ქ. სახელითა ღმრთისათა, დავითიანმან მეფემან გიორგიმ ბაგრატონიანმან[1] ნებითა ღმრთისათა მეფემან შარავანშთა, შანშე, რანთა, კახთა, ბერძენთა, სომეხთა, სვანეთისა, აფხაზეთისა, ჩრდილოეთისა, ყოვლისა საქართველოისა ლიხტიმერეთისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ყოველ მპყრობელ მფლობელმან მეფემან.
აწი მოვიდა მოლარეთ უხუცესი ქველი ჭილასძე დიდად ერდგული და ნამსახური, ჩვენისა მოლარეთ უხუცესისა ქველისა ჭილასძისა აზნაურისშვილი გუგუნავა კაკუე და მისნი შვილნი მამალე, გავაშელი, ტაიბუღრა და რატი[2]. მათ შვილთა და მომავალთა ყოველთა გვეაჯეს და მოგუახსენეს ერთგულება მათი და ნამსახურთა მათთა სანუაცლოდ სიგელი მათი შევიწყალეთ და პირველი მათი სიგელი, სისხლი მოვიკითხეთ და ძველთა მეფეთაგან იყო გაჩენილი და აწი ჩვენც გაუახლეთ და გაუჩინეთ გუგუნავას კაკუეს მისთა შვილთა და მათთა მომავალთა ყოველთავე გაუჩინეთ სიგელი სასისხლო.
ვისაცა შეუვიდეს გუგუნავა და მათი ჩამომავალი დაგეაჯებოდეს სრული სისხლი ასი ორმოცი ათასი თეთრი ცხუმური, თეთრი ჯორი, თეთრი ქორი მისითა ბაზიარითა, ოცი ათასი სანახშირო, სამი ათასი გერში დაეურვებოდეს[3].
ვინაც სადაო და სამჯავრო საქმე უყოს, ანუ ხელი დაუშავდეს, ანუ ფეხი დაუშავდეს, ანუ წინა კბილი ჩააგდებინოს, თექუსმეტი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.
ვინცა თვალი წამოაგდებინოს, თექუსმეტი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.
ვინცა გაუპატიოს და გაძარცოს ანუ შეარცხვინოს, ათი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.
ვინცა პატრონთან შეაბეზღოს, სრული სისხლი დაეურვებოდეს, ამისთვის რომე ორი სიკვდილი არის.
ვინცა ცოლი შაუცდინოს, თერთმეტი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.
ვინც ცოლი გაუუპატიოროს, ორმოცდაათი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.
ვინც ქალი დაუგდოს, რომე დასაგდები არ იყოს, ჩვიდმეტი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.
ვინაც ასეთი აგინოს, რომ არ სჭირდეს, ცხრა ათასი თეთრი დაეურვებოდეს.
ვინაც სასახლეშიდან ჩაუხდეს, ოცდაათი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.
ვინაც გარეთ გლეხი დაურბიოს, თხუთმეტი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.
ვინაც ეკკლესიის კარზედ უშუღლოს, შვიდი ათასი დაეურვებოდეს.
ვინაც ჯოგი გაუტეხოს ანუ წაუსხას, ოცდათორმეტი ათასი თეთრი დაეურვებოდეს.
გუგუნავას კაკუეს და მათთა შვილთა და მათთა ყოველთა ასორმოცი ათასი თეთრი ცხუმური, თეთრი ჯორი, თეთრი ქორი მისითა ბაზიარითა დაეურვებოდეს გუგუნავას ყოვლისა ადამისა ტომისაგან მიზეზ მოუღებლად. პირველი ძველი მეფეთაგან გაჩენილი აწი ჩუენცა ახლად გაუახლეთ, შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ გუგუნავას სიგელი ესე.
ამისა დამხთომად და მოწამედ არიან ჩვენი სიძე ამირეჯიბი ჩიჟავაძე კახაბერი, რაჭის ერისთავი აღბუღა, მესტუმრე ლომინაძე გუნებითი ჯავშანა, ქართლისა კათალიკოზი, ჩვენი დარბაზის ერნი და ყოველნი.
მე დემეტრეს მარკოზის შვილს დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისა.
- ↑ სიგელის დასაწყისი ქუთაისურ ნუსხაში ასეა წარმოდგენილი: "ქ. სახელითა ღუთისათა დავით მეფემან და გი(ორ)გი ბაგრატუობათა...", რის გამოც ზოგი მკვლევარი საბუთს დავით X ქართლის მეფეს მიაწერდა
- ↑ კაკუე გუგუნავას შვილებიდან ს. კაკაბაძის გამოცემებში იხსენიება მხოლოს რატი. მამალე, [გა]ვაშელ და ტაიბუღრა სახელები აღდგენილია 1991 - პირთა ანოტირებული ლექსიკონი - ტომი I - გვ.727 მიხედვით
- ↑ პეტერბურგის ასლის ტექსტში ყველგან ნაცვლად სიტყვისა "დაეურვებოდეს" არის "დაეაჯებოდეს"