Jump to content

სოხასტერის მაცხოვრის ხატი - სარგის მხეცისძის მოჭედილი

From Wikisource
ქართული სიძველეები





ქართული სიძველეები



სოხასტერის მაცხოვრის ხატი







შესავალი

[edit]

ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია მაცხოვრის ხატი (საინვ. N 3867), რომელიც ადრე სოხასტერის მონასტერს ეკუთვნოდა

ხატი აღწერილი აქვს გ. წერეთელს - სიძველე N 23, წარწერა N 47,48. საინტერესოა, რომ ამ ხატის აღწერა კონდაკოვს არ აქვს მოცემული.

ხატი აღწერილი აქვს აგრეთვე გ. ჩუბინაშვილს.

თ. ჟორდანიას 1523-1524 წწ. ქვეშ გამოქვეყნებული აქვს გელათური სოხასტერის ღვთისმშობლის ხატის წარწერა, რომელიც წარწერის შინაარსის მიხედვით თითქოს ეს ხატი უნდა იყოს და დასახელება მაცხოვრის ხატის ნაცვლად ღვთისმშობლის ხატი შეცდომას უნდა წარმოადგენდეს.

ხატის აღწერა

[edit]

23. Икона литая изъ серебра съ позолотою. Спаситель, сидящий на престоле, благославляетъ миръ, въ левой руке держитъ евангелие; въ нимбе Спасителя три рубина, каждый въ 1 дюймъ м 2 лин. въ диаметре. Икона выш. 0,71 м. и 0,50 м. шир.

მაცხოვრის ხატი (საინვენტარო N 3867): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 51 x 68 სმ; შემკულია სამი თვლით. ხატი დაზიანებულია: გვერდითი მედალიონები და ზედა აშია ავარდნილია.

წარწერა სოხასტერის მაცხოვრის ხატზე

[edit]

მაცხოვრის გამოსახულების ქვემოთ სამ ადგილზე ასომთავრული წარწერაა:

წარწერის ტექსტი

[edit]

მარჯვნივ:
მოლარეთუხუცესსა მხეციძესა სარგისს შეუნდენენ ღმერთმან. ამინ.

მარცხნივ:
ქრისტე ღმერთო, შეიწყალე ფრიად ცოდვილი ოქრომჭედელი ნიკოლა, ანა.

ქვემოთ (დაზიანებული):
...[თანამეც]ხედრესა მისსა, მეფეთა მეფისა ბაგრატისა დისწულსა, ამილახორისა იმარინდოს ასულსა, პატრონისა ელენე ყოფილსა ეკატირინეს, ცოდვანი მათნი შეუნდვეს ღმერთმან და...

დათარიღება

[edit]

მ. ნიკოლეიშვილი წარწერას XVI საუკუნის I ნახევრით ათარიღებს, ხატს გ. ჩუბინაშვილიც XVI საუკუნით ათარიღებს.

ლიტერატურა

[edit]