ესე დაწერილი დაგიწერეთ ჩუენ, მღუიმელთ, ერთობით სრულად კრებულთა შენ, სუნღულს, მონასა ღმრთისასა; ამას უდაბნოსა შინა შემოხვედ მოლოცვად, მოილოცე უდაბნო და წმიდისა მამისა შიოსი სამარტვილო, მოგაგონა ღმერთმან სულისა შენისათუის უმჯობესი, რათამცა ამას უდაბნოსა შინა შენი სალოცველი და მშობელთა შენთა სახსენებელი იყოს ვიდრემდის უდაბნო ესე ეგოს, და წესი და ლოცვა აღესრულებოდეს შიგა მყოფთა კრებულისაგან. შენი და შენთა მშობელთა სალოცავი უკვდავი იყოს ამას უდაბნოსა შინა.
და გვენუკოდი აღაპსა ტრაპეზსა ზედა მესამესა კვირიაკესა მარხვათასა ჯუარის თაყუანისცემისა. და ჩუენ სასოებასა შენსა არა ვარცხვინეთ და მოგიხსენეთ და გაგიმართეთ აღაპი ტრაპეზსა ზედა მესამესა კვირიაკესა მარხვათასა ჯუარის თაყუანისცემასა უკვდავად და შეუცვალებლად, ვიდრემდის უდაბნო ესე ეგოს.
არავiსგან შეგეცვალოს უკუნისამდე, არცა ჩუენგან და არცა ჩუენთა მომავალთაგან. ამისად საფასოდ ავიღეთ ფასი სრული ას და ათი დრაჰკანი, დუკატი ოთხასეული და ორმოცდაათისა დრაჰკანისა საფასოი, ორი ტაბაკი, ვერცხლისა ფეშხუმი. ესე ჯუმლად იქმნების სამასისა ბოტინატისა. აღაპი ტრაპეზსა ზედა გარდაიხდების და სახსენებელთაცა შინა ჩაგწერთ, რომელ--- დაიწერა ხელითა გიორგი ჭყონდიდელისა მწირველისათა. ქორონიკონსა ჲდ (64).