Jump to content

1211-1212 წწ. - ბრძანება გიორგი მეფისა მღვიმისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედნის ფრაგმენტი: 1448-1723

პირი: Ad-477 - გადაწერილი XIX საუკუნეში

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 16


ქ. სახელითა ღმრთისაითა ესე ბრძანებაი ჩემი არს გიორგი ბაგრატუნიანისა, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისაი, შირვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუითმპყრობელისაი.

მოგუახსენა ქრისტეს გამორჩეულმან სასომან და მე[უ]ფემან ჩუენმან წმიდამან მამამთავარმან იოვანე, ქართლისა მთავარებისკოპოსმან, უდაბნოისა მღუიმისა სოფლისა აგარისა საქმე და გუეჰაჯა, რომელ ჩუენისა ზროხისა შებმაი ზედ ედვა ფუძესა ზედა, რაითამცა იგი გაუშუით, სალოცველად მეფობისა ჩუენისად.

ჩუენ ვისმინეთ მოხსენებაი და ჰაჯაი მისი იოვანე ქართლისა მთავარებისკოპოსისაი და გაგუიშუია ზროხისა შებმაი, რომელი ზედა ედვა უდაბნოსა მღუიმისა სოფელსა აგარასა, რაიცა მღუიმისაი არს საკუირაოისა გლეხითურთ.

და ამისთუის გუიჩინა მწირველი და გაგუიკუეთა საწირავად ჩუენთუის ათორმეტნი საუფლონი დღესასწაულნი და მარხვანი შაბათ-კუირიაკენი. ესე ჩუენთვის გაჩენილი აროდეს დაეცადოს, ვიდრემდის იგი უდაბნოი ეგოს. და არავინ გუიბრძანებია მშლელი და მაქცეველი ბრძანებულისა ამის ჩუენისაი, არცა მეუნებლე, მავნებელი და დამაკლებელი მისი.

აწ, ვინცა ჰნახოთ ბრზანებაი და სიგელი ესე ჩუენი საგამგეოისა ჩუენისა მოურავთა, მუხრანისა ციხისთავთა, მეზროხეთა და ყოველთა საქმის-მოქმედთა ჩუენთა, დიდთა და მცირეთა, დაამტკიცეთ და ნუმცა-ვის ხელ-გეწიფების შლად და ქცევად ბრძანებისა ამის ჩუენისად!

დაიწერა ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეათესა, ხელითა მწიგნობრისა ჩუენისა მიქაელ კატარაწისძისაითა.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთის შინაარსი და პერსონალია

[edit]

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

[edit]