(ვაჟაო, დილის მზის სხივო...)
Appearance
ვაჟაო, დილის მზის სხივო... ავტორი: ანა კალანდაძე |
1955 |
ვაჟაო, დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ,
შუაფხოდან რომ მიდიხარ,
გული რად გაგეტირება?
შენ თუ არ იცი მიზეზი,
აბა, ვის ეცოდინება?
გადმოდი, გადმოაშუქე
ლურჯ თხილიანას კალთები.
რა დაშავდება? არც რაი
გნახავ და... გამეხარდები!