ნეტავ, რა ძარღვი გიტევდა...
Appearance
ნეტავ, რა ძარღვი გიტევდა... ავტორი: გიორგი ლეონიძე |
ნეტავ, რა ძარღვი გიტევდა,
რომელი საწიგნობელი?
ქართლის გულს გადაეფინე
ყვავილი დაუჭკნობელი.
მზე შენ სიტყვიდან გამოდის,
ხარ უკვდავების იმედი,
უთენებელში, ბნელში რომ
მზიურად გაგვიღიმებდი.
ჩემო სამშობლოვ, ჩემო მთაველო,
რა იქნებოდი ურუსთაველო?