ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, ღირს მყავ მე საუკუნოსა ცხოვრებასა მეუღლით, ძეებით და ასულით ცოდვილი მონა შენი ბატონიშვილი გიორგი, რომელმან შევამკვი ხატი ესე შენი წმიდა. ამინ! ქრისტესით ჩღოე (1775) წელსა.
ჯრუჭის ღვთისმშობლის ხატი - 1775 წ. გიორგი XII-ის
შესავალი
[edit]ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში N-3196 გ.389 დაცულია ჯრუჭის ღვთისმშობლის ხატი - ღვთისმშობელი ყრმით - ოდიგიტრია, რომელიც 1924 წლის 19 აპრილს ჯრუჭის მონასტრიდან ჩამოიტანა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორმა – ტრიფონ ჯაფარიძემ და დღემდე დაცულია ამ მუზეუმში. ძეგლის აღწერა მოცემულია კოლექტიურ ნაშრომში: ჯრუჭის მონასტრის საგანძური.
ხატის აღწერა
[edit]ზომები: 58 X 40,8 სმ.
შექმნის თარიღი: 1775 წ.
ავტორი/სკოლა: აღმოსავლეთ საქართველო
ჯრუჭის მონასტრისათვის შეწირვის თარიღი: 1823 წ
შემწირველი: ქეთევან წერეთელი, დავით მიტროპოლიტი
მასალა: ხე, ვერცხლი, მოოქრული ვერცხლი, ზეთის საღებავები
ტექნოლოგია: კომბინირებული – ფერწერა, კვერვა, თეგვა, ჭრეთა, რჩილვა, მოსევადებადამოოქროება
ხატის აღწერა: ხატზე წარმოდგენილია „ოდიგიტრიის“ ტიპის ანუ „გზისმაჩვენებელი“ ღვთისმშობლის იკონოგრაფიული სახე. ღვთისმშობელი გამოსახულია წელს ზევით, მარცხენა ხელში უზის ყრმამაცხოვარი. ღვთისმშობელს ხელის მტევანი მიმართული აქვს მაცხოვრისკენ, თავიც ოდნავ დახრილი აქვს ყრმისაკენ. აცვია ტრადიციული სტოლა და მაფორიუმი, რომლის ფაქტურაც მთლიანად დაჩითულია გრავირებული წრეების მეშვეობით, ხოლო შიდა კაბის საყელო და მაფორიუმის ქობა შემკულია ფოთლოვან-ყვავილოვანი ორნამენტებით. მაცხოვრის ჰიმატიონიც ანალოგიურად არისდამუშავებული. ღვთისმშობლის შარავანდის მარცხნივ და მარჯვნივ შესრულებულია ასომთავრული დაქარაგმებული წარწერა: ყ~დ წ~ა. მაცხოვრის შარავანდში ჩაწერილია ჯვარი, რომელზეც ასევე ტრადიციული ბერძნული ასოებიადაწერილი – Ω N O, თავისუფალი არეები შევსებულია სამღეროიანი ფოთლოვანი ორნამენტით.
ჯრუჭის ღვთისმშობლის ხატის ჭედურობაზე წარმოდგენილია „აყვავებული ვაზის“ მცენარეული მოტივი, რომელიც მთლიანად ავსებს ხატის ფონს. ორნამენტის ნახატითავის ის სტილით მოგვაგონებს ბაროკოს ეპოქის დეკორს, თუმცა ის თავისუფლად მოძრაობს ფონზე და არ ტოვებს „დახუნძლულის“, „გადაჭედილის“ შთაბეჭდილებას, განსხვავებით ბაროკოს სტილის ორნამენტისაგან. დასავლური ხელოვნების გავლენა ჩანს ასევე ხატის რეალისტურ ნახატშიც. სახეებზე გამოყენებულია ღია მოთეთრო ფერი, ვარდისფერი შეფაკლება, ყავისფერი კონტურები. თვალები, ცხვირი, ტუჩები, ნიკაპი, ხელები მოცულობითა და არის გადმოცემული. უარყოფილია ტრადიციული მართლმადიდებლური ხატწერის კანონიკა. დასავლური ხელოვნების ნიშნებთან ერთად ხატის მოჭედვის ტექნიკაში შეინიშნება რუსულიჭედური ხელოვნების გავლენაც, კერძოდ, შარავანდების ფონზე ზემოდან დამაგრების ხერხი არ არის დამახასიათებელი ქართული ტრადიციისათვის. ასევე ღვთისმშობლის სამოსის დაჩითული ზედაპირი მას რუსულ ნიმუშებთან აახლოვებს. ასეთი ეკლექტურობა დამახასიათებელია XVIIIს.-ის ქართული ხელოვნებისათვის, რომელიც ამავე დროს ინარჩუნებდა ეროვნულ მოტივებსა და სიუჟეტებს. ქეთევან წერეთლის მიერ შეწირული ხატი ქართული, კერძოდ,დედაქალაქური საოქრომჭედლო სკოლის ნიმუშია. ხატის ზურგზე დაკრული ვერცხლის ფირფიტა მოჭედილია მოგვიანებით დავით მიტროპოლიტის დაკვეთით. ის შემკულია გრავირებული მცენარეულ-ყვავილოვანი ორნამენტებით, რომელთა შორის მოთავსებულია მხედრული წარწერა.
