მცხეთის საბუთები № 028
Appearance
საბუთის აღწერილობა
[edit]დაკარგულია
დედანი საბუთისააღწერილობა: ნუსხა ი: [10]
- ფონდი 1451 - Книга гуджаров - I - მცხეთ. საბ. № 28, გვ.4
- ფონდი 1451 - IV - გუჯართა აღწერილობის დავთარი - მცხ. საბ. № 28, გვ.4: "დოკუმენტსა ამას აქვს თავი მოხეული და ქაღალდი გაკრული მეორეს პირიდამ, დასაწყისის სტრიქონთან ნახევარი ამოხეულია. აგრეთვე ყოველს დაკეცილებზე სიძველისაგან არის დახეული და ძნელად წასაკითხი. მეთერთმეტე და მეცხრამეტე სტრიქონით საშუალთ არის ჩაწერილი ლექსნი ესე: სულის წ-ის მოსვლასა. მეორეს გვერდზედ მეჩვიდმეტე სტრიქონის თავს ჩაწერილ არს სხვა მელნითა და სხვა ხელითა: ესაბრიშვილი მეცხრამეტე და მეოცეს სტრიქონს შუა სხვა მელნითა და სხვა ხელითა ჩაწერილია: შემოგვიწირავს. სადაც არის ხელჩართული, იგი არის შუაზედ გახეული და ძნელად წასაკითხი ამის გამო".
- 1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.200: "მცხეთის სიგელი № 28 (ნუსხა № ი:), ქაღალდზე მხედრულად ნაწერი".
- 1913 - სარგის კაკაბაძე - ისტორიული საბუთები - წიგნი III- გვ.21: "სიგელი მცხეთისა № 28, დაწერილია ქაღალდზე ზომით 37 3/4 × 16 3/4 სანტ. სიგელს თავი აკლია და ისეც დაზიანებულია".