ქ. სახელითა ღმრთისაითა, გიორგისაგან ბაგრატუნიანისა, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა მეფისა, შარვანშა და შაჰანშა და აღმოსავალისა და ჩრდილოისა მფლობელისაი.
მოვიდეს ჩუენ წინაშე წმიდანი მამანი უდაბნოისა დიდისა მღუიმისანი, მამაი იოვანე მემღუიმე და მოიხუნეს სიგელნი დიდისა მეფეთა-მეფისა პაპისა ჩუენისა დავითისი და მამისა ჩუენისა დემეტრე მეფისანი და სხუანი ძუელნი მრავალნი პაპთა და მამათა ჩუენთანა. და გუეჰაჯნეს და მოგუახსენეს, რაითამცა, ვითა მათ სიგლითა მათითა გაუჩენია და გაუგია პირველად თუით წმიდისა მის უდაბნოისა მღუიმისათუის და მერმე ყოელნი სოფელნი მათნი გაუთავისუფლებიან ყოვლისა მაწყენრისა მათისა და დამაჭირებლისა და ჩუენთა ხელისუფალთა შესავლობისაგან, ეგრეთვე ჩუენ გაუახლენით ძუელნი სიგელნი სიგლითა ჩუენითა და დავამტკიცეთ ბრძანებაი და სიგელი პაპთა და მამათა ჩუენთაი.
ჩუენ ვისმინეთ ჰაჯაი მათი და მოხსენებაი და დიდთა მეფეთა: პაპისა ჩუენისა და მამისა ჩუენისა ბრძანებანი და სიგელნი ამითა ჩუენითა სიგლითა გაგუიახლებიან და მათნი დაგუიმტკიცებიან.
პირველად თუით წმიდაი იგი უდაბნოი მღუიმე, ვითა ყოვლითურთ უწყენარი ყოფილა და თავისუფალი ყოვლისა წყენისაგან, ეგრევე იყოს, ვითა თუით პაპასა ჩუენისა ანდერძსა სწერია. ნუმცა-ვის უკადრებია მას ზედა სიტყუისა შემოღებაი და ცილობაი.
მერმე აგარანი მათნი, სახელდებით: სოფელი სხალტბაი და მათი კერძი გოროვანი, წმიდისა ევაგრესაგან მოსყიდული; აგარაი, ჯოჯიკისგან მთავრისა მოსყიდული; რუეთი, ნასყიდი და შემოწირული; შიოსუბანი ყოველი, მოსყიდული, თუით მონაზონთა მეუდაბნოეთაგან; ჩიქუნურნი, რუსისა ნასყიდნი, მისგან აშენებულნი და შემოწირულნი; ხორვაი, მამისა ჩემისა ნაბოძვარი სამღუიმოდ, გოგრაჭისაგან შემოწირული; ივანწმიდაი ძუელადვე გოდერძისა შემოწირული, დაოთი, კუირიკე კახთა მეფისაგან შემოწირული; ალაჭინი, ხახუილაგისგან შემოწირული; თრიალეთს - ბჭითი, ადარნესესგან ნასყიდი და შემოწირული; მანგლისის ხევს - ბორცუისჯუარი, ძუელადვე მღუიმისაი, ლიპარიტეთგან წაღებული, აწ ახლად პაპისა ჩემისა დიდისა მეფისა დავითისგან შემოწირული; მოუგონელთა, ფერხადის და ფიცეს - წურილმან გლეხები; ცხირეთს - ცხევერი და გავაზელნი, წმიდისა შიოს ოქროითა და ვეცხლითა მონასყიდი ფავნელთა და ტბელთაგან; კობალი, რაიც რატი სურამელისაგან შემოწირულია და მათ მიდამოთა, რაიცა გლეხები ნიჩბის, სასხორს და ყოელგან სადმე მოსყიდული და შემოწირული.
მესამედ, ციხედიდს გლეხნი, ძუელადვე ნასყიდნი, მათითა სამართლითა: ტყითა, წყლითა, ველითა, სახმრითა და უხმრითა, ვითა კათოლიკე ეკლესიისათა აქუს სახმარებლად, რაიცა სახმარებელი.
