ესე წიგნი დაგიწერე და გიბოძეთ მე, ბატონმან ბარათამან, მეუღლემან ჩუენმან თინათინ, შვილთა ჩუენთა დავით და გერმანოზ, შენ, ჩუენსა ერდგულსა ყმასა ბუჟღულაშვილსა თევდორეს და ნავროზს, მამავალთა შენთა.
მოგეცით ნაქურდევი მისითა მზღვრითა, თეთრობითა აქათითა, და მისითა საახოვითა დიდსა წლეპსა ქვევით, ურთხნალსა ქუეშეით, უძებრითა და საძებრითა, ყოვლითა მისითა მთითა და ბარითა, ყოვლათა...
დაიწერა იანვარსა ათჩუიდმეტსა ქრონიკონს ას ორმოცდა ცხრასა მეფობისა დიდისა ალექსანდრესა."