Jump to content

შენ, ― საქართველოს სიტურფევ...

From Wikisource
შენ, ― საქართველოს სიტურფევ...
ავტორი: გიორგი ლეონიძე


გველამაზება სამშობლო,
მისით გული გვაქვს დამტკბარი,
”გვაქვს უთვალავი ფერითა”
აყვავებული ბაღნარი.
შენ, ― საქართველოს სიტურფევ,
მზესავით ამომავალო.
შენის მადლით და იმედით
გინდაც ხმელეთზე გავალო!
მზეში ჩაძირულ
ცა-ფირუზს
უკვდავი სხივი ნთებია,―
მონაბუქარი მზექარი, ―
თავისუფლების ფრთებია!
შეხედე, მთებზე სწერია:
არ გადვიტაროთ მტერია!
ბევრი გვყოლია მტარვალი,
სამშობლო აუმტვერია!
მაგრამ ვიბრძოდით, ვიღწვოდით,
მკლავით, გულით და გონებით:
”მიღწვიან, მომიგონებენ,
დამლოცვენ, მოვეგონები!”
ასე ყოფილა ძველათვე,
ასე ვყოფილვართ ჩვევადი, ―
ჩვენამდი,
ჩვენს გაჩენამდი,
სულთადგმა - თვალისჩენამდი!
შენ, ― საქართველოს სიტურფევ,
მზესავით ამომავალო,
შენის მადლით და იმედით
გინდაც ხმელეთზე გავალო!

რესურსები ინტერნეტში

[edit]