ესე ყოელნი მათნი საქონებელნი შეუვალ-გუიქმნიან ყოვლისა შესავლისაგან, თუით ჩუენისა სასეფოისა და ყოვლისა მათისა მოახლისაგან, ვითა ძუელითგან შეუვალნი: საერისთვოისა, საციხისთვოისა და საშურტაოისა ყოვლისაგან.
ეგრეთვე ქალაქს, რომელ ქულბაგნი აქუან: ხუთნი სპარსობითგანვე და ოთხნი, რომელ უკანის მოუყიდიან და შემოუწირვან, თავისუფალნი და უხარაჯონი საამიროისა, საამიდოისა, სარაისოისა, სამუსტასიბოისა და ყოველთა სანუკვრისაგან.
ეგრეთვე წმიდაი იგი უდაბნოი მღუიმე პირველად და მერმე საქონებელნი მათნი უბაჟონია ჩუენსა სამეფოსა შიგან ყოელგან და ჩუენცა გაგუითავისუფლებიან ბაჟისაგან ვაჭარნი და გლეხნი მათნი.
ცხუარნი მათნი და მათთა სოფელთა: ცხევერელთა, გავაზელთა, ციხედიდელთა და სხალტბელთანი, ვითა ძუელითგან უსაბანჯრონი ყოფილან, ეგრეთვე შეუვალნია და ნუვისგან აეღების საბანჯრე.
მათნი სოფელნი იოანე ქართლისა კათალიკოზისა მინიჭებითა ყოველგან და პაპისა ჩემისა, დიდისა მეფისა დავითისგან, მათისა ეკლესიისათუის ბოძებულნია, რომელ სასჯულოი მოსავალი სანთლადმოიხმარონ, ეგრევე აწ გუიბრძანებია და დაგუიმტკიცებია ჩუენ, რომელ მათთა სოფელთა სასჯულოსა ნუ ვინ ეცილების. და თუით ქანდაი მათი საფურე და მის სამზღვარსა შიგან აშენებული მამისა ჩემისაგან წყალშატროანი, ვითარ მამასა ჩემსა მოუცვალებია, იგი ჩუენ მოგუიხსენებია, მასვე ეკლესიასა, პაპისა ჩემისა აღშენებულსა ჰქონდეს მათი მოსავალი სასჯულოი ყოველი. და ქანდაისა ნაცვალი ჩუენ მოვახსენოთ წმიდასა შიოს, სადაცა მემღუიმემან ინებოს.
მამასა ჩემსა მუხნარისა შენებასა შიგა თუის თავსა ერთსა დღესა სამუშაოი ექნევინა მათთა სოფელთადა: რუეთისა და სხალტბისადა და ზედა დასდებოდა ხელისუფალთა ჩუენთაგან და იგიცა გაგუიშუია. ნუცა რუეთსა და სხალტბასა და ნუ რომელსა სოფელსა მათსა რაი ექნევის: ნუ რაი სამუშაოი ჩუენი სასეფოი, თუინიერ სახნავი გუმსახურონ ორი დღე რუეთელთა, შიოისუბნელთა და ჩიქუნურელთა, ამან სამმან სოფელმან, და ორი დღე სამკალი ამათვე სამთა სოფელთა: რუეთმა, შიოისუბანმა და ჩიქუნურთა ოთხთა ჭურისა მრეცხელთა სხალტბელთა მარანსა ჩუენსა, ტყეკორათა მოსცემდენ სამსა კუირასა.
სამართალი სამპარავთ-მეძებლოი არა-რაი წინაის შესრულა, ნუცა სადა აწ შევლენ ჩუენნი მპარავთ-მეძებელნი, თუინიერ, თუ გარეთი ნაპარევი შეჰხდეს მღუიმისა გლეხსა, თუ მრავალჯერ ეპაროს მას კაცსა, ანუ ჩამოარჩონ ჩუენთა ჩენილთა, ანუ გაპატიჟონ და, თუ გარდაიხუეწოს სხუაგან, სდევდენ ჩუენნი ჩენილნი. და მისსა საქონელსა თანა არაი საქმე უც ჩუენთა მპარავთმეძებელთა: თუით მემღუიმისა ხელისუფალმან თავნი ნაპარევისა პატრონსა შეუქცივნეს და სამართალი წმიდისა უდაბნოისათუის აიღოს.
