მაღალო ცაო, ისევ შენ გიმზერ
Appearance
მაღალო ცაო, ისევ შენ გიმზერ ავტორი: ტერენტი გრანელი |
მაღალო ცაო, ისევ შენ გიმზერ,
იქ, უცხო მხარეში ალბათ მომელიან.
ძვირფასო, ვდგავარ გზაჯვარედინზე
და ვიცი, ჩემი გზა ახლა რომელია.
ისევ აქა ვარ, თუმცა ვარ იქაც,
და ლექსი - გულია, და ლექსი - სისხლია.
სხვაგვარ დუმილით ვუსმენ მუსიკას
და ახლა სიკვდილი ასე ადვილია.