Jump to content

1429 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 356.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № იზ (17) (დაკარგულია).
  2. 1449-1514 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით.

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 356

საბუთის შინაარსი

[edit]

ჩუენ, მეფეთ-მეფემან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალმან თამარ, და ძეთა ჩუენთა: ვახტანგ, დიმიტრი , გიორგი და ზაალ, მოგახსენეთ... სუეტიცხოველს... და მას ზედა მჯდომარესა კათალიკოზს თეოდორეს. შემოგწირეთ ტაირიშვილი რატი მისითა მამულითა, სახლითა, მონასტრითა, სასაფლაოთა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, ჭალითა და სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა, მზღვრითა, სახმრითა და უხმრითა... ამა წესითა, რომე არცა გრემის ხევის საქმე ედვას მას გუერდის და ვერც რა მისთა განაყოფთა საქმე დაიგდონ რატის და მისსა მამულსა და საქონებელს გუერდის...

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქრონიკონსა რიზ, ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისასა ივ, ხელითა... კარის მწიგნობრისა კლიმი კაკლაჩასძისათა

საბუთის პუბლიკაციები

[edit]