Jump to content

სახლი ტყის პირად

From Wikisource
სახლი ტყის პირად
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ეხლაც ჩემს თვალწინ არის
თქვენი ბინა ტყის პირად
და საღამო მდინარის,
გახელილი ცისფერად.

მთავაზობდით დები ვარდთ
და ამბობდით ლანდებით:
„თქვენ ისეთი კარგი ხართ,
თქვენ პოეტი ბრძანდებით“.

და გავიდა ივლისი,
და მოვიდა, წამებო,
შფოთიანი ტფილისი:
პოეტების სამეფო!