... შემოსწირა... კუბასტი ა ...ინვე შუშანამან ...ისა ვეცხლისაჲ ა ...საჲ ა.
ი(ოვან)ე ლიპარიტის [ძემან შემოსწირა] სტავრაი ლომოანი ბერძ[ული], დაუკიდავს.
კახაბერ{ი}სა ...ს ცოლმან ზაზი შე[მოსწირა] [ბა]ღდადური აფი ა და შევკე[რე]ნ კუართი ა და სასთაული ბ.
ნუშ შემოსწირა კუბასტი ბერძ[ული] ა და კუართად შევკერეთ, და გლეხი... და აღაპი გარდაეჴდების სულისა [წ](მიდ)ისა მოფენასა.
წორბელმან შემოსწირა ზნაკუას გლეხი ბ და მიწანი. და მისთჳს აღაპი გარდაიჴდების ჯ(უარ)ისა გამოჩინებასა.
ვარაზ-ვაჩე შემოსწირა ძისა მისისათჳს ფუთს გლეხი ბ და აღაპი გარდაეჴდების დღესა ახალკჳრიაკესა.
წირქუალელისა ძემან შემოსწირა გლეხი ზ. და მას თანა შემოატანეს ჯორი ა, ძოლოჲ ა, ჴრმალი ა. და ამისთჳს გარდაეჴდების აღაპი დღე ფერისცვალებაჲ და საფლავთა მისთა ზ(ედ)ა დაგჳდგენია ჟამისმწირველი ა.
მეტეხარას დებორიანის ძისაგან ვიყიდე გლეხი ა და მისთჳს მივეც ძულოჲ ახალი ერთი და შედეგი ძულოჲ. ა, ტაბასტაი სომხური ბ, ჯაჭჳ ა, და ჴარი კარგი ა, სასთული ხირაითა კარგი ა, და ქაფი ჯაჭჳსაჲ ა, და მოწამე არიან კაცნი.
მისვე დებორიანის ძისაგან ვიყიდე პარტახტი ა, და მივეც ცხენი ა, და ჩაბალახი გუდამაყრული ა, და მოწამე არიან კაცნი.
და მუნვე მეტეხარას კასალის ძისაგან ვიყიდე ვენაჴი ა, და მივეც ჴარი ა, და საჴნისი ბ, და მოწამე არიან კაცნი.
ჯინჭარაჲს ძისა გლეხისაგან ვიყიდე ნაოთხალი ვენაჴისაჲ, ჩ(უე)ნ თანა ედვა და გავისაკუთრე და მივეც ზროხაჲ ა, და ორმოცისა დრამისა ჴმელადი. და მოწამე არიან კაცნი.
მუნვე მეტეხარას ჯინჯინოძისაგან ვიყიდე ვენაჴი, ჩუენსა გლეხსა თანა-ედვა და მივეც ფური ა, და ჴმელადი სამოცდათხუთმეტისა დრამისაჲ. და მოწამე არიან კაცნი.
და მუნვე მეტეხარას დავდგი სასაწნეხლოჲ ქვითკირი ა, და შიგან ყურძნისა საწნეხი ქვითკირი ა, და შეშისა საწნეხელი ა.
ზნაკუას შევქმენ სასაწნეხლოჲ ქვითკირი ა, და შიგან ყურძნისა საწნეხი ბ, და შეშისა საწნეხელი ა, [ქვით]კირი ბოსელი ა, და ზედ ხერხული ბეღელი ა, ქვითკირი ფარეხი ა და ზედა ქორეთი სახლი ა, და დავჰფალ მარანსა შინა ჭური გ
და მუნვე ზნაკუას ე(რისთავთ)-ე(რისთავ)მ(ა)ნ მ(ი)ქელ წორბელისგან' და ვახტანგისგან იყიდა მიწაჲ ტყიანი და მათ უბოძა ფასად ჯაჭჳ ბ, და იგი მიწაჲ წ(მიდას)ა ნიკოლაოზს შემოსწირა.
და მუნვე ზნაკუას ვიყიდე აგარასთანა აბულათაჲს ძისაგან ვენაჴი ა, და ყანაჲ ა, მისთჳს მივეც ცხენი კარგი ა, და მოწამე არიან კაცნი.
და მუნვე, ზნაკუას, ვახტანგის გლეხისაგან ვიყიდე ყანაჲ ა. და მივეც ხუარბალი გრივი გ. და მოწამე არიან კაცნი.
მუნვე, ზნაკუას, კეპოჲს ძისაგან ვიყიდე ყანაჲ ა. და მივეც ჴარი ერთი, რკინაჲ ლიტრაჲ რვაჲ და ქალამანი ბ. და მოწამე არიან კაცნი.
