Jump to content

1417 წ. IX.29. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სუმბატ ურდოველასშვილისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: Ad-1601.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № სპთ (289) (დაკარგულია).
  2. 1753-04 - პირი გადაწერილია გ. ბოჭორიძის მიერ.

საბუთის შინაარსი

[edit]

ჩუენ, მეფეთა-მეფემან ალექსანდრემ და ძეთა ჩუენთა ვახტანგ, დემეტრე, გიორგი და დავით ესე სიგელი ამისად ნიშნად გიბოძეთ თქუენ, ჩუენისა კარისა მწიგნობარსა, მუშრიბსა ურდოველას შვილსა სუმბატს. პირველვე მამისა თქუენისათუის სიგლითავე გუებოძა ძაგანაკორნათა ღაფირასძეული მამული მისითა სამართლიანითა შესავლითა, მზღვრითა, რაგუარც ძველითგან ღაფირასძეთა ჰქონებოდა.

აწ შეგიწყალეთ და დაგუსით ღაფირასძედ და მათისა გუარისა აღარავინ იპოვებოდა.

აწ გქონდეს მკუიდრად, სამამულოდ და უცილობლად ყოვლისა კაცისაგან, რაგინდარა ძაგანაკორნანი გაიცნენ, და ანუ სახასოდ გქონდენ, ღაფირასძეულისა არავინ დაგეცილოს, რაიცა მკუიდრად ღაფირასძეთა ჰქონებოდეს, აგრევე და მით წესითა შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენისა მწიგნობარსა, მუშრიბსა ურდოველასა შვილსა სუმბატს, შვილთა და მომავალთა თქუენთა ყოველთა და თუ რადმე სოფელმან მისი წესი არ დაიკლოს და ამიერ სოფლით მამათქუენი გარდახდეს, არცა მაშინ შეგიცვალოთ...

დაიწერა ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეექუსესა, ქრონიკონსა რე, სეკდებერსა კთ, ხელითა კარის მწიგნობარისა ბეთლემისძისა სოკრატისითა.

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი რე (105) - 1417 წ., სექტემბრის კთ (29), მეფობის მეექვსე ინდიქტიონი.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]