წარწერები ჯრუჭის ღვთისმშობლის ხატზე
[edit]1. გიორგი XII–ის წარწერა ხატის ქვედა აშიაზე, შესრულბული მხედრული ანბანით:
2. ქეთევან წერეთლის (ზურაბ სახლთუხუცესის შვილი, გიორგი XII–ის რძალი, იოანე ბატონშვილის თანამეცხედრე, დავით მტროპოლიტის და) წარწერა ხატის ზურგზე, შესრულებული მხედრული ანბანით:
საუკუნოდ სახსენებლად სულისა ჩემისა შევსწირე მონასტერსა ჯრუჭისასა ხატი ესე ყ~დ წი~სა რომლისადმი მაქვნდა სიყრმიდგან სასოებაიმე, საქართველოს მეფისა გიორგის სძალმან და ასულმან ღენერალ მაიორის კავალერის სახლთუხუცესს ზურაბ წერეთელისამან ქეთევან და ნურავინ მოკვდავთაგანი ხელყოფთ საფლავისაგან ჩემისა გამოღებად ხატისა ამის, რათა არა პასუხისმგებელ იქმნეთ ცოდვისა ჩემისა და არა ებაძოთ ანანიას და საპფირას მხილველნი შენდობას გვიბრძანებდეთ მხევლისათვის რომელიცა აღვესრულეს სახლისა შინა მამისა ჩემისასა, წელსა ჩყკგ (1823) მარტის ი-სა დაუტევე სასურველი მეუღლე ჩემი მეფის ძე იოანე მწირობასა შინა
ლიტერატურა
[edit]- თაყაიშვილი ე., ჯრუჭის მონასტერი და მისი სიძველეები, თბ. 2010.
- ნიკოლეიშვილიმ., ქუთაისის მუზეუმის ეპიგრაფიკული ძეგლები, ქუთაისის მუზეუმის შრომები. კრებული XIII, ქუთაისი 2001
- საყვარელიძე თ., ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, თბ. 1980
- სირაძე რ., „შენ ხარ ვენახი“: ჟ. ჯვარი ვაზისა №4, თბ.1989
- სულაბერიძე დ., ქართული ოქრომჭედლობის ძეგლები ქუთაისის მუზეუმის საგანძურიდან, ქუთაისი 2014
- ქართული მწერლობა, ლექსიკონი-ცნობარი, წიგნი I, თბ. 1984
- ქებულაძე მ., ჯრუჭის მონასტრის ნივთ–სამკაულის ისტორიისათვის, ქუთაისის ისტორიული მუზეუმის შრომები, კრებული XXIII, 2013.
- წერეთელი ი., ჯრუჭის მონასტერი: ჟ. მწყემსი 1886, №28
- M. Brosset, Rapports sur un voyange archeologique dans la Georgie et dans l’ Armenie, execute en 1847-1848, St-Peteresbourg 1851, XII Rapport
- Языкова И.К, Богословие иконы, Москва 1995г.
- Чубинашвили Г., Грузинское чеканное искусство, Тб. 1959, т. 1, т. 2
- http://jruchi.ge/?page_id=34