Jump to content

1244-1248 წწ. - შეუვალობის წიგნი არსენ კათალიკოსისა შიომღვიმის მონასტრისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: დაკარგულია.

სინოდის კანტორაში არსებულ შიომღვიმის საბუთებში არსებულ მეტად დაზიანებული დედნიდან თედო ჟორდანიამ გამოაქვეყნა საბუთის შემორჩენილი ტექსტი. სხვა გამოცემებიც თ. ჟორდანიას ემყარება.



საბუთის ტექსტი: 1896 - თედო ჟორდანია - შიომღვიმის საბუთები - გვ.50-52

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 14


საბუთის შინაარსი და პერსონალია

[edit]

არსენ კათალიკოსმა დაამტკიცა საეკლესიო კრების დადგენილება შიომღვიმის მონასტრის შეუვალობის შესახებ, განუახლა მას დიდი მეფე დავითის ანდერძის პირობები და უწინდელი მამამთავრების იოვანე კათალიკოზის, ოქროპირ კათალიკოზის, გაბრიელ კათალიკოზისა და მელქისედეკ კათალიკოზის შეწირულობები.

კრების დადგენილებასა და არსენ კათალიკოზის განჩინებას ამტკიცებს საბა ქართლის მთავარეპისკოპოსი.

საბუთის დათარიღება

[edit]
თედო ჟორდანია საბუთს არსენ კათალიკოსის ზეობით, 1218-1227 წლებით ათარიღებს, ი. დოლიძესთან საბუთი XIII ს. 40-იანი წლებითაა დათარიღებული, ხოლო "პირთა ანოტირებულ ლექსიკონში" კი 1244-1248 წლებით.

პუბლიკაცია

[edit]