(მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად...)
Appearance
მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად... ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად,
შეკრთა, დაიბანდა...
ცად კი ერთი, კასრის მსგავსად,
მთვარის დისკო ჩანდა.
მგელმა ბატკანს ჰკითხა: კასრის
მსგავსი რაა გარეთ?
ბატკანმა თქვა: ჩემის აზრით,
ცაზე ბრწყინავს მთვარე...
მგელმა ბატკანს (რა გგონიათ?)
გაჰკრა კბილი ბასრი:
როგორ ბედავ იქონიო
საკუთარი აზრი!..