Jump to content

ჩემი ლოცვა (დავით მაჩაბელი)

From Wikisource
ჩემი ლოცვა
ავტორი: დავით მაჩაბელი
1857; ჟურნალი ცისკარი #6


ღმერთო ჩემო! სვენსა ჩემსა ნუ აღელვებ ჩემდა მკვლელად;
ნუ აღმიღებ დასაცემად, სრბად ნუ მსდევნი საკიცხველად;
სიმშვიდესა ნუ მიმიღებ; ნუ მახარებ საშურველად:
აღმიხილენ თვალნი და მქმენ შენდა ცრემლთა შემწირველად!

მოვედინ სუფევა შენი, ერთა მოჰფინე ნათელი;
გვასწავე შენი დიდება, წმინდა არს შენი სახელი,
მოგვმადლე პური ცხოვრების და უკვდავების სასმელი;
განსაცდელის გან დაგვიხსენ, ვინ ხარ წაწყმედის დამხსნელი!