(ვინცა გნახოს...)
Appearance
ვინცა გნახოს... ავტორი: გრიგოლ ორბელიანი |
1840 |
ვინცა გნახოს, კვლავცა გნახოს, არ იკმაროს, კიდევ გნახოს;
თუ მოგშორდეს, ცრემლით გძებნოს, და რა გპოვოს მან გაღმერთოს.
მისი სიტყვა, მისი ფიქრი, თუ არ შენდა, არსად იყოს,
შენთან მის დღე ბრწყინვალებდეს, უშენოდა დაებნელოს!