და მუნვე, ზნაკუას, ვახტანგის გლეხსა მივეც სახლი ა. და მისგან ავიღეთ ყანაჲ ა. და მოწამე არიან კაცნი.
გლეხსა ჩუენსა ცხენი მოჰპარეს მუნვე, ზნაკუას და საზღავად ავიღეთ მიწაჲ ნაკუეთი ბ. და მოწამე არიან კაცნი.
აქშემოისძისაგან ვიყიდეთ მუნვე ზნაკუას ჯუარისას ჩამომართებით ყანაჲ ა და მისთჳს მივეც ფასი სრული.
ნიკოლაოსწმიდას შევქმენ სახლი ქვითკირი ა და ზედა სახლი მუხისაჲ კარგი ა, მარანი ქვითკირი ა, და დავჰფალ შიგან ჭური ნავარძული ივ .
შევქმენ სახლი მუხისაი ა და ზედა სახლი ქორედიანი და სენიანი ა.
სხ(უა)ჲ სახლი შევქმენ ცილოფისა და მუხისაჲ ა.
სხ(უა)ჲ სახლი შევქმენ მუხისა სამზარაულოჲ ა.
სხ(უა)ჲ სახლი შევქმენ სახუცოჲ მუხისაჲ ა და ნაძვისაჲ ა.
ბეთაბრელსა შევქმენ სახლი სრული, ვითა ჴამს ყოვლითავე ფერითა ა
ჭიშკარი შევქმენ ა, ქვითკიირ შევქმენ ბოსელი ა, და ზედა სახლი მუხისაჲ კარგი ა; სამეჴრეოჲ სახლი შევქმენ გ.
საჴადს რომელ ვიყიდენ მიწანი: ქველაჲსძისაგან ვიყიდე ზახლეულს მიწაჲ ა და მისთჳს მივეც ჴარი ა, საჴნისი ა, და მოწამე არიან კაცნი.
შუბავთაგან ვიყიდე კაჩაეთს ყანაჲ. ა, და ჴევჴმელს ა, და მისთჳს მივეც ჴარი ა, საჴნისი ა, და მოწამე არიან კაცნი.
ჴევჴმელს მღ[ი]ლა ყანისა ნახევარი შემოსწირა და ნახევარი ფასითა ვიყიდე. მოწამე არიან კაცნი.
შხროს ზ(ედ)ა ნავარქაჲსაგან ვიყიდე ყანაჲ და მისთჳს მივეც ხუარბალი გრივი ა, საჴნისი ა, და მოწამე არიან კაცნი.
ქველაჲსძისა შვილთაგან ავიღეთ საზღავად მიწაჲ შხროს ზ(ედ)ა რუსისძესა თანა, და მოწამე არიან კაცნი.
ცისკარაის ძისაგან ვიყიდე შხროს ამომართებით ყანაჲ და ტყე და მისთჳს მივეცი ფასად დრაჰკანი ა, საჴნისი გ.
მღილა დაკოდნა ეკლესიისა კაცნი და მისდა საზღავად ავიღეთ, ველიჭრულსა რაჲცა იყო მისი კერძი. მოწამე არიან კაცნი.
ჴჳდილიანისა სულისათჳს შემოსწირეს შხროს ყანაჲ, მოწამე არიან კაცნი.
ზნაკჳსა თავსა ჴჳდილიანმან შემოსწირა მიწაჲ სანახევროჲ. მოწამე არიან კაცნი.
ნეჩრელთაგან ვიყიდე კაჩაეთს ყანისა ნახევარი და მისთჳს მივეცით ფური ა, ხაჭოჲ კაბიწი ბ, ფეტჳ კაბიწი ე, მოწამე არიან კაცნი.
კლარჯეთ შემოსწირეს შომეთს ჩ(უე)ნ თანა საზიაროჲ ყანაჲ და მოწამე არიან კაცნი.
ქუმელოანს ვიყიდე სგოჯაჲსძისაგან ყანაჲ ა და მივეც რკინაჲ და მატყლი დრამისა ლ-საჲ. მოწამე არიან კაცნი.
თერნეულისა თავსა ვიყიდე თავბრტყელისაგან ყანაჲ და მივეც ფასად ოცისა დრამისაჲ, და მოწამე არიან კაცნი.
ხოტევს ვიყიდე გაბოშისაგან მიწაჲ და მივეც ჴარი ა, და ზ(ედ)ა აგარას დავდგი სახლი სენაითა და ქუეშე ორითა ბოსლითა, დავდგი ბეღელი სადაგი ა, და ზ(ედ)ა ბეღელი ხერხული ა.
