე შემიმატებია