ბაზიარნი ერთსა დღე-ღამესა აგარას დადგენ უწყენლად, ზემოით მომავალნი, მეტად ნუ ოდენ დადგებიან. სხალტბელთა წყალშატროანს პატივ-სცენ ბაზიართა.
მონადირენი ჩუენნი ნუ-სადა შეუდგებიან ნუ რომელსა სოფელსა მათსა, რაოდენ ქანდაი მონადირეთა სადგომად მოიცვალა მამამან ჩუენმან, მეფემან დემეტრე მღუიმისაგან და ნაცვალი ჩუენ მოვახსენოთ წმიდასა მამასა შიოს; და ქანდაი მონადირეთა სადგომი არს.
აგარისა სოფელმა ერთი ტაიჭი შეგუინახოს, თორმეტითა რემითა, მათ რემათა დაცვამდე. და სხუათა სოფელთა მათთა მერემაენი ნუცა სიახლესა დადგებიან, ნუცა რას აწყენენ, ნუცა ტაიჭთა უძოებენ, ნუცა კუიცსა წაჰგურიან მძოვნებელსა. ჩუენთა სასეფოთა ადგილთა შიგა დადგენ და მღუიმისა სოფელთა თანა არაი საქმე უც მერემაეთა.
მეჯორენი ნუცა სადა მათსა შინა დადგებიან, ნუცა სადა შეესიძებიან, ნუცა მერემაენი, ნუცა მეჯორენი, ნუცა მანდატურნი, ნუცა მესაწოლენი და ნუ-რაი დარბაზისერი, ნუ რომელი ყოვლითურთ უწყენრად იყოს იგი წმიდაი უდაბნოი. ესე ყოველი, ვითა გუიბრძანებია და დაგუიწერია გაჩენით წმიდისა უდაბნოისა მღუიმისათუის, ნუ-მცა-ვის უკადრებია წყენაი ნუცა მის წმიდისა უდაბნოისა მღუიმისაი, ნუცა მათთა საქონელთაი, ნუ რაი დაჭირებაი: ნუ ქართლისა კათალიკოზთა, ნუცა სხუასა ეპისკოპოსსა, ნუცა ერისთავთ-ერისთავთა, ნუცა აზნაურთა, ნუცა ჩუენთა ხელისუფალთა, ნუცა ციხისთავთა, ნუცა ჩინებულთა და ნურას-გუარსა კაცსა ნუ, რაითა ღმერთმან, წმიდისა ღმერთშემოსილისა მამისა შიოს მადლითა და წმიდათა მემღუიმითა ლოცვითა, ამას საწუთოსა წარმართებაი მოსცეს მეფობასა ჩუენსა და მერმესა ცხორებასა ბრალთა ჩემთათუის შემწე მეყოს წმიდაი მამაი შიო წინაშე ქრისტესსა.
აწ, ვინცა ჰნახოთ ბრზანებაი და სიგელი ესე ჩუენი, ყოველთავე დაუმტკიცეთ და ნუ ვინ უშალავთ, თუინიერ შეწევისა და თანადგომისა, და თქუენ, წმიდაო მამადმთავარო ქართლისა კათალიკოზო, და წმიდანო მღდელთმოძღუარნო, უჯუარობითა დაამტკიცეთ.
დაიწერა ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა იდ, ხელითა მწიგნობრისა ჩუენისა დანგა ბრუტაისძისაითა.
დამტკიცება:
- გიორგი მეფისა: ქ. მტკიცე არს ნებითა ღმრთისაითა
სათაურები verso-ზე:
- XVII ს. ნუსხურით: სიგელი ცხევერისა, ცხირეთისა, გავაზისა, გველდეზისა და ბჭითისა და ჯვარის კოტმანისა, აგარისა და ციხედიდისა
- XVII-XVIII სს. ხელით: სიგელი ციხედიდისა, ცხევარისა, ცხირეთისა, გავაზისა, გველდეზისა, ბჭიტისა და ჯვარის კოდმანისა, აგარისა.
- XVIII ს. ხელით: ქ. სიგელი კიდევე ციხედიდური