Jump to content

მიქელ

From Wikisource
მიქელ
ავტორი: გიორგი ლეონიძე


„ვეფხისტყაოსნის“ პირველი დამბეჭდველი
მიქელ ვალსა და სიღარიბეში მომკვდარა.

ჩემი ცნობა

შენი სახელი მუდამ მზით არი,
მოსაგონარო მრავალ თაობის!
ვალში მომკვდარხარ, თურმე მდიდარი
რუსთველის პირველ დამბეჭდაობით!

ვინ სთქვა, რომ ლექსმა გაგაღარიბა,
განა იმ ლექსით გულს არ ანთებდი?
გაკვესეს სხივი ცრემლის ღვარებმა,
მოგერტყა შოთას შარავანდედი!

ვალი დაგედო? ვინ დაგემდურა?
შენთან ვართ ვალში, ვალს შენ ვერ ითმენ...
დღეს მომაგონდი უცაბედურად,
შენს მწუხარ აჩრდილს გადავერითმე.

შენი სახელი მუდამ მზით არი,
როგორც მაისის დილის ველობი...
შენ და ღარიბი?
მარად მდიდარი
დარჩები შოთას დამბეჭდველობით...

რესურსები ინტერნეტში

[edit]