Jump to content

1419 წ. IX.22. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


განმაერთებელმან ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისანან, ორისავე სამეფოსა მტკიცედ და შეურყეველად მპყრობელმან, აფხაზთა და ქართველთა მეფეთა, მეფეთ-მეფემან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩემმან, დიოფალთა დედოფალმან თამარ და ძეთა ჩუენთა, სახემონაზონებით შემვრდომმან და მსასოებელმან თქუენმან, და ინებოს ზენამან განგებამან აურაცხელისა წყალობისა თქუენისამან, განმზადებულმან აღსლვად ხარისხსა წმიდათა მღდელთმოძღუართასა, დღეს მონაზონმან დავით და ძმათა მისთა: ვახტანგ, დიმიტრი და გიორგი და ძმათა ჩუენთა ბაგრატ და გიორგი...

ვიძიეთ და ვცანით, რომე პირის მათ სულკურთხეულთა პაპათა და მამათა ჩუენთაგან ძუელითგან სურვილითა და წადიერებით ქუეყანა ტურათა და აგარა შეწირული და მოხსენებული ყოფილიყო და ამისა შემდგომად საქმეთა რათმე შემოსრულობისაგან და ჟამთა შლილობა-ქცევისაგან ხან რაოდენმე შესცულოდა და აღარა ჰქონდა... აწ, ახლად ამა სიგლითა დაგიმტკიცეთ და მოგახსენეთ თქუენ, კათოლიკე საყდარსა, აღმავსებელსა სუეტსა ღმრთივ-აღმართებულსა... მუხრანს ქუეყანათანი ტურათა და აგარა მისითა მიმდგომითა მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენახითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, შესავლითა და გამოსავლითა...

აჰა, თქუენ, წმიდანო მღუდელმთავართ-მთავარნო, ყოვლად პატიოსანნო, მიმსგავსებულნო და თანამერაბამენო წმიდათა მღუდელთმოძღუართანო, ბასილის და გრიგოლისნო, ქართლისა კათალიკოზნო ელიოზ და აწ მის მიერ შეყვარებულო, ვითარცა პავლე ტიმოთეს მიერდა მკურნალო და ნუგეშისმცემელო სულისა ჩუენისაო ქათალიკოზო და მთავარეპისკოპოსო მიქაელ, ნუმცა დავიწყებულ ვიქმნებით თქვენ მიერ მსხუერპლ-შემწირველობათა და ლოცვათა და ღმრთისა მიმართ ვედრებასა შინა...

ესე რაცა შემომიწირავს და მომიხსენებია, მის ჟამისა შედეგად ვიგულვე, ოდეს მძლავრი იგი და ურწმუნო თემურ წარმოემართა დიდითა ულუსითა აღმოსავლეთით კერძო, ქუეყანით სამარყანით, არათუ ჩუენისა მეფობასა და პატრონობასა შიგან, უწინარეს ჩუენსა, სხუათა მეფობასა და პატრონობასა. და მრავალნი მისისა და ჩუენისა სჯულისა კაცნი დახოცნა და ტყუე-ყვნა და მრავალნი თემნი და ქუეყანანი უხმარ და ოხერ-ყუნა და საქართველოსა საყდარნი, მონასტერნი და ეკლესიანი დააქცივნა და საყდარი დედაქალაქი მცხეთა დააქცია.

აწ, მე, მეფეთა მეფემან ალექსანდრე, ოცდაოთხისა წლისამან ხელ-ვყავ შენებად კათოლიკე საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისა შენებად... და ოდესვიწყე საყდრისა ამისა შენებად, ამავე ჟამსა შიგან დადგინებულ იქმნა პატრიაქად და მღვდელთმთავრად სულისა ჩუენისა მოურნე და მოძღუარი, ჩუენ მიერ სასოებითა შეყუარებული და პატივცემული მიქაელ.

დაიწერა სიგელი ესე ჩუენი ქრონიკონსა რზ, სეკდენბერსა კბ, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეხუთესა, ხელითა ფრიად ცოდვილისა და ყოველთა კაცთა უნარჩევესისა დემეტრე მარკოზისშვილისათა.

საბუთის პუბლიკაცია

[edit]