საქართველოს სამეფო-სამთავროების ტრაქტატი
საქართველოს სამეფო-სამთავროების ტრაქტატი ავტორი: სოლომონ ლიონიძე |
ტექსტი
[edit]ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა
ვინაიდან ყოველთავე ივერიელთა მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, იმერისა, ოდიშისა და გურიისათა აქვსთ ერთი მორწმუნეობა, არიან შვილნი ერთისა კათოლიკე ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ მავასხელობითიცა სიყვარული ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვარობით შეკრულთა ურთიერთთა შორის.
ამისთვის ჩვენ ზემოხსენებულად ქვეყანათა ივერიისა და მეფენი და მთავარნი დამამტკიცებელნი საუკუნოსა ამის პირობისა სახელით ყოვლად ძლიერისა ღვთისათა აღვსთქვამთ მტკიცესა ამას ერთობასა, რომელიცა თვითეულად შემდგომთა შინა ჰაზრთა ცხად იქმნების.
უფლის იესო ქრისტეს მონა მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა, ირაკლი მეორე ქრისტიანებრითა თანამდებობითა გარწმუნებთ ყოვლისა საიმერეთოსა მეფესა შვილიშვილსა ჩემსა სოლომონს და მთავარსა ოდიშისა და სხვათა სამთავროთა დადიანს გრიგოლს, და მთავარსა გურიის სვიმეონს და ერთობით თავადთა, აზნაურთა და ერთა ქვემოისა იბერიისა ესრეთ:
მუხლი პირველი
[edit]შევრაცხოთ ყოველი მტერი თქვენი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამეფოსა ჩემისა, და ვიყო მტერი მტერისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.
მუხლი მეორე
[edit]მაქვნდეს ზრუნვა დამშვიდებისათვის ქვეყანისა თქვენისა, და ყოვლისა შეძლებისა ჩემისაებრ ვიყო შემწე თქვენდა წინააღმდგომად მტერთა თქვენთა.
მუხლი მესამე
[edit]ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და დაცვად ძეთა იმერეთისათა ვითარცა მამა საზოგადო მათი.
მუხლი მეოთხე
[edit]უკეთო აღდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა შეძლებისა ჩემისაებრ მზა ვიყო შემწედ თქვენდა.
მუხლი მეხუთე
[edit]უზენაესისა მიმართ მფარველობისა საიმპერატოროსა უმაღლესისა კარისადმი, ვითარიცა მაქვნდეს შეკრულება. ვიყო მწადნელი თქვენდაცა უბედნიერესსა შინა მდგომარეობასა მოყვანებად მფარველობითა ერთბაშად ერთისა უავღუსტესისა კარისათა.
მუხლი მეექვსე
[edit]აღთქმა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობათა თვით ძეთა ჩემთა, თავადთა საქართველოსათა და საზოგადოდ ერთა სჯულვუდებ, საუკუნოდ ერთგავარდ შეერთებასა ამას ქვემოისა ივერისა თანადა ვამცნებ ყოველთავე რათა მტკიცედ ებნენ ზემო აღწერილთა აღთქმათა შინა, ვითარა სჯულთა ზედა ეკკლესიურთა. იყავ ესრეთ ფიცი ვითარცა თანამდებობა ჩემი და ვჰგიე მტკიცედ ხელმიწერისა ამისა ჩემისაებრ.
მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ერეკლე
დედოფალი ქართლისა, კახეთისა და სხვათა დარეჯან
საქართველოს კათალიკოსი ანტონ
ვიცე კანცლერი სოლომონ ლიონიძე
ლიტერატურა
[edit]- ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963