ჩაყრივისაგან ვიყიდე მიწაჲ და მივეც ოთხმოცისა დრამისაჲ. მოწამე არიან კაცნი.
ეფრემ შემოსწირა ყანაჲ ბ ხოტევლისა სულისათჳს. იგი და ნასყიდი ერთგან შევკრიბე და გლეხი დავასახლე აგარასა შინა და ბეგარასა გარდაიჴდიდის.
ვიყიდე აგარასავე თანა ყანაჲ ოტაბოჲს ძისაგან და მივეც ჴარი ა, და ქუაბი ა, საქუაბე ა და ჴარის ტყავი ა, და მოწამე არიან კაცნი.
კოროფხისშვილისაგან ვიყიდე ყანაჲ აგარასა თანა და მივეც ჴარი ა, და მოწამე არიან კაცნი.
ლატკაისაგან ვიყიდე მიწაჲ ხილოანი და მივეც ჴარი ბ, ხუარბალი გრივი გ, და მოწამე არიან კაცნი.
და ვიყიდე სამთა ჯუართა იმერით ყანაჲ ეფრემის ძისაგან და მივეც ლაფაჩაი სტავრისაჲ და მელის ტყავი შიგან ამოკერებული. მოწამე არიან კაცნი.
ვიყიდე მასვე მიწასა თანა ლიმსაჲსგან ყანაჲ და მივეც მას ზროხაჲ ბ, და მოწამე არიან კაცნი.
ვიყიდე მასვე მიწასა თანა იალმაგისაგან ყანაჲ და მივეც მას დრაჰკანი კოსტანტინატი ბ. მოწამე არიან კაცნი.
ძირგეულს ვიყიდე სეფესა ყანასა თანა ჭარტლისძისაგან ყანაჲ და მივეც ორი მოცეთი ზროხაჲ. მოწამე არიან კაცნი.
მუნვე ძირგეულს მოვიგე ყანაჲ გრივისა ერთისა სათესავი და მოწამე არიან კაცნი.
მუნვე ძირგეულს მოვიგე ყანაჲ ექუსისა კაბიწისა სათესავი და მოწამე არიან კაცნი.
კაჩაეთს სქელაეთგან ავიღე ყანაჲ ცხენისა საზღავად და მივეც ჴჳკაჲსძესა.
ველიშეულს ფარსმანისძეთაგან ვიყიდე ორი ნაკუეთი ყანაჲ და მივეც ჯაჭჳ ა და დრაჰკანი კოსტანტინატი ბ. და მოწამე არიან კაცნი.
ჴივშს გუნაფაჲსძისაგან ვიყიდე ვენაჴი და მივეც ჴარი ა, ცხოვარი ა, და საჴნისი ა, მოწამე არიან კაცნი, და გლეხთა მივეც.
მუნვე ჴივშს ზოსქლელისაგან ვიყიდე ვენაჴი და მივეც ჴარი ა, საჴნისი გ, და ქალამანი შოლტი ა, მოწამე არიან კაცნი, და მივეც გლეხსა საბეგროდ.
ვიცვალე ჴივშს ვენაჴითა ჩემითა მოგებულითა ადგილი და ფასად ზედა დაურთენ უღელნი ჴარნი და რვაჲ აჟურაჲ და მას ზედა დავდგი სასაწნეხლე ქვითკირი ა, და შიგან ყურძნისა საწნეხი ქვითკირი ბ და შეშისა საწნეხელი ა.
და შქმერს ვიყიდე შქჳლოჲსგან გლეხი ა, და სასეფონი ყანანი და ფასად მივეც ჯორი ა, ცხენი ა, დრაჰკანი კოსტანტინატი გ, ჴარი ბ, ფური ა. და მოწამე არიან კაცნი.
ვიყიდე ცხილათს გლეხი აბულახტარისაგან ა, და მივეც ცხენი ხუადი ორი, სტავრაჲ კაბაჲ ა, დრაჰკანი კოსტანტინატი გ, და ავშარაჲ რკინისაჲ ა.
მუნვე ცხილათს მოვიგე მიწაჲ და მივეც მათვე საკაბალოდ. და მოწამე არიან კაცნი.
წონელამან მოჰკიდა ჩიხას სახლი მისი წ(მიდ)ა ნიკოლაოსს და ყ(ოველ)თა წელიწადთა მოსცემს მარილსა ლიტრასა ლ-სა.
