Jump to content

სასწაულს

From Wikisource
სასწაულს
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ-ცოდვილს,
ლჲუციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს,
ლჲუციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს
და ეხლა მძინარეს.

შეუნდე, შეუნდე ჯოჯოხეთს - ჩემს თვალებს.
შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროტად დაღალულს,
მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს,
მე ველი სასწაულს.