Jump to content

მთვარეში

From Wikisource
მთვარეში
ავტორი: გიორგი ლეონიძე


როდესაც მთვარემ შეანამქერა
უკვდავი ვერცხლით ჩემი სართული,
სადღაც გაისმა ძველი დუდუკი,
ძველი ოქროთი შემოსალტული...

იმ ხმის სევდიან ელვარებაში
აინთო შენი საყურბეჭედი;
გამოკრთა შენი სახე ბრწყინვალე...
მაშინ შევძახე:
წუთო,
შეჩერდი!

რესურსები ინტერნეტში

[edit]