Jump to content

1297-1298 წწ. - სიგელი დავით მეფისა ჭარმაულ გრიგოლ ჭაჭნიასშვილისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: Hd-1330.

საბუთის ტექსტი

[edit]

სახელითა ღთისაითა, დავითისგან ბაგრატუნიანისა, ნებითა ღთისაითა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შარვაშე და შაჰანშა და ყოვლისა საქართველოისა ხელმწიფედ მპყრობელისა.

მოვიდა ჩუენ წინაშე ჭარმაული ჭაჭნიასშვილი გრიგოლ და გუეჰაჯა და მოგუახსენა, რაითამცა შევიწყალეთ და ჟინოვნისა შესავალი შუანისხევს, სოფელი ლაუშაი სიგლითა ამით სამამულოდ მიუბოძეთ.

დაგუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ ჰაჯაი და მოხსენებაი ჭაჭნიასშვილისა გრიგოლ ჭარმაულისაი და მიუბოძეთ ჟინოვნის პირს სოფელი ლაუშაი და გამოვიღეთ ჟინოვნისაგან და მისისა შესავლობისაგან და ჟინოვნისა პატრონთა და ამირათაგან. ჰქონდეს ჭარმაულსა ჭაჭნიასშვილსა გრიგოლს, შვილთა და ყოველთა მომავალთა მისთა შუანის ხევს სოფელი ლაუშაი, მისითა მიმდგომითა, მთითა, ბარითა, ტყითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სანადიროითა და ყოვლითა სამართლიანითა ზღვრითა და მიმდგომითა მისითა, სახმრითა და უხმრითა, ერთგულად მსახურებასა შინა მეფობისა ჩუენისასა.

და თუ რაი ვის ლაუშისა სიგელი, ანუ ნიშანი რაი აქუს, სიგლითა ამით გაგუიტეხია და მტკიცე ესეოდენ. და გამოგუიღია ჟინოვნისა შესავლობისაგან, პატრონთა და ამირათაგან. და არავინ გუიბრძანებია მშლელი და მაქცეველი ბრძანებულისა ამის ჩუენისაი, არ მეუნებლე, მავნებელი, დამაკლებელი მათი.



დაიწერა ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეხუთესა, ხელითა მწიგნობრისა ჩუენისა იაკობ უგანოისძისაითა.

დამტკიცებები:

1. ქ. მტკიცეა ნებითა ღმრთისაითა [დავით მეფე]

2. ქ. მტკიცეა ნებითა ღმრთისაითა

3. ქ. ჩუენ, მელქისედეკ მეფისაგანცა მტკიცეა ნებითა ღმრთისაითა

4. ქ. პატრონთა მამისა და ძმისა ბრძანებისა მეცა ანდრონიკე დამამტკიცებელი ვარ.

5. ქ. კირილეისონ! ესე ვითა ღთივგუირგუინოსანსა, ძლიერსა და უძლეველსა მეფეთ-მეფესა დავითს შეუწყალებია ჭარმაული გრიგოლ და ყოველი მომავალნი მისნი ჟინოვნისა პირს სოფელი ლაუშაი სიგლითა ამით სამამულოდ უბოძებია, ჩუენც, გლახაკი ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზი აბრაჰამ დავამტკიცებთ.

მოწმობები:

1. ...მოწამე ვარ მიწაი მსახურთუხუცესი და ქართლისა ერისთავი ამადა სურამელი.

2. ...მოწამე ვარ მიწაი მეაბჯრეთაუხუცესი ჭილაი აბაზასძე.

3. ...მოწამე ვარ მიწაი ამირეჯიბი და ამირახორი ნავროზ აბაზასძე.