ფეთამან შემოსწირა [ბა]ჯითს ვენაჴი ა, მოწამე არიან კაცნი
[ოკრი]ბას ვიყიდე აჩეჩლისაგან გლეხი ა ბობოთს, და მივეც ცხენი ა, ჴარი ა, დრაჰკანი კოსტანტინატი გ, ცჳლი ლიტრა იდ და ბოსლაი ა და ჴელის საწერლად მივეც ცჳლი ლიტრაჲ თ, და მოწამე არიან კაცნი.
შევქმენ საწირეს ქვითკირი ბოსელი ა, და ზ(ედ)ა სახლი სამამასახლისოჲ ა, და მარანი მუხისაჲ ა და დავჰფალ შიგან ჭური ი, და დავდგი ზ(ედ)ა ბეღელი ხერხული გ, სხუაჲ სახლი ცილოფისა ა და ზ(ედ)ა საჯუარე ა, სხ(უა)ჲ სახლი სამზარაულოჲ ა, და შევქმენ ჭიშკარი ბოსელ-ქორედიანი ა და შევქმენ სხ(უა)ჲ ბოსელი ქვითკირი ა.
საწირესვე ღ(მრ)თის-მშობლისა გლეხისაგან ვიყიდე ვენაჴი და მივეც ფური ა აჟურაჲ მ.
მუნვე, საწირეს, ვიყიდე ყანაჲ და მივეც ფური ა, ჯაჭჳ ა, ჩაბალახი ვეცხლი დრამაჲ კ, და მოწამე არიან კაცნი.
მუნვე, საწირეს, ნადარბაზევსა ძულსა უკანაჲთ მოვიგე მიწაჲ და მივეც გლეხსა საბეგროდ და მოწამე არიან კაცნი.
და შევქმენ მუხურას ქვითკირი ბოსელი ა, და ზ(ედ)ა სახლი ა, და ხერხული ბეღელი ა, დავდგი ჭიშკარი ზემო-ქუემო ბ.
ოკრიბას ჯუარისას ვიყიდე ნასრაჲსა ასულისაგან გლეხი, რომელი მიეცა მისდა წირქუალელის ძესა, მამამთილსა მისსა, ჴე[ლ]წერით უკ(უნისამდ)ე და მისთჳს მივეც ფასად ცხენი ა, დრაჰკანი დუკატი ზ, და ფური ბ, და მოწამე არიან კაცნი.
ე(რისთავთ)-ე(რისთავ)მან მიქელ შემოსწირა წიგნი სჳნაქსარი ა.
და მე დამხუდა იადგარი ნახევარწერილი ა და გავასრულე, ყ(ოვლ)ითავე სისრულითა, შევმოსე და მოვცუარე და შევჭედე და მისისა დაწერისა და შეკაზმვისათჳს მივეც დრაჰკანი დუკატი იე.
და ვიყიდე წიგნი პარაკლიტონი ა და მივეც ფასად ცხენისა ნახევარი.
ქართველნი ხუცესნი მოვიყვანენით და და[ვა]კარგენით: მათ ზ(ედ)ა გაგჳცემია დრაჰკანი კოსტანტინატი ნბ სააღვსებოდ.
ლეითის ძ[რო]ხაჲ(?) საჩხეორს სასკესა დაესხა და დაკოდნა და მისთჳნ საზღავად ავი[ღე] საჴადს სახლი ჯავთა გაეთი და ზედა [კა]ბალაჲ დავსდევით.
რომელ ჩემობ[ა]სა გლეხნი შემოწირულ არიან და რომელნი მე თჳთ მიყ[იდიან] რიცხჳთ ოცდაათი, ესე რომელ აქა შინა დამ]წერია, ყოველი დაუკლებლად წ(მიდ)ა ნიკოლაოსს აქუს და სხ(უა)ჲ რ(ომე)ლი გავითა.
მგონები... შემძლებელ ყოფილვარ, ყ(ოვე)ლი ერთგულით მიმსახურებია წმიდისა ნიკოლაოსისთჳს და პატრონისთჳს მიმსახურებია, ღ(მერ)თი მხედვარ და წ(მიდ)ა ნიკოლაოს.
და შემდგომად პირველ დაწერილისა ამის კ(უალა)დ ვიყიდენ ცხილათს გლეხნი ბ, ნი[მრ]...ძისაგან და მივეც ფასი დრაჰკანი დუკატი ლვ.
მუნვე ცხილათს ვიყიდე გლეხი წა...ლისაგან და ფასად მ[ივეც]...
საბუთს უკანა მხარეს აქვს მიწერილი XVI საუკუნის ნიკორწმიდის სხვა საბუთიც: 1546 წ. - მანოელ ნიკორწმინდელის მინაწერი ნიკორწმიდის დაწერილზე.