Jump to content

რამდენი წვიმა ჩამოიცალა

From Wikisource
რამდენი წვიმა ჩამოიცალა
ავტორი: გიორგი ლეონიძე


რამდენი წვიმა ჩამოიცალა,
რამდენი წვეთი, რამდენი ცვარი...
მაგრამ გული არ გამოიცვალა
და სიყვარული არი...
არც არი...
ხან შეივსება, ვით ჯამში ღვინო,
ხან იფანტება, როგორც ნაცარი,
ხან აყვავდება, როგორც ღიღილო,
ხან ჩამოდნება, როგორც ანჩხარი,
ხან ჩუმად არი... თითქოს არც არი...
მაგრამ გვსურს იგი კვალად ვიხილოთ,
თუმც გვახსოვს მისი ნაავკაცარი.
ხან კი ჩაგვივლის ველურ კივილით,
როგორც დამლეწი სალმანასარი!
მაშ, ვთქვათ სახსრების ყველა ტკივილით,
ამწვარ ლოყაზე ცრემლის ნაცვარით;
“ერთხელ ვიხილოთ”
დავიღიღინოთ,
ჰეი, არი და...
ვგონებ, არც არის!...

რესურსები ინტერნეტში

[edit]