ქ. სახელითა ყოვლად სახიერისა ღმრთისა, მამისა და ძისა, და სულისა წმიდისაჲთა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲთა, ძლიერებითა ცხოველს-მყოფელისა და პატიოსნისა ჯუარისაჲთა, შეწევნითა ყოველთა ღმრთისა წმიდათა ზეცისა და ქუეყანისათა.
ესე დაწერილი მოვაჴსენე და შევსწირე ყოველთავე ჩრდილოეთისა კედართა შორის უაღრესსა და უაღმატებულეს-უდიდებულესსა, წმიდასა და კათოლიკე და სამოციქულოსა საყდარსა მცხეთისასა, სალოცველსა და სახლსა ღმრთისა დიდებისასა და მის შინა ღმრთივ-აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა, კუართსა სამეუფოსა და მირონსა ღმერთ-მყოფელსა და წმიდა-მყოფელსა, ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ქართლისა კათალიკოზ-პატრიაქმან მელქიზედეკ, მას ჟამსა, ოდეს უღირსი ესე ღირს ვიქმენ საჭეთ-პყრობად წმიდისა ამის ტაძრისა კათოლიკე სამოციქულოჲსა ეკლესიჲსა და შევამკევ სალხინებლად სულისა ჩემისა და წარსამართებელად ქრისტეანეთა. და შევამკევ ყოვლითავე სამკაულობითა, გარეთითა ბჭითა და გარეშემო სტოითა მოქმნითა და ზედდაბურვითა.
და შევამკევ ყოვლითა სამკაულობითა ოქროითა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა და საღმრთოთა წიგნთა დაწერითა.
და შევჭედე სუეტიცხოველი ოქროითა და ვეცხლითა.
და შევჭედე წმიდაი საკურთხეველი ოქროითა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა.
და მოვჭედენ კანკელნი და კარნი საკურთხეველისანი ოქროითა და ვეცხლითა.
და შევქმნენ ძელნი ცხორებისანი ოქროისანი ბ-ნი, თუალითა და მარგალიტითა.
და შევქმენ წმიდაი ესე სამარტუილოი ოქროითა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა.
და ამას შიგან დაუსუენენ ყოველთა წმიდათა ნაწილნი აურაცხელნი და ძელი ცხორებისაი.
და დაუსუენე ხატი ოქროისაი, რომელი მიბოძა კოსტანტი, ბერძენთა მეფემან.
და სამარტუილოსავე შიგან დაუსუენე ხატი ესე წმიდისა ღმრთისმშობელისაი შემკობილი ოქროითა, თუალითა და მარგალიტითა, რომელი მიბოძა ბასილი, ბერძენთა მეფემან.
და ხატი ესე დიდი მაცხოვრისაი საროთითა და გარეშემო თუალითა შემკობილი და სხუაი ხატი მაცხოვრისაი ვეცხლისაი, ოქროითა ცურვებული.
და ხატი ნათლისმცემელისაი ა-ი, და თევდორესი ა-ი, და საროთითა შექმნილნი, ოქროითა და ვეცხლითა შეჭედილნი.
და სხუანი ხატები საროთითა და ოქროფურცლითა დაწერილნი, ჩემნივე დასუენებულნი რიცხუით ნე.
და ბარზიმ-ბეშხუემი ოქროისაი, თუალითა და მარგალიტითა და მინაისა ხატებითა შემკობილი.
კოვზი ოქროისაი და ხუირნი ოქროისანი, თუალითა და მარგალიტითა შეკაზმულნი.
და სამწერობელნი ოქროისანი და მარგალიტითა შემკობილნი, და საცეცხურნი და სასაკუმევლენი ოქროისანი ა.
და სხუანი საცეცხურნი დიდნი ვეცხლისანი, სასაკუმევლენი დიდნი ორნი, ორნივე ოქროითა ცურვებულნი.
და სადაგნი საცეცხურნი და სასაკუმევლონი ვეცხლისანი დიდნი ა.
და სათანაონი საცეცხურნი და სასაკუმევლენი ვეცხლისანი ა.
და ჯუარი ვეცხლისაი სათანაოი ა.
და ვეცხლისა ტაშტაბრაიგი დიდი წყვილი ბ.
და ბერძული ტაშტაბრაიგი ვეცხლისაი, ოქროითა ცურვებული ა.
და წიგნნი საღმრთონი, რომელთა სახელები ესე არს:
სახარებისა თარგმანი დიდი ა - მათესი, მარკოზისი და ლუკაისი.
და იოვანეს თავისა სახარებისა თარგმანი წიგნი ა.
და სახარებანი ოთხთავნი გ.
სათანაოი ოთხთავი სახარებაი ა, გარე თუალითა და მარგალიტითა შემკობილი.
და მოწამეთა წიგნნი დიდნი, ზამთარი და ზაფხული, გარე ვეცხლითა შეკაზმულნი, ღილოკილოითა ვეცხლისაითა ბ.
და მღდელთ-მოძღუართა წიგნი დიდი საწელიწდოი ვეცხლითა შეკაზმული ა.
და მარგალიტი წიგნი წინამძღუარი ა.
დევლოღონი წიგნი ა.
იოვანეს გამოცხადებაი წიგნი ა.
დედიძმას ჩემსა ანტონის ებოძა ჩემდა ანდრია სალოსის ცხორებაი წიგნი ა.
დავითისა თარგმანი წიგნი ა.
სათანაოი მრავალთავი ა.
საწელიწდოი იადგარი ახალი ა.
და კურთხევანი, რომელსა შინა სწერია ეკლესიისა კურთხევაი, ხუცეს-დიაკონთა კურთხევაი, გარე ოქროისა ხატითა და ცუარითა მოჭედილნი ა.
კურთხევანი სხუანი საწელიწდონი სრულნი ყოვლითა ფერითა გარე ვეცხლისა ცუარითა მოჭედილნი ა.
შჯულის კანონი ახალი ა.
მარხვანი, რომელ სამეფოს იტყუიან ა.
და სხუაი წიგნები, თავი ჱ.
და ორად გაყოფილი იადგარი მეხური, რომელსა შიგან განგებაი საწელიწდოი სწერია ა.
მატიანენი საშინაონი და სააღაპენი, ვეცხლითა მოჭედილნი ა.
და მატიანენი სათანაონი, ვეცხლითა მოცუარულნი ა.
ჟამის-წირვანი სათანაონი ა.
ესე წიგნები, რომელ მე დამიწერიან, ჯუმალ არს თავი კე.
საწიგნენი ოქროითა და ვეცხლითა ცურვებულნი ა.
საკელაპტრენი დიდნი სპილენძისანი ა.
და შედეგნი ა.
საკელაპტრენი ვეცხლითა ცურვებულნი ბ.
საკელაპტრენი, რკინისანი დიდნი ა.
და შესამოსელი სამღვდელთ-მოძღუროი ოქსინოი, უღლითა ანაფორითა, ხატოვანითა, ოქროვანითა და ყოვლითავე სრული ე.
სამკლავენი ა.
მაიზარაი ნივანდარი ა, მწუანე ა.
და კუერცხის გული მაკ'ნი, ბერძული, ოქროითა ა.
და ბერძენთა მეფისა რომანოზის ნაბოძვარი შესამოსელი ოქროქსოილი ა.
და მაიზარაი ოქროქსოილი ა.
სანაწილე ოქსინოი გ.
და ზე-ასაპყრობელი ხატოვანი ოქროითა ა.
სადაგნი სანაწილენი ბ.
და რომელ ეზონი ჩემნი დაკიდებულნი არიან, ბერძენთა მეფემან ბასილი მიბოძნა:
დავჰკიდენ ოქსინონი ვ.
და სუნდუსნი გ.
კუერცხის გული სუნდუსი ა.
სკარამანგნი დიდნი გარეშეოლვილნი, ვეცხლისა გრგოლითა შეკაზმულნი ჱ.
და ბაგრატ კურაპალატისა ნაბოძვარი დიდი სკარამანგი ა.
და მონასტერნი და სოფელნი, რომელ მე მომიგიან ამის წმიდის დედაქალაქისათუის:
ბეძენთა მეფემ ბასილი მიბოძა მონასტერი დიდი, რომლისა სახელი არს კესტორი, რომელსა სოფელი აქუს რე.
და ტაოს ვიყიდე სოფელი ზადკარეკი ხუთითა აგარაითა.
და ძაღლის ხევს ვიყიდე სოფელი ორთაი სამითა აგარაითა. ესე ორნივე სოფელნი მათითა აგარაითა ძმათა ჩემთა განძითა ვიყიდენ. და დაუდევ ამას წმიდასა დედაქალაქსა შიგან აღაპი დღე ხარებაი.
და კლარჯეთს მოვიგე სოფელი ა - სხლუანი.
და შავშეთს მოვიგე სოფელი დიდი სხლობანი, აგარაი მისი - ნაღუარევი.
და ჯავახეთს მოვიგე სოფელი ტონთიოი.
და კოლას მოვიგე და ავაშენე სოფელი დიდი ოროტანი აგარაითა.
და ფანავრას ავაშენე სოფელი ა - მახარონი.
და საკოეთს შევიპყრენ და ავაშენენ სოფელნი ბ - ნაქალაქევი და ბერდაძორი.
და ქართლს:
მონასტერი პალავრაი, ოთხითა სოფლითა.
და ცუქითი, შემოსავლითა მისითა.
ყინცუისი, შესავლითა მისითა.
და შინდებისა ნახევარი.
და კურბითს სააზნაუროი კარგი სოფელი ა.
ჩოჩეთს - უბანი ა, მიწაი და ვენახი სასეფოი.
ზეგანთა - სოფელი ა.
შიდარი - სოფელი ა.
და კახეთს:
ახატანს - უბანი ა.
და ნოსორნაი სოფელი ა.
და ჰერეთს:
მონასტერი დიდითა ძალითა - ლაგოდეხი.
და ჰერეთსვე - კატეხისა ეკლესიაი, შესავლითა მისითა.
და კაკს:
ვაჭარნი იბ.
და ზიარი სოფელი დიდი ა.
ესე ყოველი სოფელი, რომელ მე მომიგია რლე.
და რომელნი სოფელნი ძუელად ჰქონდეს ამას წმიდასა დედაქალაქსა, შესავალნი იყუნეს. და მე მოვახსენე გამზრდელსა ჩემსა ბაგრატ კურაპალატსა და შეუვალად გამიხადნეს და მიბოძეს სიმტკიცე შეუვალობისაი.
და რომელი ქალაქისა გასავალი იყო ამის წმიდისა დედაქალაქისაგან: ცხუარი, ცხენი, ღვინოი ზედანი და რაიცა იყო, ყოველი ალი ამირამან ამოგუიგდო და აცჰხადე ამას წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა.
და ყოველნი სოფელნი, რომელნი წმიდასა ამის კათოლიკე ეკლესიისანი არიან, ავაშენენ და დავდგენ ყოველგან სახლნი.
და ავაგენ ეკლესიანი რიცხუით ყოველნივე.
აწ წმიდანო მღდელთ-მოძღუართა მთავარნო, რომელნი შემდგომად ჩემსა ღირს იქმნეთ წინამძღურად წმიდასა ამას დედაქალაქსა და იხილნეთ ნაქმარნი ესე ჩემნი, ლოცვასა თქუენსა მომიხსენეთ საწყალობელი ესე სული ჩემი, რაითა თქუენცა ღმერთმან სასყიდელი მოგანიჭოს, ამენ.
ქორონიკონი იყო სმ.
და ამათ ყოველთა ნაქმართა ჩემთა შემდგომად სამხრით სადიაკონოსა, წმიდათა მოწამეთა სამარტუილოსა შიგან შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი და ამა საკურთხეველსა ზედა დავაყენე ჟამისმწირველად ცოდვილისა სულისა ჩემისათუის გაზრდილი ჩემი იოვანე საფლავსა ჩემსა ზედა.
და უჩინე ამა საკურთხეველსა ჩემსა და ჟამისმწირველსა და მივსცენ:
თეძს: გლეხნი სამნი ფუძითა სრულითა და ვენახი ა, მიწაი ა, წისქუილნი ა და ჭალაი.
და ოტათლოანს გლეხი ა, ციხედიდა - გლეხი ა, ბ-ნივე ფუძითა სრულითა და ვენახი ა.
მცხეთას სენანი ა, ბოსელი ა, ყანაი ა, და ვენახი მცირე ა.
ესე ყოველი თავისუფლობით, შეუვალად ჰქონდის, ყოვლისა შესავლისა სასეფოისაგან, დიდისა და მცირისაგან.
და არავისა აქუს ამას ზედა ხელი, თუინიერ ხუცისა, რომელი საკურთხეველსა ამას ჩემსა ზედა ჟამსა წირვიდეს.
ესე სიცოცხლესა ჩემსა გავაგე, და, ვითა ზემოით დამიწერია, იოვანე საკურთხეველსა ჩემსა საფლავთა ჩემთა ზედა ჟამისმწირველად დავადგინე და მიუთუალე ესე გასარომელი, ვირე ცოცხალ იყოს, დგეს საკურთხეველსა ჩემსა ზედა, ჟამსა წირვიდეს და მილოცვიდეს და შემდგომად მისსა შვილთა და შვილისშვილთა მისთა დაუტეოს და იგი დგეს, ჟამსა წირვიდეს და გუილოცვიდეს. და შეუცვალებელად ჰქონდის ესე გასარომელი საკურთხეველსა ჩემსა, საფლავთა ჩემთა ზედა ჟამისმწირველსა ხუცესსა, უკუნისამდე ჟამთა, ვირემდის წმიდაი ესე დედაქალაქი ეგოს.
და ამა სამარტუილოსა შიგან საკურთხეველი ჩემი შევმოსე სკარამანგითა, მოვჭედე ვეცხლითა, დავდგი ბარზიმ-ფეშხუმი ვეცხლისაი და კოვზი ვეცხლისაი, სანაწილე და ასაპყრობელი, და საცეცხურნი, და სასაკუმევლონი ვეცხლისანი, შესამოსელი სკარამანგი ა, ზეწარი ა, და დავჰკიდე ეზოი სკარამანგი შეოლვილი ა.
და ამას წმიდასა დედაქალაქსა შიგან დავიდევ აღაპი თუესა იანვარსა კდ, დღესასწაულსა ყოველთა წმიდათასა, ღამის-თევით და ჟამისწირვით აღესრულებოდის.
აწ წმიდანო მღუდელთ-მოძღუართა მთავარნო, რომელნი შემდგომად ჩუენსა და შემდგომითი შემდგომად ღირს იქმნეთ წანამძღურად წმიდასა ამას კათოლიკე ეკლესიასა და ჰნახნეთ ნაქმარნი ესე ჩემნი, განგებული ესე და განწესებული, რომელ ცოდვილისა ამის სულისა ჩემისათუის დამიც და მიჩენია, შეუცვალებელად და უქცეველად დაამტკიცეთ, რაითა შემდგომად თქუენსა სულისა თქუენისათუის განგებული და განწესებული თქუენი დაემტკიცოს.
და რომელმან ქართლისა კათალიკოზმან, გინა რამანცა გუარმან კაცმან შემდგომად ჩემსა და შემდგომითი შემდგომად, ვირემდის წმიდაი ესე დედაქალაქი ეგოს, ნაქმარი და განწესებული ესე სულისა ჩემისათუის შეცვალოს, რომელ ზემოითგან ქუემომდენ დაგუიწერია, რასაცა ჟამსა რაისაცა მიზეზისა მოღებითა აქციოს და ამა საკურთხეველსა და საფლავთა ჩემთა ხუცესი და ესე გასარომელი მისი მოაკლოს, ანუ აღაპი ჩემი და ძმათა ჩემთაი შეცვალოს, - ჰრისხავსმცა მამაი, ძე და სული წმიდაი და წმიდაი კათოლიკე ეკლესიაი სუეტიცხოველი, ხატი ღმრთაებისაი, წმიდაი ღმრთისმშობელი, ძელი ცხორებისაი და წმიდანი ესე მარტუილნი, დაკლებულმცა არს წესთაგან საეკლესიოთა და ნაწილიმცა მისი იუდასთანა არს, რომელმან განყიდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და და-მცა-ისჯების უარის-მყოფელთა ღმრთისათა თანა.
[დამტკიცებები]:
[edit]1. მელქისედეკ კათალიკოსის
ქ. ესე ვითა ზემოი დამიწერია ესე ქუემოით ხელითა ჩემითა დამიმტკიცებია.
ვინ აქციოს, კრულია დაუსაბამოისა ღმრთისა პირითა, წმიდისა ღმრთისმშობელისა მადლითა, წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა მადლითა, წმიდათა მოციქულთა მადლითა და ყოველთა წმიდათა მადლითა, კრულმცა არს სულით და ხორცით ორსავე ცხორებასა ამისი გამტეხელი. და ვინ დაამტკიცოს, ჯუარი და კურთხევაი აქუს.
თქუენ, წმიდანო მღდელთ-მოძღუარნო, რომელთა ესე დაწერილი და განგებული სულისა ჩემისაი ჰნახოთ, თქუენ სიმტკიცე დაწერეთ. +
ღმრთივ დიდებულნო, ძლიერო ბაგრატ აფხაზთა მეფეო და ნებითა ღმრთისაითა ყოვლისა აღმოსავლეთისა კურაპალატო და ძლიერო მეფეო კუირიკე, არწმუნოს ღმერთმან მეფობასა თქუენსა ესე დაწერილი და განგებული სულისა ჩემისათუის, ხელითა თქუენითა დამიმტკიცეთ. +
2. ბაგრატ მეფის
ქ. ესე ვითა ზემოით მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოზსა დაუწერია და საქმე სულისა მისისაი გაუგია, მე ბაგრატს, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა მეფესა და კურაპალატსა, ხელითა ჩემითა დამიმტკიცებია. მტკიცე არს და უქცეველი ნებითა ღმრთისაითა.
3. კუირიკე მეფის
ქ. ესე ვითა, დიდებულ-ყავნ ღმერთმან სული მათი, მელქიზედეკს, ქართლისა კათალიკოზსა, სულისა მათისათუის გაუგია და დაუწერია და შედეგად, ადიდენ ღმერთმან, ბაგრატ კურაპალატსა ხელითა მათითა ჩაურთავს და დაუმტკიცებია, მეცა, კუირიკე მეფესა, დისწულსა კუირიკე მეფისასა ხელითა ჩემითა ჩამირთავს და დამიმტკიცებია. მტკიცე არს და უქცეველი ესე. და ვინ უქციოს, ესემცა ზემოხსენებულნი ყოველნი წმიდანი ჰრისხვენ. +
4. კათალიკოსის
ქ. კუირიელეისონ, ესე ვითა სულდიდებულსა და სულკურთხეულსა, გამზრდელსა და შემოქმედსა ჩემსა და, ვიკადრო, მამასა მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოზსა დაუწერია და გაუგია თავისი სულისათუინ, ადიდენ ღმერთმან, ძლიერთათა მეფეთა დაუმტკიცებია, მეცა, გლახაკსა, უღირსსა, რეცა სახელით კათალიკოზსა, დამიმტკიცებია. ქრისტე, პირმტკიცეი ყავნ ბრძანებაი მათი; და ვინმცა აქცია, ანუ შეცვალა ბრძანებაი მათი ქრისტეანთაგან - მან კაცმან... +
5. ოქროპირ კათალიკოსის
ქ. ესე ვითა სულდიდებულსა მამასა ჩემსა, მელქიზედეკს ქართლისა კათალიკოზს იოვანესდა დაუწერია, და მათისა სულისა მლოცველად, ჟამისმწირველად დაუწესებია და მისი გასარომელი უჩენია და თვისა ხელითა სიმტკიცე დაუწერია, ადიდენ ღმერთმან, ძლიერთა მეფეთა დაუმტკიცებია, და მეცა, გლახაკსა ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზსა ოქროპირსა ჩემითა ხელითა დამიწერია და მათი ბრძანებული დამიმტკიცებია. და მტკიცე არს უკუნისამდე იოვანესთუის, და ნებიერი არს იოვანე ყოვლისა ამის მათისა ბრძანებულისა, ვისთუისცა იოვანეს უნდეს მიცემად და დატევებად. და ვინცა ვინ, რამანცა გუარმან კაცმან, რასაცა ჟამსა ამისაგანი რაიცა დააკლოს და შეცვალოს, კრულმცა არს ღმრთისა პირითა, წმიდათა მოციქულთა ჯუარითა, წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა მადლითა და ჩუენითა ჯუარითა. მკუდარი და ცოცხალი მისი კრულმცა არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. ვინ კულა არაი უქციოს, არცა ამისაგანი შეცვალოს, არსმცა კურთხეულ ღმრთისაგან და ჩუენგან. +