Jump to content

(არა ვარ, მინდა გამოცოცხლება...)

From Wikisource
არა ვარ, მინდა გამოცოცხლება
ავტორი: ტერენტი გრანელი


არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.

ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება.