Jump to content

ნასყიდობის წიგნი უცნობი პირის მიერ მიცემული სარკინის მონასტრის წინამძღვრისათვის

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირი: Ad-1ბ (XIII ს. II ნახ.)

საბუთის შინაარსი

[edit]
ფავნელის დაწერილი

...თეთრსა რა ანგარიში უნდა: კაბარჭითა გარდაუწყე. უკანისა საფასე ემცირებოდა და კიდევე მოგუეშალნის. მივეცით ერთი ჯორი პალარ-კურტამითა, ერთი ცხენი სამასად, ერთი უნაგირი ხუთასად ყუელას მჯობი, ერთი ლაგამი მარგალიტისა ძირით...

მივეცით და მივუბედნიერეთ სარკინისა წინამძღუარსა...

[მოწმეები]: ნიჩბელი, კორინთელი, ვახტანგ ბივრიტელი

საბუთის დათარიღება

[edit]
  • 1892 წელს თედო ჟორდანია საბუთს 909-941 წლებით ათარიღებს. მას საბუთი ერთ მთლიანი საბუთის ასლად მიაჩნია და დათარიღების საფუძველია მასში მოხსენიებული აფხაზეთისა და კახეთის მეფეების ზეობის წლები.
  • ი. დოლიძეს მიაჩნია, რომ ასეთი ზუსტი დათარიღების საფუძველს საბუთი არ იძლევა და ის უნდა დათარიღდეს XIII ს. ბოლოთი, რადგან მიქელ სურამელის მამა ბეგა იხსენება ამ საუკუნის ბოლომდე.
  • კორპუსიც საბუთს XIII ს. ბოლოთი ათარიღებს და საფუძვლად მიაჩნიათ, რომ ბეგა სურამელი საბუთის შედგენის დროისათვის ცოცხალი აღარ ჩანს.
  • 1991 წ. პირთა ლექსიკონის I ტომში (გვ.544) უცნობი პირის მიერ სარკინის მონასტრის წინამძღვრისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნი Ad-1ბ დათარიღებულია XII-XIII სს.-ით.

პუბლიკაცია

[edit]