(რაც გადმოირღვა ზვირთები ვრცელი...)
Appearance
რაც გადმოირღვა ზვირთები ვრცელი... ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
რაც გადმოირღვა
ზვირთები ვრცელი,
რაც შემდეგ ღელვა
და გუგუნია,
იფიქრებ: ასი
საუკუნეა
და არა რაღაც
ორმოცი წელი!
ჩემთვის ის წლები
ჩანგის გულია, -
შენი დიადი
ხსენება, ლენინ!
და მძლეველ დროშად
აღმართულია
ეპოქის სახე
ფუძემდებელი.